არჩევნების შედეგები საქართველოში პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ მოიპარა – The Daily Telegraph

Admin Tamuna
0
ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და თავის 28 ოქტომბრის ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით „არჩევნების შედეგები საქართველოში „პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ მოიპარა“ (ავტორები – ვიქტორ სუეიზი და ჩარლზ გორივენი). გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარ დარღვევებში და „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩევლების მოსყიდვაში, ბიულეტენების გაყალბებაში და ძალადობაში ბრალი რუსეთის […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 29 ოქტომბერს

Editor Dali
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7255 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7255 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7198 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0057 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9484 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9442 ლარს შეადგენდა. […]

ორგანიზაციის ისტორიაში პირველად, ხმების პარალელური დათვლის მონაცემები არ გამოვაცხადეთ, ვინაიდან იგი ვერ იქნება გამოყენებული, როგორც 2024 წლის საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი -ISFED

Editor Dali
0
„სამართლიანმა არჩევნებმა“, ორგანიზაციის ისტორიაში პირველად, ხმების პარალელური დათვლის მონაცემები არ გამოაცხადა, ვინაიდან იგი ვერ იქნება გამოყენებული, როგორც 2024 წლის საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი, – ამის შესახებ აღნიშნულია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ფეისბუქპოსტში. „2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და, შესაბამისად, […]

წარმოუდგენელია, შეუძლებელია ელექტრონული სისტემით ვინმემ რაიმე გააყალბოს-კალაძე

Editor Dali
0
თბილისის მერი კახა კალაძე შეუძლებლად მიიჩნევს, რომ ელექტრონული სისტემის პირობებში ვინმემ არჩევნების შედეგი გააყალბოს. როგორც მან დღეს ჟურნალისტებს ოპოზიციის წარმომადგენლების შესაბამისი განცხადებების პასუხად განუცხადა, ამის შესაძლებლობა ბუნებაში არ არსებობს. „წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ზუსტად ისეა მათი მდგომარეობა. ხავსიც აღარ დარჩათ უკვე. რას ეკიდებიან, თვითონაც არ იციან. წარმოუდგენელია, შეუძლებელია ამ ელექტრონული სისტემით ვინმემ რაიმე გააყალბოს. ამის შესაძლებლობა […]

ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს, წერტილი -გიორგი გახარია

Editor Dali
0
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს. ამასთან, გახარია აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ დაანონსებულ აქციას მისი პარტია შეუერთდება. „საპროტესტო აქციაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველაფერი გამყარდეს და ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ამომრჩევლები იქნებიან, როგორც ვიყავით აქამდე. ასევე, ჩვენი პარტია „ოცნების“ […]

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვებას ულოცავს

Editor Dali
0
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გამარჯვებას ულოცავს. ალი ასადოვის თქმით, ამ გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მეგობარი ქართველი ხალხის მიერ ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მიერ განხორციელებული პოლიტიკური კურსის მხარდაჭერა. “გულითადად გილოცავთ თქვენს ქვეყანაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული […]

დიდი მადლობა ეუთო/ოდირს, რომელმაც დიდი ზეწოლის მიუხედავად კონკურენტულ არჩევნებზე თავისი სიტყვა თქვა- მამუკა მდინარაძე

Editor Dali
0
არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო შეფასებებს შეგვიძლია, დავარქვათ კრიტიკული აღიარება. კრიტიკის ნაწილში არ ვეთანხმებით, აღიარების ნაწილში ვეთანხმებით. საქართველოში შედგა არჩევნები, რომლის ვერ აღიარება ყველაზე ანტაგონისტურად, სუბიექტურად განწყობილმა ძალებმაც ვერ შეძლეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების არაღიარების საკითხი არავისგან დასმულა. „არჩევნების შესახებ განცხადებებში კანონებზეა ლაპარაკი. ეს აქამდე არ ყოფილა. რა […]

ორის ნახევარზე ეთერები შეწყვიტეს და დაიძინეს, ასე იქცევა ის ჯგუფი, რომელიც მართლა ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა? რამე რომ გაყალბებულიყო, რა შეაჩერებდა ოპოზიციას -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
ორის ნახევარზე ეთერები შეწყვიტეს და დაიძინეს. ასე იქცევა ის ჯგუფი, რომელიც მართლა ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა? რამე რომ გაყალბებულიყო, ან ქართველ ამომრჩეველს რა შეაჩერებდა, ან ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, მათ „ქართველი ხალხისგან მიიღეს პასუხი საკუთარი უსამშობლოობის გამო“. „ოპოზიციამ ვერ შეასრულა მთავარი მიზანი, რომ ხელისუფლება გადაებარებინათ უცხოელი დამკვეთებისთვის […]

პარლამენტი შეიკრიბება და 76 ხმით 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს! ოპოზიციონერი დეპუტატები ადრე თუ გვიან პარლამენტში შემოლაგდებიან და ხელფასებსაც აიღებენ! -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
პარლამენტი შეიკრიბება და 76 ხმით 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს! ოპოზიცია როგორც მაშინ – 2020 წელს, პუფებივით შემოვიდა პარლამენტში, ზუსტად ასევე პუფებივით დალაგდებიან, ადრე თუ გვიან პარლამენტში შემოლაგდებიან და ხელფასებსაც აიღებენ! – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია 2020 წლის პუფების სცენარს იმეორებს, თუმცა ერთადერთი, რაც ამ ყველაფრიდან დარჩება, არის პანიკა, ისტერიკა და ძალადობა. […]

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგები სადაო ხდება – Financial Times

Admin Tamuna
0
ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 28 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგები სადაო ხდება, ქართული ოპოზიცია მოსახლეობას საპროტესტო აქციების გამართვისაკენ მოუწოდებს“ (ავტორი – ანასტასია სტოგნეი), რომელშიც მიმოხილულია ხმის მიცემის დროს მომხდარი დარღვევები, სადამკვირვებლო მისიის განცხადებები და არჩევნების შემდგომი სიტუაცია. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: ქართულმა ოპოზიციამ მოსახლეობას საპროტესტო აქციებზე გამოსვლისაკენ მოუწოდა მას […]

ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია, ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას, რაც, ვფიქრობთ, ინტენსიურ რეჟიმში მომავალი წლის დასაწყისიდან წარიმართება-ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და მთავარი პრიორიტეტი, ბუნებრივია არის ევროინტეგრაცია. ჩვენ  ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას, რაც ვფიქრობთ, ინტენსიურ რეჟიმში მომავალი წლის დასაწყისიდან წარიმართება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობის ამბიციური ამოცანაა, რომ 2028 წლისთვის ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი შესრულდეს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ […]

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს, ქვეყნის მასშტაბით შექმნილ იყო 3 111 უბანი, აქედან 3100-ზე მეტ უბანზე იყო სრული სიმშვიდე -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მათი როლი იყო განსაკუთრებული. „ბატონ ვახტანგ გომელაურს განსაკუთრებული მადლობა. უპრეცენდენტოდ მშვიდ გარემოში ჩატარდა არჩევნები ჩვენს ქვეყანაში და თვითონ არჩევნების დღეც თვისებრივად წარიმართებოდა მშვიდად. ქვეყნის მასშტაბით სულ შექმნილ იყო 3 111 უბანი, აქედან 3100-ზე მეტ უბანზე იყო […]