1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ნინო გიორგობიანი შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლად დაინიშნა
ნინო გიორგობიანი შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლად დაინიშნა

ნინო გიორგობიანი შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლად დაინიშნა

332
0

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ნინო გიორგობიანი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომალურის მრჩეველად დაინიშნა.

ინფორმაციას შსს-ს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ნინო გიორგობიანი მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად თითქმის სამი წლის განმავლობაში მუშაობდა.

ის მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად დანიშვნამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი იყო. მანამდე კი, ნინო გიორგობიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.