1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ქალები, რომლებმაც გერმანიის კანცლერთან ფოტოს გადაღება მოისურვეს, მოულოდნელად გაშიშვლდნენ
ქალები, რომლებმაც გერმანიის კანცლერთან ფოტოს გადაღება მოისურვეს, მოულოდნელად გაშიშვლდნენ

ქალები, რომლებმაც გერმანიის კანცლერთან ფოტოს გადაღება მოისურვეს, მოულოდნელად გაშიშვლდნენ

881
0

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როდესაც ორი ქალი, რომლებმაც მასთან ფოტოს გადაღება მოისურვეს, მოულოდნელად გაშიშვლდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

ქალებს სხეულზე ეწერათ საპროტესტო სლოგანი, რომლითაც რუსულ გაზზე ემბარგოს დაუყოვნებლივ დაწესებას ითხოვდნენ.

 

რუსეთის ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესება ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რის გამოც გერმანიის მთავრობას აკრიტიკებენ.

 

„როიტერის“ ცნობით, ახალი კვლევების მიხედვით, გერმანიის კანცლერისა და მისი მთავრობის საქმიანობით გერმანელების ორი მესამედი უკმაყოფილოა. გამოკითხულთა 62 პროცენტს მიაჩნია, რომ კანცლერი შოლცი თავის სამუშაოს ცუდად ასრულებს.

 

გერმანიის კანცლერსა და მის მთავრობას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რამდენიმე კრიზისთან მოუწია გამკლავება – ომი უკრაინაში, ენერგეტიკული კრიზისი, გაზრდილი ინფლაცია და გვალვა. ოპონენტები აცხადებენ, რომ შოლცმა სათანადო ლიდერობა ვერ გამოიჩინა.