ცესკო საქართველოს პრეზიდენტის შვილის, ქეთევან გორჯესტანის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Editor Dali
0
ცენტრალურმა საარჩევნო კომისია საქართველოს პრეზიდენტის შვილის, ქეთევან გორჯესტანის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაამოწმა საქართველოს პრეზიდენტის შვილის მონაცემები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში და ასევე რეგისტრაციის ადგილად (საცხოვრებელ ადგილად) მითითებული აქვს საფრანგეთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ვერ მოხვდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, თუმცა მისი […]

 ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ -პრეზიდენტის ადმინისტრაცია

Editor Dali
0
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ბერლინში შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან, ასევე, ქართულ დიასპორაზე, რომელსაც ხელოვნური ბარიერები ექმნება არჩევნებში მონაწილეობისათვის. პრეზიდენტმა ისაუბრა ასევე, ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის პრობლემების შექმნის საკითხზე, რომელიც გულისხმობს მათთვის სადამკვირვებლო მისიების განხორციელებაში […]

მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა

Editor Dali
0
მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. „როგორც ცნობილია, 2021-2022 წლებში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია. მაღალი საბაზო მაჩვენებლების მიუხედავად, დადებითი ტენდენციები შენარჩუნდა 2023 წელსაც, კერძოდ თავდაპირველად პროგნოზირებული 5,0%-ის ნაცვლად რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7,5% შეადგინა. ჯამში, 2021-2023 წლებში, ეკონომიკის რეალური ზრდის ჯამურმა მაჩვენებელმა 32,0% შეადგინა, ხოლო […]

ვლადიმერ ცაბაძე თავისუფალია

Editor Dali
0
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ ცაბაძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ვლადიმერ ცაბაძის  უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზის” მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საკითხი განიხილებოდა როგორც ინციდენტების პრევენციისა […]

ლავროვი იმ ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს განცხადებას, რაც რუსეთს აქვს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოდან სამხედრო შენაერთების გაყვანა-გია ვოლსკი

Editor Dali
0
ლავროვი იმ ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს განცხადებას, რაც რუსეთის ფედერაციას აქვს – რბილი ძალით სამხრეთ კავკასიაში გარკვეული პოზიციები შეინარჩუნოს. მისთვის მნიშვნელოვანი შუა დერეფანია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან სამხედრო შენაერთები გაიყვანოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების შეფასებისას აღნიშნა. ვოლსკის თქმით, ეს განცხადება ნეგატიურად არ უნდა განვიხილოთ, რადგან ურთულესი პრობლემების […]

შენი წარმატების გზა: კარიერა თიბისიში

Editor Dali
0
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში ჩატარდა ღონისძიება „შენი წარმატების გზა”, სადაც  სტუმრებს თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და სხვადასხვა მიმართულების ლიდებმა, გააცნეს თიბისიში მრავალფეროვანი მიმართულების მუშაობის სპეციფიკა, კარიერული განვითარების შესაძლებლობები და თიბისიში მუშაობის უპირატესობები. ისაუბრეს თიბისის მრავალფეროვან ბიზნეს და ტექნოლოგიურ მიმართულებებზე. ღონისძიებაზე, ახალგაზრდები გაეცნენ მათთვის საინტერესო ვაკანსიებსა და კარიერულ შესაძლებლობებს. 800-მდე ახალგაზრდამ თიბისის გუნდში მუშაობის სურვილი […]

„გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ საერთაშორისო ლიდერები გლობალური მშვიდობის სტიმულირებისთვის თბილისში შეკრიბა“ -Associated Press

Editor Dali
0
2024 წლის 27 სექტემბერს საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას, თემატიკით: „ტურიზმი და მშვიდობა“, პირველად უმასპინძლა. ამ მოვლენას მსოფლიო პრესა ეხმაურება.  თბილისში გამართული გლობალური ღონისძიების შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემის Associated Press-ის ჟურნალისტი, კლაუდია საფონტი, წერს: „საქართველომ დღის სინათლეზე გამოიტანა ტურიზმისა და მშვიდობის საკითხი, მასშტაბურმა ღონისძიებამ სხვადასხვა დარგის და სფეროს მსოფლიო ლიდერები ერთ წერტილში მოაქცია, რათა […]

კრეატიული კემპი ბიზნესებისთვის დიზაინ ინსტიტუტისგან

Editor Dali
0
კრეატიული კემპი ბიზნესებისთვის დიზაინ ინსტიტუტისგან თიბისი ბიზნესისა და დიზაინ ინსტიტუტის ინიციატივით, 4 და 5 ოქტომბერს შემოქმედებით კემპი ჩატარდება, რომელიც არის ინტენსიური  პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.  კურსი ბიზნესის წარმომადგენლებს დაეხმარება ბიზნესის სტრატეგიის და შემოქმედებითი რესურსების მართვაში. შემოქმედებით კემპს გაუძღვებიან: კოკა ქამუშაძე ნიკუშა ანთაძე ეკა ბაბუნაშვილი ბეკი ფანცხავა ნინო ეგაძე გიორგი ქვლივიძე კურსი ჩატარდება ფიზიკურად, 4 […]

ქუთაისის აეროპორტში მებაჟეებმა არადეკლარირებული ოქროს მონეტები გამოავლინეს

Editor Dali
0
ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს მონეტები გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 187.24 გრამი) მონეტები გამოავლინეს. არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 43102.65 ლარი შეადგინა. […]

გვარამიას განცხადება და „მაკკეინის ინსტიტუტის“ სცენარი ერთმანეთთან კავშირშია, მაქსიმალური არეულობისთვის ემზადებიან, მაგრამ არ გამოუვათ, ხალხი ბრძენია – ირაკლი კირცხალია

Editor Dali
0
გვარამიას განცხადება და „მაკკეინის ინსტიტუტის“ სცენარი ერთმანეთთან კავშირშია, მაქსიმალური არეულობისთვის ემზადებიან, მაგრამ არ გამოუვათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. კირცხალიას კითხვა დაუსვეს პარტია „ახალის“ ლიდერ ნიკა გვარამიას განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ვის აინტერესებს, რას გამოაცხადებს ცესკო? ცესკო სულ იტყუება, მთავარია, ხალხი რას გრძნობს“. ირაკლი კირცხალიას თქმით, გვარამიას განცხადება კიდევ ერთი თვითლუსტრაცია, რომ, […]

ზელენსკიმ ვაშინგტონი იმედგაცრუებულმა დატოვა: თეთრმა სახლმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ამერიკული რაკეტების გაშვების უფლება არ მისცა – The Times

Admin Tamuna
0
ბრიტანული გაზეთის „თაიმსის“ (The Times) 28 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ზელენსკიმ ვაშინგტონი იმედგაცრუებულმა დატოვა: თეთრმა სახლმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ამერიკული რაკეტების გაშვების უფლება არ მისცა“ (ავტორი – მარკ ბენეტი). გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს: პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამშობლოში იმედგაცრუებული დაბრუნდა – ვაშინგტონში ყოფნისას უკრაინის ლიდერმა ამერიკული შორსმოქმედ რაკეტების გაშვებაზე რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად თეთრი სახლისაგან ნებართვა ვერ […]

ქართული დემოკრატიის გადასარჩენად: ჯო ბაიდენმა ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციები უნდა შემოიღოს – The Hill

Admin Tamuna
-1
აშშ-ის გაზეთ „ჰილ“-ის (The Hill) 30 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ქართული დემოკრატიის გადასარჩენად: ჯო ბაიდენმა ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციები უნდა შემოიღოს“ (ავტორები – იან კელი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში და დევიდ კრამერი, სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე). გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული სავიზო და ფინანსური სანქციები, […]