შეუძლებელია, ევროპას მშვიდობის პროექტად წარმოაჩენდე და ამავდროულად, ევროპის სახელით, ქვეყანაში არეულობას თესავდე – შალვა პაპუაშვილი ვროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების დელეგაციას

Admin Tamuna
0
შეუძლებელია, ევროპას მშვიდობის პროექტად წარმოაჩენდე და ამავდროულად, ევროპის სახელით, ქვეყანაში არეულობას თესავდე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომელმაც თბილისში ჩამოსულ, რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარ ჯგუფს შეხვედრაზე უარი უთხრა. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება რჩება ევროკავშირის ყველა რელევანტურ და დაინტერესებულ მხარესთან დიალოგის ხელშეწყობის ერთგული, შეხვედრების გამართვის ამ განზრახვას […]

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში

Admin Tamuna
0
12 ნოემბრამდე საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 +19 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა […]

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი მცირე გაუგებრობებზე არ უნდა ინერვიულოთ – ყველაფერი კარგად იქნება, თუ მოთმინებას გამოიჩენთ და დაუფიქრებლად არ მოიქცევით. ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი ურთიერთობის აღსადგენად – ეცადეთ, ძველი შეცდომები აღარ გაიმეოროთ და ყველა უთანხმოების მოგვარებას შეძლებთ. შემოქმედებითი პოტენციალი იზრდება, რაც ახალი საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. კურო მიზნისკენ ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით მიიწევთ. ეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარების საშუალებას […]

ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მსვლელობა ევროპის მოედანზე დასრულდა

ჯგუფ “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული საპროტესტო მსვლელობა ევროპის მოედანზე დასრულდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელი აქცია მხოლოდ ბრძოლის დასაწყისია. აქციის მონაწილეებმა ადგილზე სიმბოლურად ფანრები აანთეს და აღნიშნეს, რომ „ჩაბნელებული ევროპის მოედანი აუცილებლად განათდება”.

ცესკო-მ საიას, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” და „ძლიერი საქართველოს” საჩივრები არ დააკმაყოფილა

ცესკო-ს კომისიამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” და „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმების გაბათილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განმარტებით, საჩივრები უსაფუძვლოა. კოალიცია “ძლიერი საქართველო” მოითხოვდა ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას. “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების […]

უკრაინამ მოსკოვზე დრონებით შეტევა განახორციელა – შეზღუდვები დაწესდა  აეროპორტებში – მოსკოვის მერი

საჰაერო თავდაცვის სისტემები დედაქალაქ მოსკოვზე უკრაინული დრონების თავდასხმას იგერიებენ, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი იუწყება. მისი თქმით, ამ დროისთვის მოსკოვის მიმართულებით მფრინავი 32 დრონი განადგურდა. მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, ჩამოგდებული დრონების ნასმხვრევების გამო სტანოვოეს დასახლებაში ორ სახლს და ავტომობილებს ცეცხლი გაიჩნდა. დაშავდა ერთი ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დრონებით […]

ჯო ბაიდენის და დონალდ ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში 13 ნოემბერს გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში 13 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებაშია ნათქვამი. „პრეზიდენტ ბაიდენის მიწვევით, ბაიდენი და არჩეული პრეზიდენტი ტრამპი ერთმანეთს ოვალურ კაბინეტში ოთხშაბათს შეხვდებიან“, – ნათქვამია თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებაში. დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი თქვენი მატერიალური მდგომარეობა ან გაუმჯობესდება, ან გამყარდება, ეს კი თქვენი შრომის დამსახურება იქნება. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ნურაფერს დააყენებთ მასზე წინ. სიყვარულის პლანეტა ვენერა მოგიტანთ სიმშვიდეს და ჰარმონიას. თქვენ შეიძლება იგრძნოთ გარკვეული ზეწოლა და გაგიჭირდებათ, ამოიცნოთ, სხვა ადამიანების განზრახვები. ეცადეთ, იყოთ ყურადღებით და არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. კურო თქვენი პლანეტარული მმართველი ვენერა ჰარმონიზდება ძალაუფლების მქონე […]

როგორი იქნება უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.  12 ნოემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი.  ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.  სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 +19 გრადუსი დაფიქსირდება.  დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი […]

რეკორდულ ვადებში მოქალაქეებისთვის სრულიად უფასოდ აიზომა 1.5 მლნ-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, მილიონზე მეტი ადამიანი უკვე გახდა მიწის რეგისტრირებული მესაკუთრე -ირაკლი კობახიძე

მაია
0
ოქტომბრის მდგომარეობით, რეკორდულ ვადებში, მოქალაქეებისთვის სრულიად უფასოდ აიზომა 1.5 მლნ-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, ჯამური ფართობით 880 000 ჰა-ზე მეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეფორმის მიზანია მიწის რესურსის ეკონომიკურ ბრუნვაში მოქცევა, ასევე საკუთრების უფლების მაქსიმალურად რეალიზება. „ამ მიზნით, 2022 წლიდან, […]

“ნაცმოძრაობა”უნდა გასამართლდეს მრავალი მიზეზის გამო და ნურავინ გვეტყვის, რომ ეს დემოკრატია არ არის -სოზარ სუბარი

მაია
0
პირობას გაძლევთ, რომ „ნაცმოძრაობას” აუცილებლად გავასამართლებთ, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაცმოძრაობა” მრავალი მიზეზის გამო უნდა გასამართლდეს. „მართალია, საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მივიღეთ, მაგრამ „ნაცმოძრაობის” გასამართლებას ეს დაბრკოლებას ვერ შეუქმნის. „ნაცმოძრაობა” უნდა გასამართლდეს მრავალი მიზეზის გამო და ნურავინ – ნურც შოლცები, ნურც მაკრონები და ნურც ნურავინ გვეტყვის, რომ ეს დემოკრატია არ არის, […]

მჯერა, მთელი ოპოზიცია ერთსულოვანი იქნება ბოლო წუთამდე, არ შეიძლება, ლეგიტიმაცია მისცე პარლამენტს, რომელსაც მსოფლიო, ქართველი ხალხი არ აღიარებს -ნიკა მელია

მაია
-1
მჯერა, რომ მთელი ოპოზიცია ერთსულოვანი იქნება ბოლო წუთამდე. არ შეიძლება, ლეგიტიმაცია მისცე პარლამენტს, რომელსაც მსოფლიო, ქართველი ხალხი არ აღიარებს, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ არ სურს ამ პარლამენტის ფუნქციონირება, რადგან „ეს არ არის პარლამენტი, რომელიც ხალხის ნებას ასახავს“. „მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე მოპოვებულია მნიშვნელოვანი […]