ჰელსინკის კომისია საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Editor Dali
0
ჰელსინკის კომისია საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, როდესაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ხაზავენ გზას საარჩევნო პროცესისადმი, რომელიც ქართველი ხალხის ნამდვილ ნებას ასახავს, აშშ და ევროკავშირი მათ გვერდით უნდა დადგნენ. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ “საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მომდევნო დღეებში ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა ნათელი მტკიცებულება წარადგინეს იმისა, […]

დატვირთული დღე საქართველოში, როგორც არჩევნების შემდეგ ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, ზოგი ბედნიერი იყო, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ჩვენ მშვიდობის მხარეს დავდექით -ვიქტორ ორბანი

Editor Dali
0
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „დატვირთული დღე საქართველოში. როგორც არჩევნების შემდეგ ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, ზოგი ბედნიერი იყო, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ჩვენ მშვიდობის მხარეს დავდექით“, – წერს ვიქტორ ორბანი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 28-29 ოქტომბერს საქართველოში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ […]

“თუ დონალდ ტრამპი ფაშისტია, მაშინ კამალა ჰარისი კომუნისტია”-The Daily Telegraph

Editor Dali
0
ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “თუ დონალდ ტრამპი ფაშისტია, მაშინ კამალა ჰარისი კომუნისტია” (ავტორი – ტიმ სტენლი). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: ჩვენ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ისტერიული სტადიის მოწმენი ვხდებით, რაც საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე ქვეყნის ისტორიაში. ვისაც კარგი მახსოვრობა აქვს, ალბათ, იმას გაახსენდება, თუ როგორ წვავდა წიგნებს სარა პეილინი, ხოლო […]

უკრაინა ახლა გადარჩენისთვის იბრძვის და არა გამარჯვებისთვის -The Economist

Editor Dali
0
უკრაინა ახლა გადარჩენისთვის იბრძვის და არა გამარჯვებისთვის, – წერს ბრიტანული გამოცემა The Economist-ი. გამოცემა ამერიკულ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ ვეღარ შეძლებს უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევას სერიოზული რისკების გარეშე. სტატიაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პოკროვსკის შენარჩუნება მოახერხეს, ფრონტის სხვა მონაკვეთებში რუსეთი არღვევს უკრაინის თავდაცვას. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ პრობლემა არა იმდენად ტერიტორიის დაკარგვაა, […]

თუ არჩევნები ლიბერალებმა არ მოიგეს, მაშინ მთელი ეს სისტემა არადემოკრატიულად ცხადდება. დემოკრატია ხალხის ნების ასრულებას გულისხმობს და არა ბრიუსელისა და ლიბერალების გამოგონილი მოლოდინების – პიტერ სიიარტო

Editor Dali
0
უნგრეთის ხელისუფლებაში უკვე 14 წელია, რაც ვართ და ამ 14 წლის განმავლობაში ჩვენც ამავე სახის კრიტიკის სამიზნე ვართ, ყოველდღიურად. გასაგებია, რომ ლიბერალიზმი დღევანდელი სახით, ცდილობს მართოს საერთაშორისო პოლიტიკა, – განაცხადა საქართველოში სტუმრად მყოფმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ, ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში. ინტერვიუს წამყვანმა ლეო სიხარულიძემ მას შემდეგი შინაარსის კითხვა დაუსვა: დავიწყებ […]

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები ირაკლი კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

Editor Dali
0
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. საქართველოს მთავრობის მეთაურს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრი და დუბაის მმართველი შეიხი მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმი და პრემიერ-მინისტრის მოადგილე, საპრეზიდენტო სასამართლოს თავმჯდომარე შეიხი მანსურ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი.

უცხოელი აქტორები გვესაუბრებოდნენ ქართველი ხალხის სახელით, რომ ხალხს არ უნდა “გამჭვირვალობის კანონი” – ამ არჩევნებში, რომელსაც რეფერენდუმის ხასიათი ჰქონდა, ქართველმა ხალხმა თქვა, რომ მხარს უჭერს მას -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
ჩვენ ვხედავდით არჩევნებამდე, რომ ძალიან გახშირდა არადემოკრატიული განცხადებები საქართველოს მიმართ, როდესაც საუბარი იყო უცხოელი აქტორების მხრიდან ქართველი ხალხის სახელით, რომ ქართველ ხალხს უნდა ეს, ქართველ ხალხს უნდა ის, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, უცხოელი აქტორები აცხადებდნენ, რომ ქართველი ხალხი „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგი იყო, თუმცა, საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა, რომ ხალხი მხარს უჭერს […]

რადიკალები იმ შედეგის შერყევას ცდილობენ, რაც საზოგადოებამ არჩევნებზე დადო, თუმცა კრიტიკა, რომელსაც საფუძველი არ აქვს, ხანგრძლივი ვერ იქნება -დიმიტრი ხუნდაძე

Editor Dali
0
წინასაარჩევნო კამპანიაც გარედან ჩარევით, ზეწოლის ფონზე მიმდინარეობდა, დღეს კი უკვე ცდილობენ ის შედეგი შეარყიონ, რაც საზოგადოებამ დადო. თუმცა, ამის შეცვლა შეუძლებელია, ხოლო კრიტიკა, რომელსაც საფუძველი არ აქვს, ხანგრძლივი ვერ იქნება, – განაცხადა მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ. მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიაც გარედან ჩარევით, ზეწოლის ფონზე მიმდინარეობდა, რადიკალები კი დღეს იმ შედეგის შერყევას ცდილობენ, რაც საზოგადოებამ […]

საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართვა საქართველოს პროკურატურას

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაკუთრებული თავდასხმის და უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ ჩატარებული არჩევნები დადებითად, ხოლო ცესკო-ს მუშაობა უმაღლეს დონეზე შეაფასა, ამავდროულად, ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებულმა აუდიტმა ვერანაირი ხარვეზი ვერ დაადგინა,  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე არჩევნებში მონაწილე ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაუსაბუთებლად ესხმიან […]

მივიღეთ მილოცვები ჩვენი მეგობრებისგან, პარტნიორებისგან. ყოველთვის სჭირდება დრო იმისთვის, რომ მივიღოთ ყველა მეგობრის და პარტნიორის გამოხმაურება – ილია დარჩიაშვილი

მივიღეთ გზავნილები, კონკრეტული მილოცვები ჩვენი მეგობრებისგან, პარტნიორებისგან. ეს პროცესი გრძელდება, ეს ნორმალური პროცესია, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ამას ყოველთვის სჭირდება რაღაც კონკრეტული დრო იმისთვის, ყველა მეგობრისა და პარტნიორის გამოხმაურება მიიღონ. „ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღეთ გზავნილები, კონკრეტული მილოცვები ჩვენი მეგობრებისგან, პარტნიორებისგან. ეს პროცესი გრძელდება, ეს ნორმალური […]

ძალიან ცუდია ქვეყნისთვის უტვინო ოპოზიცია და რამე მოიფიქრეთ ჭკვიანური. საკუთარი ამომრჩევლის მაინც არ გრცხვენიათ? -თეა წულუკიანი

Editor Dali
0
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეექვსე ნომერი, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიციას მიმართავს და არჩევნების საერთაშორისო ადმინისტრაციის მიერ ჩატარების იდეასთან დაკავშირებით ურჩევს, „რამე ჭკვიანური“ მოიფიქრონ. „(მაინც) დებო და (მაინც) ძმებო, პოლიტიკას როდის ისწავლით? თავი რომ დავანებოთ ერთი წუთით დავას დიქოტომიების სისწორეზე; ომსა და მშვიდობას, ქრისტიანობასა და ურწმუნოებას შორის არჩევანის გაკეთებისას რომ 54-11 სხვაობა […]

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღრიცხული დარღვევები, ზეწოლა და ამომრჩევლების დაშინება -ჯოზეფ ბორელი

Editor Dali
0
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოში არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ბორელის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამვირვებლების მიერ აღრიცხული დარღვევები, ზეწოლა და ამომრჩევლების დაშინება, რაც გავლენას ახდენს პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე. „საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია, საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს დარღვევების შესახებ, როგორც […]