რა ეღირება დოლარი და ევრო 21 სექტემბერს

Editor Dali
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7277 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7277 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7236 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0441 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0431 ლარს შეადგენდა. […]

გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ლელოს“ ერთ-ერთი პირობა იყო, საარჩევნო სიაში თავად გახარია არ ყოფილიყო

Editor Dali
0
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ლელოს“ მხრიდან ერთ-ერთი პირობა იყო, თავად გახარია არ ყოფილიყო საარჩევნო სიაში. გახარიას თქმით, იგი ამ პუნქტს დათანხმდა. „ერთ-ერთი ასეთი პუნქტი იყო, რომ, მაგალითად, გახარია არ უნდა იყოს სიაში. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა მე დამიცვა, ისეთი სიდიდის და მნიშვნელობის საკითხი იყო მაგიდაზე, რომ მე დავთანხმდი ამას. მე მარტო არ […]

თიბისის მხარდაჭერით სპექტაკლი “მიქელანჯელო და რაფაელი: გენიალური და ღვთაებრივი” გაიმართა

Editor Dali
0
იტალიის საელჩოს ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, ორი იტალიელი გენიოსის, მიქელანჯელოსა და რაფაელის ხელოვნება თბილისში კვლავ დაბრუნდა. ხელოვნების მოყვარულები მათ შემოქმედებას, ამჯერად არა გამოფენის, არამედ თეატრალური წარმოდგენის სახით გაეცნენ. სპექტაკლში „მიქელანჯელო და რაფაელი: გენიალური და ღვთაებრივი“ თეატრი, სახვითი ხელოვნება და მუსიკაა შერწყმული. 20 წლიანი ისტორიის მქონე ექსპერიმენტულმა თეატრალურმა დასმა „Teatri 35”, კოტე მარჯანიშვილის სახ. პროფესიული დრამატული […]

კესარია აბრამიძეს, დანით, 28 ჭრილობა აქვს მიყენებული – დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, უწყება დამატებით დეტალებს ასაჯაროებს

Editor Dali
0
საქართველოს პროკურატურამ კესარია აბრამიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე კესარია აბრამიძეს და ბრალდებულს პირად საკითხზე უთანხმოება მოუვიდათ და აღნიშნულის გამო ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. 18 სექტემბერს, დაახლოებით 15:50 საათზე თბილისში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში ბ.ჯ.-მ „ოპინელის“ ფირმის […]

რა გამოცდილებით დაბრუნდა თიბისის ტექ გუნდი კონფერენცია KubeCon-დან

Editor Dali
0
IT ტექნოლოგიების მრავალფეროვნებიდან და ცვალებადობიდან გამომდინარე, ნებისმიერი წარმატებული კომპანია ვალდებულია ტექ გუნდები პროგრესულად მოაზროვნე პროფესიონალებით დააკომპლექტოს. თიბისი მუდმივ განვითარებას თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებით უკვე წლებია წარმატებულად ახერხებს. თიბისის TechOps -ის მიმართულების თანამშრომლები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კონფერენციაზე, KubeCon-ზე მოხვედრა ამის ნათელი მაგალითია. ევროპის გულში, ბერლინში მიღებული გამოცდილების შემდეგ თიბისის ტექ ტალანტები, აზიაში, ჰონგ-კონგში ჩავიდნენ. KubeCon ყოველწლიური […]

დაკავებულია პირი, რომელიც გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე იძებნებოდა

Editor Dali
0
დაკავებულია პირი, რომელიც გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე იძებნებოდა. ის დარჩო ხეჩუაშვილია. ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს. ხეჩუაშვილს, დაუსწრებლად, 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ძებნილი ქვეყანაში შემოსვლის დროს, საზღვარზე აიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. „დარჩო ხეჩუაშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. ის 2012 წლის შემდეგ უკრაინაში საცხოვრებლად გადავიდა და საქართველოში 2016 წელს დაბრუნდა. გამოძიების ცნობით, […]

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა ილონ მასკის შემოწმება დაიწყო ბაიდენისა და ჰარისის შესახებ პოსტის გამოქვეყნების გამო

Editor Dali
0
აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლის ილონ მასკის შემოწმება დაიწყო მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ „ბაიდენს და ჰარისს რატომღაც არავინ კლავს“. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, საიდუმლო სამსახური არკვევს, ხომ არ შეიცავდა მასკის პოსტი მუქარას აშშ-ის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ. როგორც Bloomberg-ი იუწყება, მუქარა პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის მიმართ აშშ-ში დანაშაულად ითვლება, რომელიც […]

რა პროდუქტებს აერთიანებს თიბისი ბიზნესის სხვადასხვა ნაკრები

Editor Dali
0
ქართულ ბაზარზე ინოვაციური საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების დამკვიდრება თიბისის მრავალწლიანი ტრადიცია და ყოველდღიური ზრუნვის საგანია. ბანკი აქტიურად მუშაობს, რომ ნებისმიერ ბიზნესს მაქსიმალურად მოქნილი და მიზნობრივი პროდუქტი შესთავაზოს. თიბისის სტრატეგია მკაფიოა – მომხმარებლისთვის ბიზნეს საქმიანობის გამარტივება. ბიზნეს სეგმენტების კომერციული მართვის სერვის ექსპერტი, ნატო სიდამონიძე, ამ ფაქტს განსაკუთრებულად უსვამს ხაზს: „ნებისმიერი ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ბიზნეს საქმიანობის მართვა […]

“დასავლეთმა, როგორც იქნა, რუსულ დეზინფორმაციას ომი გამოუცხადა”-The Daily Telegraph

Editor Dali
0
ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) ეხმიანება აშშ-ში რუსული ტელეარხის „რაშა თუდეის” (RT – Russia Today) მაუწყებლობის აკრძალვას და აქვეყნებს სტატიას სათაურით: “დასავლეთმა, როგორც იქნა, რუსულ დეზინფორმაციას ომი გამოუცხადა” (ავტორი – სემუელ რამანი). გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს: აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება. ამ ფონზე საინფორმაციო კომუნიკაციების სფეროში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: როგორც იქნა, კომპანია Meta-მ გამოაცხადა, რომ […]

“ქართველი ტრანსგენდერი პარლამენტის მიერ ანტი-“ლგბტ”-ური კანონის მიღების შემდეგ მოკლეს”-The Guardian

Editor Dali
0
„მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა „ლგბტ“-საზოგადოების წინააღმდეგ მკაცრი კანონი მიიღო, ერთი დღეც არ იყო გასული, რომ ცნობილი ქართველი ტრანსგენდერი მოდელი კესარია აბრამიძე მოკლული ნახეს“, – ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „ქართველი ტრანსგენდერი პარლამენტის მიერ ანტი-„ლგბტ“-ური კანონის მიღების შემდეგ მოკლეს“ (ავტორი – პიტერ ზაუერი). პუბლიკაციაში, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა, […]

ბოლო დღეებში უცხოური ძალის მხრიდან განხორციელდა წინასაარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობა, რადიკალური ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის დესტრუქციული ქმედებები და სხვა დარღვევები -გივი მიქანაძე

Editor Dali
0
დღევანდელი ბრიფინგით გვსურს, საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ბოლო დღეების განმავლობაში უცხოური ძალის მხრიდან საქართველოში წინასაარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობის, რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან დესტრუქციული ქმედებებისა და სხვა წინასაარჩევნო დარღვევების შესახებ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ბოლო თვეებში გახშირდა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირების მუქარის განცხადებები. „ვიხილეთ უცხოელი პოლიტიკოსის […]

ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში -ევროკავშირი

Editor Dali
0
ევროკავშირი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სახელწოდებით „რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან 16 წლის შემდეგ“. „2024 წლის 7 აგვისტოს გავიდა 16 წელი 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყებიდან. ევროკავშირი რჩება ერთგული საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების […]