არ ინერვიულოთ ჩემს ფინანსებსა და თანხებზე – მე არ ვნერვიულობ – კახა კალაძე

Admin Tamuna
0
თქვენ შეგითანხმოთ ჩემი თანხების განკარგვა?! – ვიღაცას დაასანქცირებენ ან არ დაასანქცირებენ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არ ინერვიულოთ ჩემს ფინანსებსა და თანხებზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, ემუქრება თუ არა კალაძის ევროპულ ბანკებში განთავსებულ ქონებას საფრთხე. „არ ინერვიულოთ ჩემზე, მე არ ვნერვიულობ […]

გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები“

Admin Tamuna
0
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 4 ოქტომბერს 18:00 საათზე, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამოფენას An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები, ARCH+-თან თანამშრომლობით.   სოციალური მედია და სხვა პლატფორმები, რომელთა ბიზნეს მოდელები ეფუძნება სოციალური ურთიერთობების კომერციალიზაციას, სიტყვებს, როგორებიცაა „საზოგადოება”, „გაზიარება” ან „ჩვენ”, გარდაქმნიან ცარიელ ცნებებად, რომლებიც თავის თავში აღარ […]

საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაცია გრძელდება – ცესკო

Admin Tamuna
0
„ტვ პირველი“ აგრძელებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიას. 28 სექტემბერს გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გავიდა რეპორტაჟი, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომლის ნათესაური კავშირები თუ სხვა ტიპის ნაცნობობა იმგვარად იქნა წარმოჩენილი, თითქოს ამის გამო მათი საქმიანობა მიკერძოებულია, – ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. „საარჩევნო ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ რეპორტაჟის მზადების პროცესში მიმართა ტელეკომპანიის წარმომადგენლებს დაეცვათ ჟურნალისტური ეთიკის ნორმები და […]

დედაქალაქში დამატებით 25 ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს – კახა კალაძე

Admin Tamuna
0
დედაქალაქში დამატებით 25 ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს. ახალი სატრანსპორტო საშუალებების პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში გრძელდება ავტობუსების ჩანაცვლება. მისი თქმით, ამ ეტაპზე შემოყვანილია 25 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. საერთო ჯამში კი თბილისში ამ დროისთვის 100 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს.

მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით – პრემიერი

Admin Tamuna
0
მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული. მთავრობის მეთაურის თქმით, სპორტულ წარმატებას და ქვეყნისთვის მოპოვებულ გამარჯვებას სათანადო დაფასება ჭირდება. “ქართველი სპორტსმენები სპორტის სხვადასხვა სახეობაში უპრეცედენტო წარმატებას აღწევენ, რისი ბოლო მაგალითიც მერაბ დვალიშვილის […]

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

Admin Tamuna
0
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 სექტემბრის ჩათვლით, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, ასევე აღმოსავლეთ საქართვლოს დასავლეთ რაიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. (საფრთხის დონე საშუალო).      

30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი დღეს სა­სარ­გებ­ლოა წარ­სუ­ლი თე­მე­ბის გან­ხილ­ვა, მათ­თან დაბ­რუ­ნე­ბა, პა­სუ­ხე­ბის პოვ­ნა იმა­ზე, რისი გა­და­წყვე­ტაც ვერ მო­ხერ­ხდა. აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბა ან სუფ­თა ჰა­ერ­ზე მუ­შა­ო­ბა სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა და ენერ­გი­ას მოგ­ცემთ. რო­მან­ტი­უ­ლი შეხ­ვედ­რის­გან ბევ­რს ნუ ელო­დე­ბით. კურო   ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ოჯახს, მეტი დრო და­უთ­მეთ შვი­ლებს, იზ­რუ­ნეთ ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებ­ზე. ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ დღეს შე­ას­რუ­ლოთ თქვე­ნი გეგ­მე­ბი. გა­რე­მო­ე­ბე­ბი სწრა­ფად იც­ვლე­ბა და მო­გი­წევთ […]

,,აღნიშნულ განცხადებას ჩვენი ხელისუფლება აფასებს პოზიტიურად”- კალაძე ლავროვის განცხადებაზე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, რაც მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით უნდა მოხდეს. „ამასთან დაკავშირებით, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. ეს უნდა მოხდეს ურთიერთშერიგებით, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, ურთიერთპატიებით. ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ, გავაანალიზოთ წარსული, […]

სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია 2008 წლის აგვისტოს შემდეგ უცვლელი რჩება – ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია 2008 წლის აგვისტოს შემდეგ უცვლელი რჩება, მინისტრმა ლავროვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ამას ხაზი, – ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ასხარ ჯიოევი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველო „მეზობელ ქვეყნებთან“ – სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან შერიგებას. „ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მაღალი დონის […]

ისრაელის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაული უპასუხოდ არ დარჩება – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანი პირობას დებს, რომ რევოლუციური გვარდიის მეთაურის მოადგილის, აბას ნილფორუშანის მკვლელობას უპასუხებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ისრაელის მიერ ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის მეთაურის მოადგილის მკვლელობა საშინელი დანაშაული იყო, რომელიც უპასუხოდ არ დარჩება. „ეჭვგარეშეა, რომ სიონისტური რეჟიმის (ისრაელის) მიერ ჩადენილი ეს საშინელი დანაშაული უპასუხოდ არ დარჩება“, – განაცხადა აბას არაღჩიმ. ცნობისთვის, ბრიგადის გენერალი […]

ეს არის რიგითი პროვოკაცია – მამუკა ხაზარაძე ლავროვის განცხადებაზე

[სერგეი ლავროვის განცხადება] არის რიგითი პროვოკაცია, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს რომ „მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით. მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ არის რუსული ხელისუფლება საქართველოში. „ეს არის რიგითი […]

ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია მისი მრავალი მსხვერპლისთვის სამართლიანობის ზომაა – ჯო ბაიდენი

ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია ლიკვიდაცია არის სამართლიანობის ზომა მისი მრავალი მსხვერპლისთვის, მათ შორის ათასობით ამერიკელი, ისრაელელი და ლიბანელი მშვიდობიანი მოქალაქისთვის , – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს. ბაიდენის თქმით, ჰასან ნასრალა და ტერორისტული ჯგუფი, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, “ჰეზბოლა”, პასუხისმგებლები იყვნენ ასობით ამერიკელის მკვლელობაზე ოთხი ათწლეულის განმავლობაში. […]