სოციალური შემწეობის მიმღებთა ნუსხა უნდა გადაიხედოს და დავიდეს იმ ლოგიკურ, სამართლიან რაოდენობამდე, ვისაც ეს რეალურად სჭირდება-დავით მათიკაშვილი

Editor Dali
0
პოზიტიურია ის, რომ ოჯახები საკუთარ შემოსავლებს ზრდიან, თუმცა, ამავდროულად, ასეთი ოჯახები და ასეთი პირები შემწეობის მიმღებები აღარ უნდა იყვნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სოციალური შემწეობის მიმღებთა სიის გადახედვა ჩვეულებრივი პროცესია და რაღაც ქვედინებების მოძებნა ტყუილი გარჯაა. „სტატუსკვო, რომელიც კოვიდპანდემიის პირობებში არსებობდა სოციალურ დახმარებასთან მიმართებით, შენარჩუნებული იყო. ცხადია, მისი […]

ყაზახეთი საკონსტიტუციო რეფორმის გატარებას გეგმავს

Editor Dali
0
ყაზახეთი საკონსტიტუციო რეფორმის გატარებას გეგმავს.-ახალი კონსტიტუციის პროექტი წარმოადგენს ყაზახეთის სახელმწიფო მოწყობის მასშტაბურ გადახედვას და ახალი პოლიტიკური მოდელის ჩამოყალიბებას, რომელიც მიმართულია მმართველობის უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და სტაბილური სისტემის შექმნისკენ. 2026 წლის 11 თებერვალს, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასსიმ-ჟომარტ ტოკაევი გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც 15 მარტს ქვეყანაში ახალი კონსტიტუციის მიღების საკითხზე ეროვნული რეფერენდუმი გაიმართება. საკონსტიტუციო რეფორმის საწყისი წერტილი […]

ყველამ კარგად ვიცით, რომ ის პროპაგანდა, რასაც საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში ისმენს, არ ემსახურება ქვეყნის ინტერესს და ქართველ ხალხს -კახა კალაძე

Editor Dali
0
„საზოგადოებამ ძალიან კარგად გააანალიზა ყველაფერი, კარგად ხედავს, თუ რა პროცესები მიდის და ვინ არის ამ ყველაფრის დამფინანსებელი“, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტ გურამ როგავას მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებული განცხადება. მისი თქმით, ის პროპაგანდა, რასაც საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში ისმენს, არ ემსახურება ქვეყნის ინტერესს და ქართველ ხალხს. „ჩვენ ხომ ვიცით, ეს ყველაფერი […]

დიდმა ბრინატეთმა აშშ-ს უარი უთხრა, ირანზე თავდასხმის მიზნით გამოიყენოს დიეგო გარსიას კუნძულსა და გლოსტერშირში მდებარე სამხედრო ბაზები

Editor Dali
0
დიდმა ბრინატეთმა აშშ-ს უარი უთხრა, ირანზე თავდასხმის მიზნით გამოიყენოს დიეგო გარსიას კუნძულსა და გლოსტერშირში მდებარე სამხედრო ბაზები. ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი” ავრცელებს. ლონდონსა და ვაშინგტონს შორის დადებული შეთანხმებების თანახმად, პენტაგონს ამ ბაზებიდან ოპერაციების დაწყება მხოლოდ ბრიტანეთის მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეუძლია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო ძალები მზად არიან, ირანზე თავდასხმა უკვე ამ უქმეებზე […]

“ჩრდილოეთის ნაკადების“ აღდგენა ჯერ კიდევ შეიძლება”-Berliner Zeitung

Editor Dali
0
გერმანულ გაზეთ “ბერლინერ ცაიტუნგში” (Berliner Zeitung) სათაურით “ჩრდილოეთის ნაკადების” აღდგენა ჯერ კიდევ შეიძლება” დაბეჭდილია ინტერვიუ კომპანია „იუროფაიფის“ (Europipe) ერთ-ერთ ხელმძღვანელთან კარსტენ შმიკლერთან, რომელიც კორესპონდენტ ლიუდმილა კოტლართან საუბრობს მილსადენური და თხევადი გაზის ტრასპორტირების თავისებურებებზე, ევროპულ ენერგოპოლიტიკაზე და იმ რეალურ სიტუაციაზე, რომელიც ევროპაშია შექმნილი ბუნებრივი გაზის მოხმარების სფეროში. „გერმანიის ეკონომიკა იაფი რუსული გაზის წყალობით სწრაფად ვითარდებოდა, მაგრამ რუსულ გაზზე […]

“ენჯეო” არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის პოლიტიკური ინსტრუმენტი, აქედან გამომდინარე, „ენჯეოებთან” დაკავშირებული ფინანსური საკითხები უნდა იყოს თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე, რაც ჩვენთან უზრუნველყოფილია -პრემიერი

Editor Dali
0
„ენჯეო” არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის პოლიტიკური ინსტრუმენტი, აქედან გამომდინარე, „ენჯეოებთან” დაკავშირებული ფინანსური საკითხები უნდა იყოს თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე, რაც ჩვენთან უზრუნველყოფილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის, მაიკ ბენცის განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა. კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას რაზეც აკრიტიკებდნენ, ამასთან დაკავშირებით ახლა აქტიურად მსჯელობენ ევროპის ქვეყნები. „ძალიან […]

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ 5-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდეს ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობა, რაც აბსოლუტურად რეალურია -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
უმუშევრობის მეოთხე კვარტლის მაჩვენებელი არის 3,3 პროცენტი, კვარტალურ ჭრილში ეს არის რეკორდული მინიმუმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, წლევანდელ წელსაც ყველაფერი კეთდება, რათა უმუშევრობა კიდევ უფრო მეტად შემცირდეს ქვეყანაში. „ზოგადად ოპტიმალური მაჩვენებელი არის 3-დან 5%-მდე და ვფიქრობთ, ამ მაჩვენებლის მიღწევა არის შესაძლებელი რამდენიმე წელიწადში. ამისთვის […]

საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა

Editor Dali
0
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2025 წლის 31 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ცესკო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების მიერ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგი განხორციელდა როგორც თვისებრივი და სოციოლოგიური, ასევე რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით. ანგარიშის მიხედვით, დამუშავდა 103 ინფორმაცია. „ყოველდღიურად გავრცელებულ ინფორმაციაზე დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ […]

19 თებერვალი საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღეა

Editor Dali
0
19 თებერვალი საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღეა.   საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ 19 წლის მარო მაყაშვილი ფრონტზე მოხალისედ წავიდა და საბჭოთა რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციას შეეწირა. მარო მაყაშვილი, 1902 წლის, 25 აგვისტოს   თავადაზნაურთა ოჯახში დაიბადა.  მამა, კონსტანტინე მაყაშვილი პოეტი და საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო; დედა, თამარ გაბაშვილი კი — მწერალ […]

“უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა ყულევის პორტის დასანქცირებაზე, სხვა არაფერია, თუ არა ლუი XV-ის ცნობილი ფორმულის – „ჩემს შემდეგ ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა-ცოტნე ანანიძე

Editor Dali
0
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ყულევის პორტის შესახებ გაკეთებულ განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, სააკაშვილის მხარდაჭერა ყულევის პორტისთვის სანქციების დაწესებაზე, ნიშნავს საქართველოს სტრატეგიულ რესურსთან დაპირისპირებას, შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტი მზადაა, თუ ხელისუფლებაში არ იქნება, ქვეყანა დაინგრეს. „უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა ყულევის პორტის დასანქცირებაზე, სხვა […]

“რამდენად შესაძლებელია ჟენევაში რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო გარიგების მიღწევა?”-The Economist

Editor Dali
0
ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ (The Economist) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია საინფორმაციო ბიულეტენი – გასული და მიმდინარე კვირის პოლიტიკური მოვლენების მიმოხილვა – სათაურით: “რამდენად შესაძლებელია ჟენევაში რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო გარიგების მიღწევა?”(ავტორი – ოლივერ კეროლი). გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან, რომელიც ჟენევაში (შვეიცარია) დაწყებული მოლაპარაკების სავარაუდო შედეგებს ეხება. „დავიწყოთ იქიდან, რომ წლის დასაწყისიდან ორივე მხარე თითქოსდა შეთანხმების დადებას მიუახლოვდნენ. პარიზში შეხვედრის შემდეგ უკრაინა დარწმუნდა, […]

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დააკავეს

Editor Dali
0
დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დაკავებულია. ამის შესახებ „ბიბისი” ავრცელებს ინფორმაციას. მედიის ცნობით, მეფე ჩარლზის ძმა საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. „გამოძიების ფარგლებში დავაკავეთ მამაკაცი ნორფოლკიდან, საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების გამო. ჩხრეკა მიმდინარეობს ბერკშირისა და ნორფოლკის მისამართებზე. მამაკაცი ამ დროისთვის პატიმრობაში რჩება. ეროვნული რეკომენდაციების თანახმად, დაკავებული მამაკაცის ვინაობას არ დავასახელებთ. […]