კიევი რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად ემზადება

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ,უკრაინის მთავრობა დამატებით საბრძოლო იარაღს და ბრძოლის ველზე პოზიციების დაკავებას ცდილობს, რათა გააძლიეროს თავისი პოზიცია რუსეთთან მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, – ამის შესახებ „როიტერი“ უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს. როგორც „როიტერთან“ საუბარში მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვით განაცხადა, შემდეგი ოთხი-ხუთი თვე იქნება გადამწყვეტი ამ ომში. „ეს ზამთარი კრიტიკული მომენტია. ვიმედოვნებ, რომ ომი დასასრულს მიუახლოვდება. […]

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ეცადეთ, ცოტა უფრო პრაქტიკული გახდეთ და საკუთარი მიღწევები უფრო პრაგმატული თვალსაზრისით შეაფასოთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ისეთ სფეროებს, როგორიცაა სამუშაო, სპორტი, ბიზნესი, მშობლის მოვალეობა და შემოქმედება. ნუ იჩქარებთ ახალი გეგმების შედგენას და იმ იდეების თუ ადამიანების მიტოვებას, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ერთგულად გემსახურებოდნენ. კურო ამ დღეს მოთმინების უნარი ძალიან გამოგადგებათ, რათა უკანასკნელი ძალები შეუძლებლის მიღწევის […]

საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც საბერძნეთში პოლიციელს უკბინა, 18 თვით პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს 49 წლის მოქალაქეს, რომელიც საბერძნეთის ქალაქ სალონიკში პოლიციელს თავს დაესხა და უკბინა, 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პოლიციელი, რომელიც სასამართლოზე დაიკითხა ამბობს, რომ მამაკაცი მანამდე ქურდობისთვისაც იყო დაკავებული. როგორც ჩვენებიდან ირკვევა, პოლიციის ეკიპაჟმა მამაკაცი შესამოწმებლად გააჩერა, თუმცა მან გაქცევა სცადა, საბოლოოდ კი, ხელბორკილების დადების შემდეგ, სამართალდამცავზე თავდასხმა სცადა და მას ტუჩზე უკბინა. მისივე ინფორმაციით, […]

რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულდა

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, რომელიც 19:00 საათზე დაიწყო, უკვე დასრულებულია. პარლამენტის წინ მომიტინგეების მხოლოდ მცირე ნაწილია დარჩენილი, ტერიტორია დატოვეს ევროპელმა პოლიტიკოსებმაც. დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილები და პარტიების ლიდერები აცხადებდნენ, რომ არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობენ და ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

რა ეღირება დოლარი და ევრო 12 ნოემბერს

მაია
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7288 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7288 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7247 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9138 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9345 ლარს შეადგენდა. […]

როთების გუნდი ჩამოდის და გვარამიებს, მელიებს, ანა მასწავლებელს, ასეთ უთავმოყვარეოებს აძლიერებს, საკუთარ ქვეყანაში არ სცემენ პატივს და ქართველებს გვიკითხავენ მორალს -ირაკლი ზარქუა

მაია
0
როთების გუნდი ჩამოდის და გვარამიებს, მელიებს, ანა მასწავლებელს, ასეთ უთავმოყვარეოებს აძლიერებს, საკუთარ ქვეყანაში არ სცემენ პატივს და ქართველებს გვიკითხავენ მორალს, –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. აღნიშნული კომენტარით ზარქუა სხვადასხვა ქვეყნის კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ჩამოსვლას და ოპოზიციასთან შეხვედრას გამოეხმაურა. საქართველოში უსამშობლოების მოწვევით როთების გუნდი ჩამობრძანდა. საკუთარ ქვეყნებში მოსახლეობამ მათ მმართველობას უარი უთხრა. […]

ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა

მაია
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. პირისპირ შეხვედრა ბაქოში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა კონფერენციაზე განსახილველ საკითხებსა და ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას და რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტების როლს ქვეყნებისა და რეგიონის განვითარებისთვის. შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. მხარეებმა […]

რამდენიმე ქვეყნის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ მათი მიზანია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რადიკალური ოპოზიცია კი ტაშს უკრავს, ქვეყნის მტერია, ვინც ამაზე საუბრობს -რატი იონათამიშვილი

მაია
0
რამდენიმე ქვეყნის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელები პირდაპირ ამბობენ, რომ მათი მიზანია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რადიკალური ოპოზიცია კი მათ განცხადებებს ტაშს უკრავს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა. იონათამიშვილის თქმით, ქვეყნის მტერია, ვინც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბრობს. „თავიდან საგარეო კომიტეტის 12 ხელმძღვანელი ჩამოდიოდა და ბოლოს რვა ჩამოვიდა. ამ ადამიანებს ვინც უსმინა, მათ მზაკვრულ […]

ISFED-ის ახალი კვლევა ცესკოს რეპუტაციის დაზიანების მორიგი მცდელობაა

Admin Tamuna
0
ISFED-ის ახალი კვლევა ცესკოს რეპუტაციის დაზიანების მორიგი მცდელობაა, – ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „გუშინ, სოციალურ ქსელებში და მედია საშუალებებში გავრცელდა ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ე.წ. კვლევა სოციალური ქსელების ყალბ ან საეჭვო გვერდებზე, რომლებიც ჩართულნი არიან საარჩევნო ადმინისტრაციის სასარგებლო კამპანიაში. თავი რომ დავანებოთ ამ ე.წ. კვლევის „მასშტაბურობას“, სადაც საუბარია 7 ყალბ და 15 საეჭვო გვერდზე, მისი […]

თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი “ახალი ატრიუმი” შენდება

Admin Tamuna
0
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი” შენდება.   ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საოფისე ფართს აერთიანებს. ასევე, 130-მდე ავტომობილზე გათვლილ 2 მიწისქვეშა ავტოსადგომს, კვების ობიექტებსა და საკონფერენციო დარბაზს.   “ახალ ატრიუმში” უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანი დაცვა, ვიდეოკონტროლი, სახანრძო უსაფრთხოება, ლიფტების მომსახურება და დასუფთავება.    […]

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყება

Admin Tamuna
0
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია – “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყება.   კვირაში ერთხელ, კომპანია LIVE Branding-ის დამფუძნებელი, სტრატეგიული ბრენდინგის სპეციალისტი ალექსი ჩიქოვანი, რომელსაც ბრენდინგის, მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროში 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, პრაქტიკულ მაგალითებზე განიხილავს, რა მნიშვნელობა აქვს სტრატეგიულ ბრენდინგს ბიზნესის წამოწყებასა და […]

210-კილომეტრიანი მოგზაურობა „დედამიწის ყველაზე ლამაზ ადგილზე” – რას წერს „ბი-ბი-სი” საქართველოს შესახებ

Admin Tamuna
0
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია (ნარკვევი) სათაურით „210-კილომეტრიანი მოგზაურობა „დედამიწის ყველაზე ლამაზ ადგილზე“ (ავტორი – სუმია გაიატრი, წარმოშობით ინდოელი ჟურნალისტი). გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: საქართველოს სამხედრო გზა, რომლითაც ვაჭრები და დამპყრობლები უძველესი დროიდან სარგებლობდნენ, ტრადიციულად ადამიანებისათვის იდეების გამტარებელიც იყო. ჩვენი ავტომანქანა ახლა სამხედრო გზაზე მიჰქრის, 210-კილომეტრიან მარშრუტზე, კავკასიის მთების მიხვეულ-მოხვეულ მაგისტრალზე. ჩვენ […]