![,,ოლიმპიური ფესტივალის ჩატარება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის”- მიხეილ ყაველაშვილი](https://gttv.ge/wp-content/uploads/2025/02/jhll.jpg)
,,ოლიმპიური ფესტივალის ჩატარება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის”- მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. ამ ფესტივალის მასპინძლობა ხელს შეუწყობს როგორც ზამთრის სპორტის სახეობების, ისე სპორტული ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, – წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, მართლაც საამაყოა, რომ „ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტებმა“ 50 ქვეყანას შორის სწორედ საქართველო შეარჩიეს ასეთი მასშტაბის ღონისძიების ჩასატარებლად.
„პირველად ისტორიაში, საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს!
მოხარული ვარ, რომ წილად მხვდა პატივი, ვყოფილიყავი ამ მართლაც ისტორიული მოვლენის მონაწილე და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამეხსნა „EYOF Bakuriani 2025“.
საქართველოში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. ამ ფესტივალის მასპინძლობა ხელს შეუწყობს როგორც ზამთრის სპორტის სახეობების, ისე სპორტული ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.
მართლაც საამაყოა, რომ „ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტებმა“ სრული ნდობა გამოგვიცხადეს და 50 ქვეყანას შორის სწორედ საქართველო შეარჩიეს ასეთი მასშტაბის ღონისძიების ჩასატარებლად. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა სრულიად მზად არის „EYOF Bakuriani 2025“-ის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის – ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ინფრასტრუქტურა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სამომავლოდ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაებას ზამთრის სპორტის სახეობებში და ქართველმა სპორტსმენებმა ამ სფეროში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ.
მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალში მონაწილეობს 1000-მდე ახალგაზრდა სპორტსმენი 45 ქვეყნიდან. წარმატებებს ვუსურვებ ყველას, განსაკუთრებით ჩვენს ქართველ სპორტსმენებს. მჯერა, ისინი არაერთ გამარჯვებას მოიპოვებენ და კიდევ ბევრჯერ ასახელებენ ჩვენს ქვეყანას!“, – წერს მიხელ ყაველაშვილი.