“ოლიგარქმა არ შეიძლება უფულობა დაასახელოს მიზეზად… მიზეზი იყო ის, რომ სოლოლაკი ვერ “ავიღეთ”- მიშა ანდღულაძე
“ოლიგარქმა (დავით კეზერაშვილი) არ შეიძლება უფულობა დაასახელოს მიზეზად. მიზეზი იმდენად აბსურდული იყო, რომ მირჩევნია არ ვთქვა- ამის შესახებ”კომედი შოუს” მსახიობმა მიშა ანდღულაძემ გიორგი ვარდოსანიძის „პოდკასტში” “ფორმულაზე” გასართობი გადაცემების დახურვზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამის შემდეგ გუნდმა გადაწყვიტა საკუთარი ტელევიზია გაეხსნა და მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე შემოსავალი ნაკლები აქვთ, ამბობს, რომ აქვთ თავისუფლება.
“ჩვენ როდესაც გადავედით “ფორმულაზე”, გავიდა ერთი-ორი წელი და ერთ დღესაც გვეუბნებიან, რომ ყველა გადაცემა, რომელსაც ვაკეთებდით, დაახლოებით ხუთ გადაცემას ვაკეთებდით, ყველა ერთად დაიხურა.
ოლიგარქმა (დავით კეზერაშვილი) არ შეიძლება უფულობა დაასახელოს მიზეზად. მიზეზი იმდენად აბსურდული იყო, რომ მირჩევნია არ ვთქვა. ვერ დავიჯერეთ, რომ ამდენ გადაცემას აკეთებ უცებ და ასეთი მიზეზით უცებ გიხურავენ. ისიც არ იყო, რომ რეიტინგი არ აქვს, მიზეზი იყო, კონკრეტულად, ნუ მოკლედ – სოლოლაკი რომ ვერ “ავიღეთ”.
მე არც ვიცოდი, რომ თურმე, სხვა მისია მქონდა. მე როგორც კომედიანტი, ისე მივედი და თურმე, აბსოლუტურად სხვა მისია მქონია, უდიდესი. ლამის მთელი დასავლეთი იყო ჩართული ამ ამბავში და ნუ ვერ აღმოვჩნდით ჩვენ ის ხალხი, სუსტები აღმოვჩნდით. საბოლოო ჯამში ვეუბნეოდი ხალხს, რომ ყველა განსაცდელი სასიკეთოა. ახლა გვაქვს ის ნანატრი თავისუფლების დრო-თქო და ავიღეთ ჩვენი კაპიტალი, რაც გვქონდა, გავხსენით ჩვენი ტელევიზია “TV C”, კომედიური არხია ცოტა მრავალპროფილიანი. კონკურენციაში ჰყავს კომედი არხი. ღადაობა ის არის, რომ ჩემი ახალგაზრდობა ჩემი კონკურენტია. საბოლოოო ჯამში ეს გავაკეთეთ და მადლობა ჩვენს დამხურავს. ამას ვეუბნეოდი თანამშრომელსაც, რომ გავა დრო და მადლობას იტყვით-თქო. ნუ კურიერს უფრო მეტი შემოსავალი აქვს ვიდრე ჩვენ, მაგრამ რომ ვფიქრობ, თავისუფლება ეგ ჯდება”, – განაცხადა მიშა ანდღულაძემ.