გიორგი გახარია ითხოვს, რომ ამომრჩეველთა სრული ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას გადაეცეს

Editor Dali
0
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა მოითხოვონ, რომ ამომრჩეველთა სრული ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას გადაეცეს. როგორც გიორგი გახარია განმარტავს, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, აღნიშნულ ბაზაში უნდა შეეძლოთ, გადაამოწმონ შემდეგი სახის ინფორმაცია: მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩევნებში; რომელ უბანზე მიიღო მონაწილეობა; რომელ საათზე მიიღო მონაწილეობა. გიორგი გახარიას […]

სალომე ზურაბიშვილი უაპელაციოდ აცხადებს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიები იყო გამოყენებული არჩევნების გასაყალბებლად-ცესკო

Editor Dali
0
გვინდა, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ დეზინფორმაციის შესახებ, რომელიც ინტენსიურად ვრცელდება მედიასა და სოციალურ ქსელებში, მანიპულაციური და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება კამპანიური ხასიათისაა და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა. როგორც ცესკო-ში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესის შესახებ საზოგადოებას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია. „სწორედ ამიტომ გვინდა, გაგიზიაროთ სიმართლე რამდენიმე ყველაზე […]

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს

Editor Dali
0
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძემ არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი აღნიშნავს, რომ არჩევნებმა, რომელმაც ქართველი ხალხის ნება გამოკვეთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა. „გულწრფელად გილოცავთ 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში თქვენი ლიდერობით პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებასა და პირველი ადგილის მოპოვებას. ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შედეგები […]

ეს იყო დიდი მხარდაჭერის გამომხატველი ვიზიტი, რომელიც აღიარებს ჩვენს თანამშრომლობას და იმ არჩევანს, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა -ლევან დავითაშვილი

Editor Dali
0
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასა. „ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა. ეს არის ძალიან დასაფასებელი ჩვენი მეგობარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ეს იყო დიდი მხარდაჭერის გამომხატველი ვიზიტი, რომელიც აღიარებს ჩვენს თანამშრომლობას; აღიარებს იმ არჩევანს, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, […]

ლოგიკურია მოთხოვნა, რომ არჩევნები მესამე მხარემ ჩაატაროს, თუმცა ეს რამდენად რეალისტურია, სხვა საკითხია -გია ხუხაშვილი

Editor Dali
-1
ლოგიკური მოთხოვნაა, რომ არჩევნები ვიღაც მესამე მხარემ ჩაატაროს, თუ ეს არჩევნები შედგა. ეს რაც შეხება თვითონ განაცხადის ლოგიკურობას, აი, რამდენად რეალისტურია, ეს სხვა საკითხია, – ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას, რომ საქართველოში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს, რომლის გამართვაზეც პასუხისმგებელი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია იქნება. ხუხაშვილის განმარტებით, თუ საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნების შედეგები გააკრიტიკა, მაგრამ მისი შედეგები ცნო, ამ […]

უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და კიდევ ერთხელ დადასტურდა ბატონი ორბანის მხრიდან, რომ უნგრეთი იქნება ერთ-ერთი ქვეყანა ევროკავშირის შიგნით, რომელიც დაეხმარება საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით – ილია დარჩიაშვილი

Editor Dali
0
უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და კიდევ ერთხელ დადასტურდა ბატონი ორბანის მხრიდან, რომ უნგრეთი იქნება ერთ-ერთი ქვეყანა ევროკავშირის შიგნით, რომელიც დაეხმარება საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. ილია დარჩიაშვილის თქმით,  უნგრეთი საქართველოს ახლო სტრატეგიული პარტნიორია, ორ ქვეყანას ძალიან დინამიური ორმხრივი ურთიერთობები აქვს და […]

 ვნახეთ, სად დგანან პატრიოტები, ეს გამოჩნდა მხარდაჭერით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, ახლა მოსახლეობის უმრავლესობის მიმართ მიმდინარეობს ზიზღის კამპანია -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
ვნახეთ, სად დგანან საქართველოს პატრიოტები და ვის უჭერენ მხარს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, რა კატეგორიის ამომრჩეველი ჰყავს „ქართულ ოცნებას“. „უპირველეს ყოვლისა, ესენი არიან საქართველოს პატრიოტები. ეს გამოჩნდა 54-პროცენტიანი მხარდაჭერით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. იმ კამპანიის ფონზე, რომელიც ჩატარდა, ვნახეთ, სად დგანან საქართველოს პატრიოტები და ვის უჭერენ მხარს“, […]

პუტინს ხელში დომინოს კიდევ ერთი ქვა უვარდება: კრემლი მმართველი პარტიის გამარჯვებას იზიარებს, მაგრამ თბილისში შეიძლება არეულობა დაიწყოს – The Economist

Admin Tamuna
0
ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინს ხელში დომინოს კიდევ ერთი ქვა უვარდება: კრემლი მმართველი პარტიის გამარჯვებას იზიარებს, მაგრამ თბილისში შეიძლება არეულობა დაიწყოს“, რომელშიც განხილულია საქართველოში შექმნილი ვითარება და  მოცემულია მცირე პროგნოზიც – რა ბედი ეწევა საქართველოს ახლო მომავალში. გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები  […]

ძვირფასო ოპოზიციის ამომრჩევლებო, იცოდეთ, რომ ტყუილია, თითქოს, რამე სიები ჩახსნეს -შალვა პაპუაშვილი

Admin Tamuna
0
ძვირფასო ოპოზიციის ამომრჩევლებო, იცოდეთ, რომ ტყუილია, თითქოს, რამე [სიები] ჩახსნეს, ან რამე შეუძლიათ ახლა ჩახსნან, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, ეს არის თქვენს ემოციებზე თამაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ეს კინო 2020-2021 წლებში საზოგადოებას უკვე ნანახი აქვს“. „სინამდვილეში არანაირი ჩახსნა არ შეიძლება და პარლამენტის პირველ სხდომამდე ვერაფერს ვერავინ ჩახსნის, ეს […]

არავის უნდა თავისი საკუთარი ქვეყნის დანგრევა და უაზრო ომში ჩართვა, ამიტომ გვესმის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო – ორბანი

Admin Tamuna
0
უნგრეთი არის მშვიდობის მოყვარე ქვეყანა ევროპაში და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ, – განაცხადა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, არავის უნდა თავისი საკუთარი ქვეყნის დანგრევა და ომში ჩართვა. „ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი, იმიტომ რომ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარეობს. […]

ალბათ საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა მოაკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას – ვიქტორ ორბანი

Admin Tamuna
0
ალბათ საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა მოაკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე. „ქართველმა ხალხმა მშვიდობისა და ევროპული არჩევანი გააკეთა. მიმაჩნია, რომ მმართველი პარტია ერთგულია ევროპული ინტეგრაციის. მე წავიკითხე თქვენი კონსტიტუცია, გავეცანი და თქვენი კონსტიტუცია ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ ყველა […]

თუ იქნება წინადადებები ჩვენი ქართველი მეზობლებისგან კონტაქტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, განვიხილავთ – ლავროვი

Admin Tamuna
0
რუსული მხარე მზადაა განიხილოს შესაძლო წინადადებები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტების გაფართოებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „ჩვენ ახლა არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რადგან საქართველოს წინა ხელმძღვანელობამ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ და ქართულ მხარეს გვაქვს წარმომადგენლობები ერთმანეთის ტერიტორიაზე შვეიცარიის საელჩოში ინტერესების განყოფილების სახით“, – აღნიშნა ლავროვმა. მისი თქმით, რუსი დიპლომატები, […]