1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ,,არჩევნების შემდეგ აღარ იქნება „რუსული კანონი“, გაუნათდება ყველას გონება და მიხვდება, რომ ქართულია?”- მამუკა მდინარაძე
,,არჩევნების შემდეგ აღარ იქნება „რუსული კანონი“, გაუნათდება ყველას გონება და მიხვდება, რომ ქართულია?”- მამუკა მდინარაძე

,,არჩევნების შემდეგ აღარ იქნება „რუსული კანონი“, გაუნათდება ყველას გონება და მიხვდება, რომ ქართულია?”- მამუკა მდინარაძე

125
0

სალომე ზურაბიშვილმა, ვეტოს დავადებ, მაგრამ მანიპულაციებში და მაგ თამაშში არ შევალ, შენიშვნების იმედი ნუ გექნებათ, უბრალოდ რუსულიაო – არჩევნების შემდეგ აღარ იქნება რუსული კანონი, გაუნათდება ყველას გონება და ყველა მიხვდება, რომ ქართულია? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც პრეზიდენტის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

მდინარაძის შეფასებებით, პრეზიდენტმა „მეორე საოცრება“ თქვა, არჩევნების შემდეგ კანონის ამოქმედების გადატანაზე.

„სალომე ზურაბიშვილმა, ვეტოს დავადებ, მაგრამ მანიპულაციებში და მაგ თამაშში არ შევალ, შენიშვნების იმედი ნუ გექნებათ, უბრალოდ რუსულიაო.

მეორე საოცრებაც თქვა, საოცრება, რომელსაც რეალურად აღიარება ჰქვია – ამოქმედება გადაიტანეთ არჩევნების შემდეგო, ანუ, მანამდე მაგ გაუმჭვირვალე ფულით იქნებ რამენაირად დაგამხოთო – ეს თქვა ფაქტობრივად.

P.S. არჩევნების შემდეგ აღარ იქნება რუსული კანონი, გაუნათდება ყველას გონება და ყველა მიხვდება, რომ ქართულია? მთავარია არჩევნების მერე ამოქმედდესო, “პრეზიდენტმა“,- წერს მდინარაძე.