1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ოჯახურ ღირებულებებთან მიმართებით ოცნების სულისკვეთებას ვიზიარებ” – გახარიას პარტიის წევრი
“ოჯახურ ღირებულებებთან მიმართებით ოცნების სულისკვეთებას ვიზიარებ” – გახარიას პარტიის წევრი

“ოჯახურ ღირებულებებთან მიმართებით ოცნების სულისკვეთებას ვიზიარებ” – გახარიას პარტიის წევრი

180
0

გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრი, შალვა კერესელიძე ამბობს, რომ ის ოჯახურ ღირებულებებთან მიმართებით ქართული ოცნების სულისკვეთებას იზიარებს. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დეპუტატმა ამის შესახებ ზუგდიდში, “ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო” კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს განაცხადა.

“ვიზიარებ მმართველი პარტიის სულისკვეთებას ოჯახურ ღირებულებებთან მიმართებით. თუმცა, ჩვენი, გიორგი გახარიას გუნდი სახელმწიფოს მხრიდან ქართული ოჯახების განმტკიცებისთვის მეტ მხარდაჭერას მოვითხოვთ.

ქართველი კაცისთვის ოჯახური ღირებულებები და ფასეულობები განსაკუთრებული და გამორჩეულია. საბოლოო ჯამში, ეს ინდივიდებამდე დადის და თითოეულ ოჯახს თავისი ღირებულებები და ფასეულობები გააჩნია. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მოქმედ კანონმდებლობაში სხვადასხვა ფორმით შევიდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც ქართული ოჯახების დაცვასა და გაძლიერებას ხელს შეუწყობს.

საქართველო ყოველ წელს ბუნებრივი მატების გარეშე ხვდება, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შობადობის მაჩვენებელს გადააჭარბა. ასევე, შემცირებულია ქორწინებები და გაზრდილია მიგრაცია – ქვეყნიდან გადიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ, ქვეყნის აღმშენებლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ. ქართული გენოფონდი დაბერების პროცესშია”. – თქვა კერესელიძემ.