არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება 09:00 საათზე დაიწყება, წესის აგებაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო პატრიარქი

Editor Dali
0
კვირის მსახურება დილით დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს წირვას. მსოფლიო პატრიარქის თვითმფრინავი დაახლოებით 11:00 საათზე დაფრინდება თბილისის აეროპორტში და 12:00 საათისთვის ველოდებით აქ. ეს არის მისი გადაწყვეტილება და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სამების საკათედრო ტაძარში შესვლაზე გარკვეული შეზღუდვები […]

გარდაიცვალა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი

Editor Dali
0
98 წლის ასაკში გარდაიცვალა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი. ამის შესახებ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა, ეპიფანემ განაცხადა. საპატიო პატრიარქი ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. „დღეს ჩემს გულში, ისევე როგორც მრავალი უკრაინელის გულში, ღრმა მწუხარება და სევდაა, რადგან დღეს დასრულდა მისი უწმინდესობის, პატრიარქ ფილარეტის მიწიერი მოგზაურობა“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა ეპიფანემ. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა […]

“პატივი მქონდა, მხარი შემედგა იმ კაცის კუბოსთვის, რომელმაც მთელი სიცოცხლე საკუთარ ხალხს შესწირა”-ირანის ელჩი

Editor Dali
-1
“წუხანდელი საღამო ჩემი დიპლომატიური მისიიის ისტორიაში დაუვიწყარი იყო. ეს საღამო გავატარე იმ დიდი ადამიანის ცხედრის გვერდით, რომლის არსებობა მრავალთა გულისთვის სიმშვიდის მომგვრელი და სოციალური ტკივილების შემამსუბუქებელი იყო.”- წერს ირანის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი “წუხელ, ათასობით მორწმუნე ქართველთან ერთად, ფეხით მივედი თბილისის თავზე წამომართულ სამების ტაძარში, რათა გამოვთხოვებოდი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია […]

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, ისევე როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მრევლს – მარკო რუბიო

Editor Dali
0
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს. „ჩვენ ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, ისევე როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. მისი სულიერი წინამძღოლობა და წარუშლელი მემკვიდრეობა მომავალ თაობებს დაამახსოვრდებათ. მშვიდად განისვენოს”,- ნათქვამია განცხადებაში.

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

Editor Dali
0
ეკლესიათა მსოფლიო საბჭო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ჩვენ, მთელ მსოფლიოში ჩვენს მართლმადიდებელ დებსა და ძმებთან ერთად, მადლობას ვწირავთ ღმერთს პატრიარქ ილია მეორის სიცოცხლისა და მოღვაწეობისთვის. ღმერთმა მისცეს ძალა, მშვიდობა და ნუგეში ყველას, ვინც გლოვობს ამ მწუხარებისა და დანაკლისის ჟამს“,- აღნიშნულია საბჭოს გენერალური მდივნის, ჯერი პილეის განცხადებაში. […]

იერუსალიმის პატრიარქმა, თეოფილე მესამემ მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილი გამოუგზავნა

Editor Dali
0
იერუსალიმის პატრიარქმა, თეოფილე მესამემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილი გამოუგზავნა. როგორც სამძიმრის წერილში აღნიშნულია, საომარი კრიზისი გამო, იერუსალიმის პატრიარქი თავად ვერ ახერხებს დაკრძალვის ცერემონიაზე ჩამოსვლას და თავის წარმომადგენელს, მეუფე ნექტარიოსს გამოგზავნის. „ჩვენ გულით ვუსამძიმრებთ წმინდა სამწყსოსა და სრულიად საქართველოს ეკლესიას უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალების გამო. […]

სერბეთის პატრიარქმა პორფირემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა

Editor Dali
0
სერბეთის პატრიარქმა პორფირემ ბელგრადში, საპატრიარქო რეზიდენციის სამლოცველოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა. ღვთისმსახურებაში მონაწილეობა მიიღო საპატრიარქო კანცელარიის ხელმძღვანელმა. ლოცვის შემდეგ პატრიარქმა პორფირემ სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, წმინდა სინოდს, სამღვდელოებას, ბერმონაზვნობასა და მთელ ქართველ მრევლს. მიმართვაში სერბეთის პატრიარქმა ილია მეორე საყვარელ ძმად, ქართველი ხალხის დაუვიწყარ მამად და მთავარეპისკოპოსად მოიხსენია. სერბეთის პატრიარქმა ისაუბრა ილია […]

რატომ დააწესა აშშ-მა საგარანტიო თანხა საქართველოს მოქალაქეებისთვის? – საგარეო უწყების განმარტება

Editor Dali
0
საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემასთან დაკავშირებით საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე აშშ-ის გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება, რის თაობაზეც აშშ-ის მხარის მიერ იქნა განმარტებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან აშშ-ის სავიზო რეგულაციები. „ცნობილია პრეზიდენტ ტრაპის ადმინისტრაციის მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა, […]

“ტრამპს “სუეცის მომენტი” დაუდგა, ზელენსკი კი უფრო ძლიერად გამოიყურება” -The Independent

Editor Dali
0
„ტრამპს „სუეცის მომენტი“ დაუდგა, ზელენსკი კი უფრო ძლიერად გამოიყურება“ – ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენტში“ (The Independent), პოლიტიკური მიმომხილველის ბენ ჯუდის ავტორობით. „სანამ ერთი პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში არაშორსმჭვრეტელური პოლიტიკის შედეგებისაგან თავის დაღწევას ცდილობს, მეორე პრეზიდენტი მოულოდნელად, ქაოსის დროს, უპირატესობას იღებს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში. გთავაზობთ სტატიას შემოკლებით: ჰორმუზის სრუტის ბედის საათი დროს ითვლის. მსოფლიოს ეკონომიკის […]

“დონალდ ტრამპის ომს სერიოზული შედეგები მოჰყვება აშშ-ის მოკავშირეებისათვის სპარსეთის ყურეში”-The Daily Telegraph

Editor Dali
0
ბრიტანული გაზეთის “დეილი ტელეგრაფის” (The Daily Telegraph) 17 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “დონალდ ტრამპის ომს სერიოზული შედეგები მოჰყვება აშშ-ის მოკავშირეებისათვის სპარსეთის ყურეში”, რომლის ავტორია ბენ უოლესი, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი 2019-2023 წლებში. იგი აკრიტიკებს დონალდ ტრამპს და გამოთქვამს ვარაუდს, რომ ომით განცდილი ზარალის გამო სპარსეთის ყურის ქვეყნების დამოკიდებულება აშშ-ის მიმართ შეიძლება ნეგატიური გახდეს. […]

19 მარტის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 19 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. 19 მარტს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.  ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.  სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი):  უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.  დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, […]

 მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას, ადამიანის, რომლის ღვაწლი ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია -კახა კალაძე 

Editor Dali
0
ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კალაძემ დედაქალაქის მთავრობის წევრებთან ერთად, პატრიარქის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. „დღეს მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას – ადამიანის, რომლის ღვაწლი  ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია. მისი მოღვაწეობა იყო სიყვარულის, თავმდაბლობის, მოთმინების და მსახურების […]