1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა

469
0

დაპირისპირება მოხდა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე.

აქციის მონაწილეები ტროტუარიდან გზის სავალ ნაწილზე გადასვლას და გზის გადაკეტვას ცდილობენ, რის საშუალებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს პერიოდულად მიმართავენ, გადავიდნენ გზის სავალი ნაწილიდან.

დაპირისპირების შედეგად, სამართალდამცველებმა ადგილიდან რამდენიმე ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები.