ჩვენი ოპონენტები დარჩნენ უკმაყოფილო იმ შეფასებით, რომელიც გააკეთა არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ოდირმა – ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ჩვენი ოპონენტები დარჩნენ უკმაყოფილო იმ შეფასებით, რომელიც გააკეთა არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ოდირმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით,  ოპონენტები და პირდაპირ დაუპირისპირდნენ მთავარ სადამკვირვებლო მისიას, იმიტომ, რომ არ მოეწონათ შემაჯამებელი ანგარიში. „ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო დამკვირვებლების როლი საარჩევნო პროცესში. ჩვენ განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომელიც აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს. განსაკუთრებით, ეუთო-ოდირს, რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებული როლი დაკვირვების პროცესში. მთავარი მისია გახლდათ სწორედ ეუთო-ოდირის მისია. ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი ოპონენტები დარჩნენ უკმაყოფილო იმ შეფასებით, რომელიც გააკეთა არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ოდირმა. ჩვენ ხშირად ვისმენთ ხოლმე ჩვენი ოპონენტებისგან განცხადებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ როცა საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებს, იქ კრიტიკაც კი დაუშვებელია. ამ შემთხვევაში გამოვიდნენ ჩვენი ოპონენტები და პირდაპირ დაუპირისპირდნენ მთავარ სადამკვირვებლო მისიას, ეუთო-ოდირის მისიას, გამომდინარე იქიდან, რომ არ მოეწონათ შემაჯამებელი ანგარიში. მე ვაკვირდებოდი, ოპოზიციურმა არხებმა შესაბამისი პრესკონფერენცია შუაში გათიშეს, იმდენად უკმაყოფილო დარჩნენ დადებითი შეფასებით არჩევნებთან დაკავშირებით”, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას. ასევე, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს -ენტონი ბლინკენი

Editor Dali
0
ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრული გამოძიების შესახებ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი. „საქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო, ხოლო გუშინდელი აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიისადმი. თუმცა, 2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა […]

საქართველოს დღეს ვიქტორ ორბანი ეწვევა

Admin Tamuna
0
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. 29 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის […]

ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრი ნებისმიერ არაკანონიერ ქმედებაზე, რადგან უკან დასახევი გზა არავის აქვს, არავინ აღარავის მოეფერება, აქ არის სახელმწიფოებრივი თემა -მიხეილ ყაველაშვილი

Editor Dali
0
ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრი ნებისმიერ არაკანონიერ ქმედებაზე, რადგან უკან დასახევი გზა არავის აქვს, არავინ აღარავის მოეფერება, აქ არის სახელმწიფოებრივი თემა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. ყაველაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი ბრიფინგის შესახებ ისაუბრა, რომელმაც არჩევნები არალეგიტიმურად ცნო და მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდა. ყაველაშვილის თქმით სალომე ზურაბიშვილს საზოგადოება სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს. მისივე განცხადებით, ნებისმიერ […]

ელექტრონულმა ხმის დათვლის სისტემამ არჩევნების გაყალბება შეუძლებელი გახადა და მანიპულაციისთვის ნულოვანი სივრცეა -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრი უარყოფს ცნობებს ხმების გაყალბების შესახებ, რის პარალელურადაც პრეზიდენტი მასობრივ პროტესტებს აანონსებს, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ბიბისი“. როგორც „ბიბისი“ წერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ბიბისის“ ჟურნალისტთან ექსკლუზიურ ინტერვიუში უარყო შაბათის არჩევნებში ხმების გაყალბებისა და ძალადობის ბრალდებები და ისაუბრა სადავო შედეგზე, როგორც დამაჯერებელ გამარჯვებაზე და გადამწყვეტ მოგებაზე ამ ქვეყნისთვის. „დარღვევები ხდება ყველგან“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ „ბიბისის“. პრემიერ-მინისტრმა […]

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი ვერძი, შეეცადეთ პროვოკაციებს არ უპასუხოთ. დაზოგეთ ენერგია, ნუ დახარჯავთ ემოციებს, განსაკუთრებით მათზე, ვინც ამას არ იმსახურებს. მიეცით სხვებს უფლება მოიქცნენ ისე, როგორც მათ სურთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენ სულ სხვა და განსაკუთრებული ღირებულება გაქვთ. თქვენ გარეშე სამყარო სხვანაირი, უფრო უინტერესო იქნებოდა. კურო ძალიან დატვირთული დღე გექნებათ. ბევრი სიახლეა მოსალოდნელი ბიზნესის და სიყვარული სფეროებში. გამოიჩინეთ […]

ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ 

Editor Dali
-1
კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ სპექტრში ახლა უმნიშვნელოვანესია. 17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს დასკვნების შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. „26 ოქტომბერს, შაბათს საქართველოს მოქალაქეებმა ხმა მისცეს საპარლამენტო არჩევნებში. ევროკავშირი ახლოდან აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე მოვლენებს, პროცესების განვითარებას. გასულ […]

სასწრაფოდ უნდა ჩამოყალიბდეს ოპოზიციის გაერთიანებული საკოორდინაციო ცენტრი არჩევნების შედეგების დაცვისთვის -მიხეილ სააკაშვილი

Editor Dali
0
ქართველ ხალხს წაართვეს ეს არჩევნები, ამიტომაც ჩვენი ვალია უწყვეტი აქციები და სახალხო დაუმორჩილებლობა, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ხალხს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი ყველა მეთოდით. ამასთან, როგორც ის აცხადებს, არჩევნების შედეგების დაცვისთვის უნდა ჩამოყალიბდეს ოპოზიციის გაერთიანებული საკოორდინაციო ცენტრი. „ჩატარებული არჩევნების შეფასებაში უპრეცედენტო ერთობა საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და […]

ევროპა ახლა ქართველ ხალხს გვერდით უნდა დაუდგეს- რადოსლავ სიკორსკი

Editor Dali
0
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისგანცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროპა ქართველ ხალხის გვერდით უნდა დაუდგეს. „საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ევროპა ახლა ქართველ ხალხს გვერდით უნდა დაუდგეს“, – წერს სიკორსკი სოციალურ პლატოფრმა X-ზე. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე იყო “ტოტალური გაყალბება”, შესაბამისად, პრეზიდენტი არ […]

სალომე ზურაბიშვილმა, არჩევნები იყო რუსული და ვერ ვაღიარებო, სცენარის მიხედვით, ახლა ყველა უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ არ შემოვლენ პარლამენტში-მამუკა მდინარაძე

Editor Dali
0
სალომე ზურაბიშვილმა, არჩევნები იყო რუსული და მე მას ვერ ვაღიარებო, სცენარის მიხედვით, ახლა ყველა უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ არ შემოვლენ პარლამენტში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში არშემოსვლასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას არ ჩქარობენ. „სალომე ზურაბიშვილმა, არჩევნები იყო რუსული და მე მას ვერ ვაღიარებო (მარტო ლავროვი შემიძლია, […]

ევროპული საბჭო ნოემბერში შეაფასებს სიტუაციას და დაადგენს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობაში -შარლ მიშელი

Editor Dali
0
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ვაპირებ საქართველოს საკითხი ბუდაპეშტში, ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში შევიტანოთ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებაშია აღნიშნული. „აღვნიშნავთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა და სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ეს სავარაუდო დარღვევები […]

არავინ უნდა შევიდეს პარლამენტში, ახლა არ არის თავზე ნაცრის ყრის დრო, თუ როგორ მოგვატყუეს-სააკაშვილი

Editor Dali
-2
არავინ უნდა შევიდეს პარლამენტში, ახლა არ არის თავზე ნაცრის ყრის დრო, თუ როგორ მოგვატყუეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „რა თქმა უნდა, არავინ უნდა შევიდეს პარლამენტში! ახლა არ არის თავზე ნაცრის ყრის დრო, თუ როგორ მოგვატყუეს. ახლა დროა დიდი საპროტესტო აქციების, რომ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და ჩვენ ვართ […]