1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ქართული ოცნების” ხელისუფლება საზოგადოებას ერთმანეთს აპირისპირებს-ანა ბუჩუკური”ოცნების” კონტრაქციაზე
“ქართული ოცნების” ხელისუფლება საზოგადოებას ერთმანეთს  აპირისპირებს-ანა ბუჩუკური”ოცნების” კონტრაქციაზე

“ქართული ოცნების” ხელისუფლება საზოგადოებას ერთმანეთს აპირისპირებს-ანა ბუჩუკური”ოცნების” კონტრაქციაზე

45
0

რომელიმე მოქალაქეს ერთი ღერი თმა რომ ჩამოუვარდეს, პერსონალურად ივანიშვილის და იმ ადამიანების დამსახურება იქნება, რომლებმაც მწვანე ღილაკს ხელი დააჭირეს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც 29 აპრილს, პარლამენტის წინ, „ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ შეკრებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების” ხელისუფლება საზოგადოებას ერთმანეთს აპირისპირებს.

„ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობა უზრუნველყოს, ეს არის ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებას ერთმანეთთან აპირისპირებს. რაც არ უნდა მოხდეს, ერთ ადამიანს ერთი ღერი თმა რომ ჩამოუვარდეს, ეს იქნება პერსონალურად ივანიშვილის და პერსონალურად ამ ადამიანების დამსახურება, რომლებმაც მწვანე ღილაკს დააჭირეს ხელი. ამ ხალხს თუ ჰგონია, რომ მხოლოდ ივანიშვილის სახელს ამოეფარებიან და ინდივიდუალურად არ იქნება პასუხისმგებლობა მათზე, მათ შორის, პირველ რიგში, მორალური პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანებაზე, ძალიან ცდებიან. ისტორია იწერება ახლა და არქივი ყველაფერი ინახავს,” – განაცხადა ბუჩუკურმა.