ირაკლი კობახიძე 21 წლამდე ფეხბურთელთა, საქართველო-ხორვატიის მატჩს დაესწრო

Admin Tamuna
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის პლეიოფის შეხვედრას, საქართველო-ხორვატიის მატჩს დაესწრო, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. მატჩი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2025-ის პლეიოფში ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრებთან საპასუხო შეხვედრას 19 ნოემბერს გამართავს. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა „ევრო 2025“-ის პლეი […]

ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ გადაიკეტა

Admin Tamuna
0
აქციის მონაწილეების მსვლელობის გამო ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ გადაიკეტა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს, გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლონ. ჯგუფ „დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს. ილიაუნის შესასვლელში ასევე სტუდენტები იმყოფებიან, რომლებსაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვს გაშლილი. გარე პერიმეტრზე აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად ასფალტზე დასხდნენ. ჯგუფ […]

აფხაზეთში ხელისუფლების მორიგი ცვლილება აქტიურ ფაზაში შევიდა – ბიძინა გიორგობიანი

Admin Tamuna
0
აფხაზეთში ხელისუფლების მორიგი ცვლილება აქტიურ ფაზაში შევიდა, – წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პოლიტპატიმარი ბიძინა გიორგობიანი. “აღნიშნულ პროცესს მიზეზად დაედო ე.წ. აპარტამენტების შესახებ კანონი, რომელიც, რუსეთის მოქალაქეებს, აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების დაკანონების შესაძლებლობას აძლევდა. ასევე რატიფიკაციას გადიოდა კანონი, რომლის მიხედვით რუსეთის ტერიტორიაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები ამავდროულად ძალაში იყო აფხაზეთის ტერიტორიაზეც. აღნიშნული საკითხების განსახილველად შეკრებილი პარლამენტი, დღეს […]

შენობა, შიდა ტერიტორია აქციებისთვის არაა განკუთვნილი, ვერ შევუშვებთ ვერავის – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

Admin Tamuna
0
შენობა, შიდა ტერიტორია აქციებისთვის არაა განკუთვნილი, ვერ შევუშვებთ ვერავის, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სერგი ბზიშვილმა თსუ-ს პირველ კორპუსთან განაცხადა, სადაც ამ დროისთვის სტუდენტები არიან შეკრებილი და შენობაში შესვლას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევენ. სერგი ბზიშვილის განცხადებით, სამართალდამცავების მიზანია, რომ შენობაში ვინმე არ შევიდეს და უნივერსიტეტის ინვენტარი არ დაზიანდეს. „ჩვენი […]

სიცრუეა, თითქოს ცესკო სხდომის ჩატარებას ქალაქგარეთ გეგმავს – ცენტრალური საარჩევნო კომისია

Admin Tamuna
0
ცენტრალური საარჩევნო კომისია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, 26 ოქტომბრის შემაჯამებელი სხდომის ჩატარებას ცესკო ქალაქგარეთ გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას ცესკოში სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ცესკოს სხდომის დანიშვნის და გამართვის წესი რეგულირდება ცესკოს რეგლამენტით, რომელიც ზოგადად იძლევა გასვლითი სხდომების ჩატარების შესაძლებლობას, თუმცა ამ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია არ განიხილავს სხდომის ცესკოს შენობის მიღმა ჩატარების საკითხს. ასევე, […]

“დონალდ ტრამპის სამშვიდობო მოლაპარაკებით ზეწოლის გამო უკრაინა იძულებულია პრიორიტეტი მიანიჭოს უსაფრთხოების გარანტიებს და არა ტერიტორიულ საკითხს” -The New York Times

მაია
0
„ტერიტორიის საკითხს კიევისათვის განსაკუთრებული და საგანგებო მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ის მაინც მეორე ხარისხოვანია. მთავარია, როგორი იქნება ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიები მოლაპარაკების შემდგომ პერიოდში“, – ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „დონალდ ტრამპის სამშვიდობო მოლაპარაკებით ზეწოლის გამო უკრაინა იძულებულია პრიორიტეტი მიანიჭოს უსაფრთხოების გარანტიებს და არა ტერიტორიულ საკითხს“ (ავტორი – ენდრიუ კრამერი). […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 16 ნოემბერს

მაია
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7311 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7311 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7334 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8873 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8736 ლარს შეადგენდა. […]

კომპანია „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა

მაია
0
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო ბიულეტენის შესავსებ მარკერთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ცესკო აქვეყნებს „სმარტმატიკისგან“ მიღებული წერილს, რომლითაც კომპანია ადასტურებს, რომ მარკერი, რეალურად, საარჩევნო ადმინისტრაციამ სწორედ აღნიშნული კომპანიისგან მიიღო. „დაინტერესებული მხარეები კვლავ აგრძელებენ 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოყენებული ბიულეტენის შესავსებ მარკერთან დაკავშირებით ინფორმაციით მანიპულაციას. საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთხელ განმარტა, რომ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები „სმარტმატიკმა“ მოგვაწოდა. […]

ვითხოვთ ახალ არჩევნებს! სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული უფლება! -მამუკა ხაზარაძე

მაია
0
როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება – სახალხო დაუმორჩილებლობა! – მოგიწოდებთ, ერთად აღვუდგეთ წინ უსამართლობას და გაყალბებას! – წერს სოციალურ ქსელში  “ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე. ხაზარაძე გამარჯვების მიღწევის გზებს ასახელებს, მათ შორის პროტესტის მრავალფეროვნებას და ბევრ სხვადასხვა საპროტესტო კერას. „გამარჯვება მიიღწევა მიზნისკენ დაუღალავი სიარულით, ნებისყოფით, სიმტკიცით, პროტესტის მრავალფეროვნებით და […]

ზეწოლა და მუქარა ვერ შეგვაცვლევინებს მყარ პოზიციას, რომ არჩევნები ადმინისტრირებული იყო კარგად -გიორგი კალანდარიშვილი

მაია
0
არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ზოგიერთი პირი გასცდა პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებს და პირად სივრცეში შეჭრით და ქმედებებით, რაც კვეთს ეთიკურ საზღვრებს, ცდილობს ზეწოლა მოახდინოს პირადად ჩემზე და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი „ფეისბუქზე“ წერს. მან ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიმართა და განაცხადა, რომ მათ უფლებებს ყველა ადამიანური და სამართლებრივი საშუალებით დაიცავს. „მინდა […]

ოპოზიცია ხულიგნობით ცდილობს, ყურადღება მიიპყროს, ერთადერთი რესურსი დარჩათ, სახლში მივარდნა, ქუჩაში, აეროპორტებში გამოკიდება, აქციები, ვფიქრობ, ამ ადამიანებს არაფერი ეშველებათ -ვოლსკი

მაია
0
ხულიგნობით, აგრესიით ცდილობენ, ყურადღება მიიპყრონ და ვფიქრობ, ამ ადამიანებს არაფერი არ ეშველებათ, არც ახლა და არც მომავალში, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით. „ეს ერთადერთი რესურსი დარჩა, რაშიც არიან გამოწრთობილი – სახლში მივარდნა, გამოკიდება ქუჩაში, აეროპორტებში, პარლამენტის წინ აქციების მოწყობა, კივილ-წივილი, […]

“ტრამპს პუტინისაგან კომპრომისი ჭირდება: რა შეიძლება დათმოს რუსეთის პრეზიდენტმა?”-Financial Times

მაია
0
ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ტრამპს პუტინისაგან კომპრომისი ჭირდება: რა შეიძლება დათმოს რუსეთის პრეზიდენტმა?“ (ავტორი – როუზ გეტემიულერი) გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: „რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეუძლია აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სამ მომენტში დაუთმოს“, – წერს როუზ გეტემიულერი, სტენფორდის უნივერსიტეტის ლექტორი, რომელიც ნატოს გენმდივნის მოადგილე იყო 2016-2019 წლებში. პირველი საკითხი, […]