1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ნორა კვიციანი მონაზვნად აღიკვეცა
ნორა კვიციანი მონაზვნად აღიკვეცა

ნორა კვიციანი მონაზვნად აღიკვეცა

1.16K
0

ყოფილი პარლამენტარის, ემზარ კვიციანის და, ნორა კვიციანი მონაზვნად აღიკვეცა.  ამის შესახებ ემზარ  კვიციანი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოსაც აქვეყნებს:

„ქეთევანის გზა გამოვლილი ნორაჩკა მონაზვნად აღიკვეცა!გილოცავ დედაო ქეთევან!!!ასი წელი არ მოგვაკლოს ღმერთმა შენი ლოცვა!!! დიდება ღმერთს!!!“-წერს ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში.

 
შეგახსენებთ, ნორა კვიციანმა ციხეში 6 წელი გაატარა. ის 2006 წლის 29 ივლისს დააკავეს და სისხლის სამართლის სამი მუხლით (მითვისება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა–შენახვა) გაასამართლეს.

კვიციანი 2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაათავისუფლეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნორა არღვლიანი (კვიციანი) ყველა ეპიზოდში გაამართლა. მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა არღვლიანს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ბრალდება ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე წარუდგინეს.