საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლას ინტენსიური ხასიათი აქვს, ზოგიერთი მათგანის პირად ტელეფონებზე შედის შეურაცხმყოფელი ზარები და მუქარის შემცველი შეტყობინებები -ცესკო
0
0
26 ოქტომბრის არჩევნების დისკრედიტაციასთან ერთად ინტენსიური ხასიათი აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლას, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე. „დაინტერესებული მხარეები იმეორებენ 2020 წლის პარლამენტის არჩევნების დროს გამოყენებულ ტაქტიკას საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლისთვის. ზეწოლის ქვეშ არიან ყველა დონის საარჩევნო კომისიების, მათ შორის საზღვარგარეთის საარჩევნო უბნის წევრები. ზოგიერთი მათგანის პირად ტელეფონებზე შედის შეურაცხმყოფელი ზარები […]