1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დიდი ილიას სიტყვები – მამული, ენა, სარწმუნოება – ეს არის ტრიადა, ქვაკუთხედი ქართველის დამოკიდებულებისა საკუთარი სამშობლოს და მისი განცდის წინაშე”
“დიდი ილიას სიტყვები – მამული, ენა, სარწმუნოება – ეს არის ტრიადა, ქვაკუთხედი ქართველის დამოკიდებულებისა საკუთარი სამშობლოს და მისი განცდის წინაშე”

“დიდი ილიას სიტყვები – მამული, ენა, სარწმუნოება – ეს არის ტრიადა, ქვაკუთხედი ქართველის დამოკიდებულებისა საკუთარი სამშობლოს და მისი განცდის წინაშე”

91
0

დიდი ილიას სიტყვები – მამული, ენა და სარწმუნოება – ეს არის ტრიადა, ქვაკუთხედი ქართველის დამოკიდებულებისა საკუთარი სამშობლოს და მისი განცდის წინაშე. როდესაც ცდილობენ აქ რაღაცეები შეგვიცვალონ, ამას ქართველი კაცი და ქართველი ქალი არ დაუშვებს არასდროს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ქუთაისში „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის მიმდინარეობისას განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „როდესაც ვითხოვთ და უზრუნველვყოფთ გამჭვირვალობას, ამას არქმევენ რუსულ საქმეს“.

„დიდი ილიას სიტყვები – მამული, ენა და სარწმუნოება – ეს არის ტრიადა, ქვაკუთხედი ქართველის დამოკიდებულებისა საკუთარი სამშობლოს და მისი განცდის წინაშე. როდესაც ცდილობენ აქ რაღაცეები შეგვიცვალონ, ამას ქართველი კაცი და ქართველი ქალი არ დაუშვებს არასდროს. როდესაც ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ, როდესაც ჩვენ ვითხოვთ და უზრუნველვყოფთ გამჭვირვალობას, დემოკრატიულობას და იმას, რაზეც დგას ჭეშმარიტი, ქრისტიანული ევროპა, მაგალითად, ამ დროს ვხედავთ, რომ ინფორმირებულობას, გამჭვირვალობას, თქვენს უფლებას, რომ თქვენთვის ყველაფერი დეტალურად იყოს ცნობილი, არქმევენ რუსულ საქმეს. ბუნებრივია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ის, რაც შეიძლება ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის, შეიძლება ჩვენთვისაც და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ, იმიტომ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია თავისი ამაყი ხასიათი და რომელმაც ამ დღემდე მოიტანა ქართული ენა, მოიტანა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სარწმუნოება და სარწმუნოებამ მოიტანა ქართული იდენტობა, რომელიც არასდროს მოკვდება ვიდრე სამყარო იარსებებს და ჩვენ ამ რწმენით, ამ დამოკიდებულებით გავაგრძელებთ კანონების წერასაც, მის მიღებასაც და დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერა იქნება ამაში გადამწყვეტი, რისთვისაც მადლობა მინდა გადაგიხადოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.