1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ქსენია სობჩაკმა რუსეთიდან გაქცევა მოახერხა – რუსული მედია
ქსენია სობჩაკმა  რუსეთიდან გაქცევა მოახერხა  – რუსული მედია

ქსენია სობჩაკმა რუსეთიდან გაქცევა მოახერხა – რუსული მედია

609
0

ტელეწამყვანმა და ბლოგერმა ქსენია სობჩაკმა რუსეთი 26 ოქტომბრის ღამეს დატოვა და ლიეტუვაში ბელორუსის გავლით შევიდა. ამის შესახებ რუსულ პროპაგანდისტულ მედია TASS-ს სამართალდამცავმა უწყებებმა განუცხადეს.

 

„მან მოსკოვი გვიან ღამით [სამშაბათს] დატოვა. პარალელურად, გუშინ ინტერნეტით იყიდა ავიაბილეთები დუბაიში, დღეს კი თურქეთში. მან ეს გააკეთა ოპერატორების დასაბნევად. შედეგად, იგი ლიეტუვაში შევიდა ბელორუსის გავლით“ – თქვა წყარომ.

 

მისი თქმით, გამომძიებლებს ხელში ჰქონდათ გადაწყვეტილება სობჩაკის დაკავების შესახებ, მაგრამ მან გაქცევა მოახერხა.