ქსენია სობჩაკმა რუსეთიდან გაქცევა მოახერხა – რუსული მედია
795
0
ტელეწამყვანმა და ბლოგერმა ქსენია სობჩაკმა რუსეთი 26 ოქტომბრის ღამეს დატოვა და ლიეტუვაში ბელორუსის გავლით შევიდა. ამის შესახებ რუსულ პროპაგანდისტულ მედია TASS-ს სამართალდამცავმა უწყებებმა განუცხადეს.
„მან მოსკოვი გვიან ღამით [სამშაბათს] დატოვა. პარალელურად, გუშინ ინტერნეტით იყიდა ავიაბილეთები დუბაიში, დღეს კი თურქეთში. მან ეს გააკეთა ოპერატორების დასაბნევად. შედეგად, იგი ლიეტუვაში შევიდა ბელორუსის გავლით“ – თქვა წყარომ.
მისი თქმით, გამომძიებლებს ხელში ჰქონდათ გადაწყვეტილება სობჩაკის დაკავების შესახებ, მაგრამ მან გაქცევა მოახერხა.