1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ოცნებამ” დიდი ნაბიჯებით დაიწყო საკუთარი თავისთვის იმ პოლიტიკური განაჩენის გამოტანა”- დავით უსუფაშვილი
“ოცნებამ” დიდი ნაბიჯებით დაიწყო საკუთარი თავისთვის იმ პოლიტიკური განაჩენის გამოტანა”- დავით უსუფაშვილი

“ოცნებამ” დიდი ნაბიჯებით დაიწყო საკუთარი თავისთვის იმ პოლიტიკური განაჩენის გამოტანა”- დავით უსუფაშვილი

188
0

„ლელოს“ წევრის დავით უსუფაშვილის თქმით, მმართველმა ძალამ დიდი ნაბიჯებით დაიწყო საკუთარი თავისთვის იმ პოლიტიკური განაჩენის გამოტანა, რომელიც არჩევნებზე გაფორმდება. 

როგორც უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „პარტიულ-პოლიტიკური თვალსაზრისით ოპოზიციისთვის ყველაფერი გადასარევად მიდის. 

„დღეს პარტიულ-პოლიტიკური თვალსაზრისით ოპოზიციისთვის გადასარევად მიდის ყველაფერი. უმრავლესობა და უმრავლესობის უმცირესობა ჯიუტად არ ტოვებს იმ მინდორს, რომელზეც უკვე წააგო 10-0 ე.წ. რუსული კანონპროექტის თაობაზე და აგრძელებს ამ კანონპროექტის დაცვას. 

ასე განაგრძეთ ბატონებო. გახდება 100-ით ნული. პარტიულ-პოლიტიკურად გადასარევად არის საქმე. მეორე თემა – ასევე გადასარევად მიმდინარეობს საქმე, როდესაც „ოცნების“ ლიდერები ჯიუტად აგრძელებენ იმ ფრაზების გამეორებას, რომელიც საქართველოში მეტ და მეტ ახალგაზრდას და არა მხოლოდ, კიდევ უფრო დაარწმუნებს იმაში, რომ ამ ხელისუფლების მოთმენა და დაშვება შეუძლებელია. 

იმიტომ რომ მათ ეძახიან მოტყუებულებს, ეძახეს, რომ ისინი იყვნენ მართულები და ასე შემდეგ, ასე განაგრძეთ. კიდევ უფრო მეტად გააბრაზებთ იმ ადამიანებს, რომ აღარ მოითმინონ ეს ხელისუფლება. მე მგონი ჩვენ რომ ხმა არ ამოვიღოთ, „ოცნებამ“ დიდი ნაბიჯებით დაიწყო საკუთარი თავისთვის იმ პოლიტიკური განაჩენის გამოტანა, რომელიც არჩევნებზე გაფორმდება“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.