გამჭვირვალობის, ასევე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებით თუ იქნება არგუმენტირებული დისკუსია, ჩვენ მზად ვართ -ირაკლი კობახიძე

მაია
0
სასურველია, საზოგადოების თვალწინ წარიმართოს „გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებით დისკუსია, თუ იქნება არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსია, მზად ვართ, ჩვენი მხრიდან იქნება სრული ღიაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საჭიროა სიღრმისეული დისკუსიები. „გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ […]

კლიმატის ცვლილება სერიოზულად არღვევს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით მოწყვლადი ქვეყნების და ადგილობრივი თემების საარსებო პირობებს -ირაკლი კობახიძე

მაია
0
კლიმატის ცვლილება ჩვენს ეპოქაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად ყალიბდება, რაც საჭიროებს გლობალურ, გადაუდებელ ქმედებას და თანამშრომლობას, მისი მრავალმხრივი შედეგების დასაძლევად,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ COP29-ის ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, კლიმატის ცვლილება სერიოზულად არღვევს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით მოწყვლადი ქვეყნების და ადგილობრივი თემების საარსებო პირობებს. „ბატონო […]

“ალიბაბას” საერთაშორისო პლატფორმაზე ქართული პავილიონი განთავსდება – მიხეილ ხიდურელი

მაია
0
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ჩინეთში, ქალაქ ჰანჭოუში, „ალიბაბას“ სათაო ოფისში შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ქართული პავილიონის განთავსება „ალიბაბას“ საერთაშორისო პლატფორმაზე Alibaba.com, რომელსაც 300 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს. „ძალიან საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა „ალიბაბას“ საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელთან. გვინდა საქართველო რაც შეიძლება მალე შეუერთდეს მსოფლიოში უმსხვილეს B2B პლატფორმას ეროვნული პავილიონით. ეს უნიკალურ შესაძლებლობას […]

ტრამპმა თავდაცვის მდივნის პოსტზე „ფოქს ნიუსის“ წამყვანი წარადგინა

მაია
0
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ის წამყვანი და არმიის ვეტერანი, პიტ ჰეგსეთი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაასახელა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „პიტმა მთელი ცხოვრება გაატარა, როგორც მეომარმა ჯარებისა და ქვეყნისთვის. პიტი მკაცრი, ჭკვიანი და ჭეშმარიტად სწამს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. პიტის სათავეში ყოფნით ამერიკის მტრები გაფრთხილებულები არიან – ჩვენი არმია კვლავ დიდი იქნება და ამერიკა არასოდეს დაიხევს უკან“, […]

გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება

მაია
0
გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება. თარიღი ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა მმართველი კოალიციისა და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ დაამტკიცა. მანამდე, 16 დეკემბერს ბუნდესტაგში მთავრობის ნდობის საკითხზე კენჭისყრა გაიმართება. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, თუ პარლამენტი უნდობლობას გამოუცხადებს ფედერალურ კანცლერს, ის სწრაფად მიიღებს გადაწყვეტილებას პარლამენტის დათხოვნის შესახებ. პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ყველა საპარლამენტო ჯგუფს, პასუხისმგებლობით და […]

აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ იარაღის საწყობი დაბომბა

მაია
0
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ძალებმა იემენში „ჰუსიტების“ იარაღის საწყობი დაბომბა. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. „ამ ობიექტებში სხვადასხვა ტიპის თანამედროვე იარაღი ინახებოდა, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტები“ ამერიკულ და საერთაშორისო სამხედრო და სამოქალაქო გემებზე წითელი ზღვის და ადენის ყურის საერთაშორისო წყლებში თავდასხმებისთვის იყენებდნენ“, – განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა. საჰაერო იერიშში მონაწილეობდნენ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო და საზღვაო […]

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მაია
0
ვერძი ენერგიით სავსე ხართ, რაც საშუალებას გაძლევთ, დიდი მოცულობის სამუშაოს გაუმკლავდეთ და რთული საკითხები მოაგვაროთ. ამით ისარგებლეთ და დღეს დაწყებული საქმის დასრულებას ხვალისთვის ნუ გადადებთ. თქვენი პიროვნული ხიბლი და დახვეწილი იუმორი საინტერესო ადამიანებს იზიდავს. აუცილებელი არ არის, რომ ყველაფერი მარტომ აკეთოთ, შეგიძლიათ საკუთარი მოვალეობები სხვა ადამიანებს გაუნაწილოთ. კურო დღეს შეგიძლიათ ნებისმიერი საკითხი თქვენს სასარგებლოდ მოაგვაროთ. […]

ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო მეტეხის ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მაია
0
ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით ორმხრივად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დედაქალაქის მერიის ცნობით, 11:00-დან 21:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება აეკრძალებათ ევროპის მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით. „გორგასლის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები გადაადგილდებიან კოტე აფხაზის ქუჩის საშუალებით, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ევროპის მოედნიდან მოძრავ […]

13 ნოემბერს, მეტეხის ხიდზე, ასი ათასი მოწამის ხსენებასთან დაკავშირებით, პარაკლისი აღევლინება

მაია
0
ხვალ, 13 ნოემბერს, მეტეხის ხიდზე პარაკლისი აღევლინება, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ 2024 წლის 13 ნოემბერს, 17:00 საათზე, მეტეხის ხიდზე ასი ათასი მოწამის ხსენებასთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, თბილისის მერიის ინფორმაციით, ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე […]

“50 ათასი რუსი და ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი კურსკის ოლქში მყოფი უკრაინის არმიის ქვედანაყოფებზე თავდასხმისათვის ემზადება”-The New York Times

მაია
0
ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “50 ათასი რუსი და ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი კურსკის ოლქში მყოფი უკრაინის არმიის ქვედანაყოფებზე თავდასხმისათვის ემზადება“ (ავტორები – ჯულიან ბარნსი, ერიკ შმიტი და მაიკლ შვიცი). „რუსებისა და კორეელების კონტრშეტევა უახლოეს დღეებში დაიწყება“, – ნათქვამია ვრცელ მასალაში. გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით: რუსეთის არმიის სარდლობამ კურსკის ოლქში თავი […]

კამერის წინაშე დადეთ პირობა, რომ პარლამენტში არ შევა არავინ წარდგენილი სიიდან – ნიკა გვარამია

მაია
0
კამერის წინაშე დადეთ პირობა, რომ პარლამენტში არ შევა არავინ წარდგენილი სიიდან , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს. როგორც გვარამია განმარტავს, მიზეზების ძიება არ არის საჭირო და „პარლამენტში შესასვლელად უკანა კარის ღიად დატოვება“. „მორჩით სამართლებრივ კაზუისტიკას. ვის რაში აინტერესებს, ცესკო და პარლამენტი როგორ განმარტავს კონსტიტუციას […]

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული წნელისის მიმდებარედ საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ წნელისის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.   სუს-ის ცნობით, ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.   „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.   საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე […]