1. Home
  2. სხვა
  3. პოლონეთში სკანდალური ამბები ხდება – ოპოზიციონერ დეპუტატებს აპატიმრებენ, სასამართლოებს წმენდენ, გენერალური პროკურორი უკანონოდ გადააყენეს – პიტერ სიიარტო
პოლონეთში სკანდალური ამბები ხდება – ოპოზიციონერ დეპუტატებს აპატიმრებენ, სასამართლოებს წმენდენ, გენერალური პროკურორი უკანონოდ გადააყენეს – პიტერ სიიარტო

პოლონეთში სკანდალური ამბები ხდება – ოპოზიციონერ დეპუტატებს აპატიმრებენ, სასამართლოებს წმენდენ, გენერალური პროკურორი უკანონოდ გადააყენეს – პიტერ სიიარტო

1.09K
0

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ დაგმო პოლონეთის ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიები.

 

„პოლონეთში სკანდალური ამბები ხდება. ოპოზიციონერ დეპუტატებს აპატიმრებენ, სასამართლოებს წმენდენ, გენერალური პროკურორი უკანონოდ გადააყენეს, ხოლო საზოგადოებრივი ტელევიზია ძალის გამოყენებით აიღეს“, – აღნიშნა უნგრეეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

პიტერ სიიარტომ ხაზი გაუსვა ევროკავშირის ფარისევლობას.

 

„კონსერვატიულ, პატრიოტულ მთავრობას რომ ჩაედინა ამ დარღვევების თუნდაც მცირე ნაწილი, ბრიუსელი კანონის უზენაესობის ყველა შესაძლო პროცედურას დაიწყებდა. მაგრამ რადგან ეს ხელისუფლება ბრიუსელის ლოიალურია, სიტყვას არავინ იღებს“, – დასძინა მან.