„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა, ივანიშვილის სანქცირება არის საქართველოს ეკონომიკური კოლაფსისკენ გზა, რომელიც საქართველოს აბსოლუტურ იზოლაციაში მოაქცევს -გიორგი ვაშაძე

Editor Dali
0
გვჭირდება ერთიანობა, რადგან არ წავიდეთ სიღატაკისკენ, იზოლაციისკენ, ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნები, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენით საქართველო კარგავს უვიზო მიმოსვლას ევროპასთან. „ჩვენ გუშინ მივიღეთ ორი უმძიმესი ინფორმაცია. ერთი მხრივ, საუბარია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე და, ამასთან ერთად, დაფინანსების შეწყვეტაზე; მეორე […]

ქართული არასამთავრობოების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს -“მაკკეინის ინსტიტუტის” ანგარიში

Editor Dali
0
„მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშის მიხედვით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს, რაც, მათი მტკიცებით, ამომრჩევლებს რეალურად აჩვენებს „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებების შედეგს. ამის შესახებ საუბარია „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მომზადებულ ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, ეს დოკუმენტი ეფუძნება „საქართველოს მეგობრების“ მისიას […]

უკრაინის გამარჯვების გეგმა ნატოში გაწევრიანებას და იარაღის მიწოდების გარანტიებს ითვალისწინებს-Bloomberg

Editor Dali
0
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შედგენილი გამარჯვების გეგმა ქვეყნის ნატოში მიწვევასა და ამერიკის მიერ თანამედროვე შეიარაღების მიწოდების გარანტიებს ითვალისწინებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გარდა ამისა, ზელენსკის გამარჯვების გეგმა მოიცავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და შეთანხმებების გაფორმებას ეკონომიკისა და უსაფრთხოების სხვადასხვა სფეროებში. სააგენტოს ცნობით, ზელენსკი გამარჯვების გეგმას აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს 26 სექტემბერს ვაშინგტონში ვიზიტის დროს წარუდგენს. ის აგრეთვე […]

“მილანის” საქართველოში ჩამოსვლას ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს, თითქოს წარსულში დავბრუნდი და ისევ ის პატარა კალა ვარ, როგორიც წლების წინ ვიყავი -კახა კალაძე

Editor Dali
0
საქართველოს ნაკრებისა და კლუბ „მილანის“ ვეტერანმა ფეხბურთელებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციაზე კახა კალაძემ ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად „მილანში“ თამაშის პერიოდი გაიხსენა და მადლობა გადაუხადა მეგობრებს საქართველოში სტუმრობისთვის. „მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, იმისთვის, რომ ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში და დღეს, ქართველ გულშემატკივარს მიეცემა შესაძლებლობა, სანახაობრივი ფეხბურთი ნახოს. რაც შეეხება „მილანს“, უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ […]

ამერიკელებმა თუ რეალურად გადადგეს ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის დასასანქცირებლად, ეს იქნება მტკიცებულება, რომ ჩვენი ომში ჩართვა მართლაც უნდოდათ -ლევან ნიკოლეიშვილი

Editor Dali
0
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც აშშ-მ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, თუ მართლაც გადაიდგა ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის დასასანქცირებლად, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა რეალური იყო. მისივე თქმით, დროა ვიფიქროთ ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსზე და ჩვენს აფხაზებთან და ოსებთან ერთიან საქართველოში მშვიდობიან თანაცხოვრებაზე. […]

ევროპარლამენტარების ჯგუფი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართავს

Editor Dali
0
30 ევროპარლამენტარი მოუწოდებს ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, საქართველოში არჩევნების დემოკრატიულობის შელახვის შემთხვევაში ევროკავშირმა შეაჩეროს საქართველოს ფინანსური დახმარება, საქართველოს მთავრობის წევრების წინააღმდეგ დაწესდეს სანქციები და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გადაიხედოს. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტარების ღია წერილში, რომლის ადრესატიც გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეია. წერილს სოციალურ ქსელ იქსში ლატვიელი ევროდეპუტატი რიჰარდს კოლსი ავრცელებს. „გთხოვთ, ნათლად განაცხადოთ, რომ დემოკრატიულ […]

ცესკოს თავმჯდომარემ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა

Editor Dali
0
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის „საარჩევნო ტექნოლოგიები ღიაობისთვის“ (OSET) დირექტორთა ბორდის წევრს კამერონ ქვინს შეხვდა, რომელიც ვირჯინიის შტატის ფეარფექსის ადმინისტრაციული ერთეულის მთავარი საარჩევნო მოხელე იყო. ცესკოს ინფორმაციით, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „საარჩევნო ტექნოლოგიები ღიაობისთვის“ (OSET), რომელიც ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით სხვადასხვა საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობს, ამ მხრივ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებით დაინტერესდა. შესაბამისად, […]

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Admin Tamuna
0
ვერ­ძი გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბი­სა და და­ვა­ლე­ბე­ბის სიმ­რავ­ლემ შე­იძ­ლე­ბა გან­წყო­ბა გა­გი­ფუ­ჭოთ. შე­ე­ცა­დეთ არ და­კარ­გოთ ოპ­ტი­მიზ­მი. თა­ვი­სუ­ფა­ლი დროც კი მო­გი­წევთ სა­მუ­შა­ოს­თვის და­უთ­მოთ. სა­ღა­მოს მშვიდ გა­რე­მო­ში დას­ვე­ნე­ბა და პრობ­ლე­მე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა გჭირ­დე­ბათ. კურო   დღეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმ შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე მო­უ­ლოდ­ნელ ად­გი­ლებ­ში ჩნდე­ბა. შე­საძ­ლოა, საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­უ­ა­რეს­დეს. ეცა­დეთ იყოთ თა­ვა­ზი­ა­ნი, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და პა­ტი­ვი სცეთ პარტნი­ო­რის სურ­ვი­ლებს. მი­ი­ღებთ […]

თბილისის საქალაქო სასამართლოში კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

Admin Tamuna
0
თბილისის საქალაქო სასამართლოში 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. სახელმწიფო ბრალდება ბექა ჯაიანისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. სხდომას ესწრება ბრალდებული ჯაიანიც. მას ბრალდება ოფიციალურად დღეს წაუყენეს, ის დუმილის უფლებით სარგებლობს. პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, კესარია […]

მამუკა ხაზარაძე 9-პუნქტიან ჩამონათვალს ავრცელებს, რომელზეც თავდაპირველად გიორგი გახარიასთან შეთანხმდა

Admin Tamuna
0
„ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე იმ 9 პუნქტიან ჩამონათვალს ავრცელებს, რომელზეც თავდაპირველად პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერთან, გიორგი გახარიასთან შეთანხმდა. 9 პუნქტიან ჩამონათვალს, რომელსაც ხაზარაძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ: „ეს იყო რაზეც შევთანხმდით: გამოვდივართ ერთი საარჩევნო ნომრით 9, საპარლამენტო არჩევნებში და ვაგრძელებთ ბრძოლას ევროპული გზის გადასარჩენად, რისთვისაც ერთობლივი სამოქმედო გეგმა არის „ქართული ქარტია“. ვთანხმდებით […]

საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების ყველა შანსს ანიავებს, ამ მომენტისთვის ევროკავშირის კარი დახურულია – მაიკლ როთი

Admin Tamuna
0
საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების ყველა შანსს ანიავებს, ამ მომენტისთვის ევროკავშირის კარი დახურულია, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა გერმანულ გამოცემა Bild-თან საუბარში განაცხადა. „ანტი-LGBT კანონი, სექსუალური უმცირესობების მიმართ მთავრობის მიერ დათესილი სიძულვილი, მრავალფეროვნებისა და გახსნილობის საქართველოს ამაყი ისტორიისგან წყვეტას წარმოადგენს. ეს ის საქართველო არ არის, რომლის სიყვარულიც ვისწავლე… [საქართველოს] მთავრობა […]

რაც მშვიდობას ეხება, ძალიან არ მოსწონს „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან სწორედ ეს არის ომისა და ღალატის პარტია – დავით მათიკაშვილი

Admin Tamuna
0
მცდელობამ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის განცხადება დაემახინჯებინათ და ისე წარედგინათ საზოგადოებისთვის, ფიასკო განიცადა, ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რას გულისხმობდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი – ეს არის ურთიერთპატიება და ურთიერთშენდობა, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკის“ ეთერში. „თუ არა ნდობის აღდგენა, სხვანაირად შერიგება როგორ წარმოუდგენია ვინმეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის […]