1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “პრემიერმა გაუწოდა ხელი ოპოზიციას, პასუხად მივიღეთ არარეალური მოთხოვნები”- სოზარ სუბარი
“პრემიერმა გაუწოდა ხელი ოპოზიციას, პასუხად მივიღეთ არარეალური მოთხოვნები”- სოზარ სუბარი

“პრემიერმა გაუწოდა ხელი ოპოზიციას, პასუხად მივიღეთ არარეალური მოთხოვნები”- სოზარ სუბარი

381
0

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაუწოდა ხელი ოპოზიციას თანამშრომლობისკენ, რომ ერთად შევასრულოთ ქართველი ხალხის ეს სანუკვარი ოცნება; პასუხად მივიღეთ აბსოლუტური პოლარიზაცია, აბსოლუტური უარყოფა ამ გაწვდილი ხელის და არარეალური მოთხოვნები – ხელისუფლების გადადგომა და ხელისუფლების გადაბარება იმ ძალებისთვის, რომლებმაც ქართველმა ხალხმა მრავალჯერ უთხრა, რომ მათ არასდროს არ აირჩევს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, სოზარ სუბარი აცხადებს.

სუბარის თქმით, საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რაც ძალიან წინგადადგმული ნაბიჯია და ამას საქართველო ათწლეულების განმვლობაში ითხოვდა და ელოდებოდა ევროპისგან.

„აქვე ითქვა 12-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულების შემდეგ ავტომატურად ვიღებთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსს. პირველი არის დეპოლარიზაცია და სწორედ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაუწოდა ხელი ოპოზიციას თანამშრომლობისკენ, რომ ერთად შევასრულოთ ქართველი ხალხის ეს სანუკვარი ოცნება; პასუხად მივიღეთ აბსოლუტური პოლარიზაცია, აბსოლუტური უარყოფა ამ გაწვდილი ხელის და არარეალური მოთხოვნები – ხელისუფლების გადადგომა და ხელისუფლების გადაბარება იმ ძალებისთვის, რომლებმაც ქართველმა ხალხმა მრავალჯერ უთხრა, რომ მათ არასდროს არ აირჩევს.

ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციას არ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და შესაბამისად, ისინი არ აპირებენ ამ პროცესში მონაწილეობას; ყველა შემთხვევაში, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპისკენ და დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირში შემავალი ქვეყნები, ევროკომისია, ევროპარლამენტი ნათლად დაინახავენ იმ სურათს, რაც ხდება დღეს საქართველოში; შესაბამისად, გააგრძელებენ მუშაობას ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ იქ, სადაც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მხოლოდ შევასრულოთ ყველაფერი ისე, როგორც ქართველი ხალხი იმსახურებს, ხოლო სადაც პოლარიზაციის მოხსნა ვერ ხერხდება, გადავდოთ ეს საკითხი განზე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.