1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ,, ოპოზიციამ პრეზიდენტს პირობა წაუყენა, ”- გერმანული მედია
,, ოპოზიციამ პრეზიდენტს პირობა წაუყენა, ”- გერმანული მედია

,, ოპოზიციამ პრეზიდენტს პირობა წაუყენა, ”- გერმანული მედია

572
0

გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ქართული ოპოზიციის კულუარულ მოლაპარაკებაზე საუბრისას წყაროს არ უთითებს. შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს, რადგან მთავრობის უარის მიუხედავად, ზურაბიშვილი მაინც გაემგზავრა ევროპაში დასავლელ პარტნიორებთან შესახვედრად. როგორც ირაკლი კობახიძემ გუშინ, 1 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მმართველი პარტია პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მმართველ გუნდს კენჭისყრაზე 100 ხმა დასჭირდება. “ქართულ ოცნებას” “ხალხის ძალასთან” ერთად პარლამენტში 84 ხმა აქვს. ცნობილია, რომ “ევროპელი სოციალისტები”, რომლებსაც პარლამენტში 4 დეპუტატი ჰყავთ, იმპიჩმენტს მხარს დაუჭერენ. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, “გირჩი”, რომელსაც პარლამენტში 4 დეპუტატი ჰყავს ამბობს, რომ პროცედურას მხარს არ დაუჭერს, “მოქალაქეებიდან” ქეთევან თურაზაშვილის ზეპირი განცხადების მიხედვით, მხარდაჭერა “ოცნებას” არც მათგან ექნება. იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ “საქართველოსთვის”, “ლელოს”, “ევროოპტიმისტების“, “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “ენმ“-ს დეპუტატები.