1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ოპოზიცია აბსოლუტურად ურესურსო და სრულიად განულებულია”- ირაკლი კობახიძე
“ოპოზიცია აბსოლუტურად ურესურსო და სრულიად განულებულია”- ირაკლი კობახიძე

“ოპოზიცია აბსოლუტურად ურესურსო და სრულიად განულებულია”- ირაკლი კობახიძე

397
0

ოპოზიცია აბსოლუტურად ურესურსოა. სრულიად განულებულია და ამას ერთი მიზეზი აქვს – საზოგადოებამ დაინახა მათი რეალური ზრახვები და სახე, ასევე მათი დამოკიდებულება ომთან მიმართებით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა.

„საზოგადოება ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებითა და სატელიტებით არის „ომის პარტია“ და ომთან ერთად „ღალატის პარტია“. ასეთ პოლიტიკურ ძალას ხალხი არ გაჰყვება. მათ არც შემოდგომაზე, არც ზამთარსა და გაზაფხულზე არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ პოლიტიკურ პროცესებში არეულობა შემოიტანონ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.