1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ორივე ვნახე აქ, ამ სივრცეში” – ირმა ინაშვილი
“ორივე ვნახე აქ, ამ სივრცეში” – ირმა ინაშვილი

“ორივე ვნახე აქ, ამ სივრცეში” – ირმა ინაშვილი

631
0

რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის,დარია დუგინას დაღუპვასთან დაკავშირებით, ქართულ ფეისბუქ სივრცეში არსებულ დაპირისპირებას „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი  სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ჩვენი ერია: ნიჭიერი, ლამაზი, საკუთარი სამშობლოსათვის თავდადებული, ღვთისმოყვარე, უანგარო, კეთილზნიანი, მტერზე მაღლა მდგომი, ღირსებით შემკული. წაქცეულს რომ წიხლს არ დააჭერს. მგლოვიარეს თავზე რომ არ დააფურთხებს. შემტევი, მაგრამ გულჩვილი! სამართლიანი, მაგრამ ლმობიერი!

 

და მეორე, ესეც ჩვენი ნაწილია: ვითომ სამშობლოს მოყვარული და ამ დროს, სამშობლოსთვის უსარგებლო! ვითომ თავდადებული და ამ დროს, მხდალი! ვითომ მამაცი და ამ დროს, ლაჩარი! ვითომ ღრმა, მაგრამ ამ დროს, ზერელე და უვიცი! ვითომ ზნეობრივი და ამ დროს, დაცლილი ყოველი სიკეთისაგან. მართლა ბნელი. ცივი. სასტიკი. უმადური. სხვისი წარმატებით დაბოღმილი. სხვისი მწუხარებით გახარებული.

 

დღეს ორივე ვნახე აქ, ამ სივრცეში,“ – წერს ირმა ინაშვილი.

 

რუსი პროპაგანდისტის, „რუსული სამყაროს“ იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, დარია დუგინა ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა.

 

რუსული მედია საშუალებების ცნობით, მამა-შვილი შაბათს საღამოს ღონისძიებიდან შინ ერთი ავტომობილით უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ალექსანდრ დუგინმა ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეცვალა და სხვა ავტომობილში ჩაჯდა.