1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ელონ მასკის X-სამყაროს საიდუმლოება -ავთანდილ წულაძე
ელონ მასკის X-სამყაროს საიდუმლოება -ავთანდილ წულაძე

ელონ მასკის X-სამყაროს საიდუმლოება -ავთანდილ წულაძე

1.16K
0

ელონ მასკის X-სამყაროს საიდუმლოება

ელონ მასკმა სოციალურ ქსელ Twitter-ს დაარქვა X, რამაც გამოიწვია მრავალი  ვარაუდი იმის შესახებ, თუ რა ჩაიფიქრა ინოვაციების გენიოსმა. ელონ მასკის მარკეტინგული ნაბიჯის ზოგიერთი მიზეზი ზედაპირზე დევს. ინგლისურად, X-ს აქვს მრავალი ასოციაცია, რომლებსაც კომპანიები აქტიურად იყენებენ თავიანთი ბრენდების პოპულარიზაციისთვის. ინგლისურად X იკითხება როგორც “ექს”, რომელიც აღიქმება, როგორც შემოკლება სიტყვის excellent – ბრწყინვალე. ასევე X ასოცირდება სიტყვასთან luxe, ე.ი. პრემიუმ პროდუქტი ან მომსახურება.

X სიმბოლოს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს. ეს არის საიდუმლოების სიმბოლო. მათემატიკაში ეს უცნობი ცვლადია. ლიტერატურაში და კინოში – უცნობი, ფარული, ფანტასტიკური გმირები, მაგალითად, X-men, Mister X და ა.შ.

ელონ მასკს უკვე აქვს ბიზნესში X-ის გამოყენების წარმატებითი გამოცდილება. მისმა კომპანიამ SpaceX-მა მოახდინა რევოლუცია კოსმოსურ ინდუსტრიაში და შეუქმნა მასკს გენიალური ნოვატორის იმიჯი. მასკის სხვა კომპანიებსა და ბრენდებში ასო X ასევე გავრცელებულია.

ელონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შემდეგ კომპანიის აქციები ბევრად დაეცა ფასში. ბიზნესმენის კრიტიკოსებმა ამ შენაძენს ელონ მასკის კარიერაში ყველაზე დიდი წარუმატებლობა უწოდეს. მაგრამ მასკი ცნობილია თავისი უნარით შექმნას ახალი პროდუქტები, რომლებიც მსოფლიო პოპულარობას იძენენ. Twitter-ის რებრენდინგში X-ის გამოყენების აშკარა უპირატესობების გარდა, ელონ მასკმა მოიფიქრა ინტერნეტ- პლატფორმის ისეთი საფუძვლიანი რეფორმირება, რომ ეს უკვე ახალი პროექტი იქნება. ძველმოდური Twitter წარსულს ჩაბარდა. X შემოდის ასპარეზზე. რა საიდუმლოებები იმალება ახალი ბრენდის საფარქვეშ?

ყოფილ Twitter-ს გაუჩნდა ძლიერი კონკურენტი აშშ-ს ბაზარზე Threads-ის სახით (ინგლისურიდან ითარგმნება როგორც “ძაფები”). ეს არის Twitter-ის ანალოგი, რომელიც ახლახან შეიქმნა მარკ ცუკერბერგის კომპანია Meta-ს მიერ. ავღნიშნავთ რომ X-ის ლოგო მაკრატელს წააგავს, რომელსაც მარკ ცუკერბერგის „ძაფების“ მოჭრა მოუწევს.

გარდა ამისა, არსებობს გლობალური კონკურენტი – ჩინური WeChat, რომელიც თავად ელონ მასკმა “საინჟინრო შედევრად” აღიარა. WeChat-ს ჰყავს 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი და აერთიანებს ბევრ ფუნქციას ერთ აპლიკაციაში. ელონ მასკი ასევე მიზნად ისახავს X გადააქციოს „აპლიკაციად ყველაფრისთვის“. ეს არის ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, როდესაც აშშ-ს ტექნოლოგიურ კომპანიებს უწევთ დაეწიონ ჩინურ კომპანიებს.

ელონ მასკი თავის იდეას რეალობად აქცევს აპრობირებული გზით – თავის ინტერნეტ-პლატფორმაში ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვით. უკვე ცნობილია, რომ X შეაგროვებს ბიომეტრიულ მონაცემებს თავისი მომხმარებლების შესახებ.

 X ასევე შეაგროვებს დასაქმებისა და განათლების ისტორიას, რაც საშუალებას მისცემს პლატფორმას რეკომენდაცია გაუწიოს მომხმარებლებს ახალი ვაკანსიების შესახებ. X-ში აუდიო- და ვიდეო-ზარები ხელმისაწვდომი გახდება. ილონ მასკი გვპირდება, რომ ამას ტელეფონის ნომერიც კი არ დასჭირდება.

X-ის საშუალებით შესაძლებელი იქნება გადახდების განხორციელება, მათ შორის კრიპტოვალუტაში. შეგახსენებთ, რომ ელონ მასკის ერთ-ერთი პირველი ბიზნეს- პროექტი იყო X.com – გადახდის სერვისი, რომელიც იყიდა კომპანია Pay Pal-მა. მაგრამ ილონ მასკმა დატოვა Pay Pal-ის პროექტი და იყიდა X.com-ის დომენი 2017 წელს.

ახლა ყოფილი Twitter გადავიდა ამ დომენზე. ამრიგად, ელონ მასკმა გადახდის სისტემის პროექტიდან „აპლიკაციის ყველაფრისთვის“ მეგა-პროექტამდე გზა გაიარა.

„X-სამყარო“ მომავალში მოიცავს ელონ მასკის  სხვადასხვა კომპანიის მიერ შემუშავებულ ტექნოლოგიებს. ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში ელონ მასკმა განაცხადა, რომ აპირებს შექმნას TruthGPT – ნერვული ქსელი, რომელიც კონკურენციას გაუწევს პოპულარულ ChatGPT-ს. Elon Musk’s BRUTALLY Honest Interview With Tucker Carlson (2023) – YouTube.

კიდევ ერთი მასკის კომპანია, Neuralink X, ავითარებს პირდაპირ კავშირს ადამიანის ტვინსა და კომპიუტერს შორის. არც თუ ისე შორეულ მომავალში, X მომხმარებელს არ დასჭირდება სმარტფონზე შეტყობინების აკრეფა. საკმარისი იქნება დაფიქრება და ტექსტი ავტომატურად გამოჩნდება ეკრანზე. და თუ თქვენც ძალიან დაიზარებთ ფიქრისთვის, მაშინ ხელოვნური ინტელექტი გამოდგება, რომელიც თქვენს ნაცვლად შეტყობინებას დაწერს. ელონ მასკი ხსნის მომავლის პორტალს, რომელიც ბევრს აშინებს, მაგრამ ამავდროულად იზიდავს ფანტასტიკური შესაძლებლობებით.

ავთანდილ წულაძე – პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი