ერთობლივი ძალისხმევით და ოპოზიციის ერთიანობით უნდა მივაღწიოთ ხელახალ არჩევნებს -ლევან ბეჟაშვილი

მაია
0
„ლელოს“ ინიციატივა მისასალმებელია. სწორედ ერთობლივი ძალისხმევით და ოპოზიციის ერთიანობით უნდა მივაღწიოთ ხელახალ არჩევნებს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. ბეჟაშვილი გამოეხმაურა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ფეისბუქპოსტს, რომლითაც მიმართავს ოპოზიციას, სიების ჩახსნისა და მანდატების დატოვებაზე მოთხოვნის პროცედურა ერთობლივად, პრეზიდენტის ჩართულობით განახორციელონ. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ემხრობა ოპოზიციაში სტრატეგიულ ერთიანობას, […]

“რუსეთისა და დასავლეთის მეტოქეობა კავკასიაში: მოსკოვის როლი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში”-Daily Sabah

მაია
0
თურქეთის ინგლისურენოვანი გაზეთის „დეილი საბაჰის“ (Daily Sabah) 15 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „რუსეთისა და დასავლეთის მეტოქეობა კავკასიაში: მოსკოვის როლი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში“ (ავტორი – აჰმედ თურანი, ელიაზიგის „ფირატის“ სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი). გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას: რუსეთის მეტოქეობას დასავლეთთან კავკასიაში ისტორიული ფესვები აქვს და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ჩარჩოებს სცილდება. შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რომ […]

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის სხდომა დაიწყო, რომელზედაც „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების“ შესახებ კანონპროექტის რატიფიკაცია იგეგმება, – ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხი RESPUBLICA ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ე.წ. სხდომას 21 „დეპუტატი“ ესწრება. ე.წ. „პარლამენტის თავმჯდომარემ“ ლაშა აშუბამ აღნიშნა, რომ „ზოგიერთი დეპუტატი უარს ამბობს ასეთ პირობებში მუშაობაზე“. „პარლამენტის“ სესიის პარალელურად, ე.წ. „საკანონმდებლო ორგანოსთან“ კანონპროექტის რატიფიცირების მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს. ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, […]

„თიბისის მაცნე“ – გაზეთი, რომელშიც მკითხველს, აგროსიახლეებთან ერთად, გათამაშებაც დახვდება

„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების  შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესების საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავს მიზნად.  „თიბისის მაცნე“ საქართველოს ოთხ რეგიონში: სამეგრელოში, იმერეთში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში ვრცელდება, ჯამში 70-მდე ქალაქსა და სოფელში. გაზეთი რეგიონების მოსახლეობას უსასყიდლოდ ურიგდება და ის ხელმისაწვდომია თიბისის ფილიალებში. გაზეთის მეორე […]

თიბისის მხარდაჭერით მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას უკვე მესამედ უმასპინძლებს. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 145 მეწარმე ქალი საქართველოდან. მათ შორის იქნებიან ლტოლვილი ქალები უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან. ისინი ღონისძიების სტუმრებს საკუთარ ნაწარმს — საკვებს, ღვინოსა და სხვა სასმელებს, საჩუქრებს, სათამაშოებსა და აქსესუარებს, […]

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მაია
0
ვერძი რთული და ემოციურად არასტაბილური დღეა. შესაძლოა, ბევრი ფიქრი, ნერვიულობა და კამათი მოგიწიოთ. შანსი გექნებათ, რომ ახლობელ ადამიანს დაეხმაროთ და საკუთარი შეცდომები გამოასწოროთ. ამ დღეს უმჯობესია კონტაქტები შეზღუდოთ და განმარტოებით იმუშაოთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენს ცხოვრებაში ზოგი ძველი პრობლემა დაბრუნდეს. მეგობრებთან ან ნათესავებთან ურთიერთობაში ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ და ბოლომდე გულახდილი ნუ იქნებით. კურო ამ […]

ევროპარლამენტარები ხედავენ, რომ ხალხი ვერ შეკრიბეს ოპოზიციის გარშემო და უნდათ, თავიანთი ვიზიტებით გაამაგრონ ოპოზიცია, თუმცა მეტად ამობილიზებენ ჩვენს მხარდამჭერებს, რადგან ეხებიან ჩვენი საზოგადოების ღირსებას -ირაკლი კობახიძე

მაია
0
ის, რომ ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ ასეთ მობილიზებულები არჩევნების დღეს, დიდწილად იყო განპირობებული სწორედ უცხოური ჩარევით, ჩვენი საზოგადოების ღირსებას შეეხნენ ასეთ ჩარევებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  გადაცემაში “აქტუალური თემა” ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ოპოზიციის აქციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მათი ვიზიტები გათვლილია ოპოზიციის გამაგრებაზე, თუმცა ასეთი ჩარევები […]

ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება პარლამენტს, პარლამენტს სჭირდება სახალხო ლეგიტიმაცია, რომელიც ამ პარლამენტმა უკვე მიიღო -ირაკლი კობახიძე

მაია
0
ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება პარლამენტს, პარლამენტს სჭირდება სახალხო ლეგიტიმაცია, რომელიც ამ პარლამენტმა უკვე მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  გადაცემაში “აქტუალური თემა” განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის ლეგიტიმაცია რომ სჭირდებოდეს რომელიმე პარლამენტს რომელიმე ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ვერც ერთი დემოკრატიული სისტემა ვერ იფუნქციონირებდა.  „მე მგონია, რომ ბოლოს ყველა შემოვა პარლამენტში. ეს არის ჩემი პროგნოზი, […]

 ოპოზიცია ატყუებდა საკუთარ მხარდამჭერებს და არჩევნების შედეგების არაღიარებით უწევთ თავის მართლება მათთან, გარდა ამისა, უწევთ ანგარიშის ჩაბარება პატრონებთან, ქვეყნის გარეთ -ირაკლი კობახიძე

მაია
0
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ოპოზიცია ვერ შეეგუებოდა არჩევნების შედეგებს და მარცხს, ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ისინი ატყუებდნენ საკუთარ მხარდამჭერებს და დღეს არჩევნების არაღიარებით თავს იმართლებენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში – “აქტუალური თემა” განაცხადა.    როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციას ასევე ანგარიში აქვს ჩასაბარებელი პატრონებთან, ქვეყნის გარეთ.    „ჩვენ არა მხოლოდ […]

საზოგადოებამ სრულად გაითავისა არჩევნების საგანგებო მნიშვნელობა, მხარი დაუჭირა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ -ირაკლი კობახიძე

მაია
0
საზოგადოებამ სრულად გაითავისა ამ არჩევნების განსაკუთრებული და საგანგებო მნიშვნელობა და ამ არჩევნებში საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ჩვენს კურსს, მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  გადაცემაში “აქტუალური თემა” განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს იყო რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის  ბედი. „ეს იყო პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები. ეს იყო რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, […]

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის პარლამენტის წევრს, ევგენი შევჩენკოს სახელმწიფო ღალატში ბრალი წაუყენა

მაია
0
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, გამოძიების სახელმწიფო ბიურომ და გენერალურმა პროკურატურამ უკრაინის პარლამენტის დეპუტატს, ევგენი შევჩენკოს სახელმწიფო ღალატში ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებული დეპუტატი აგრესორი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე სისტემატურად ეწეოდა საინფორმაციო და დივერსიულ საქმიანობას. კერძოდ, სახალხო დეპუტატი ავრცელებდა რუსულ პროპაგანდას უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან და მის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, ხოლო 2024 […]

“ზელენსკის 2025 წელს ხელისუფლებისათვის ბრძოლა მოუწევს”-The Economist

მაია
0
დიდი ბრიტანეთის ჟურნალი „ეკონომისტის“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ზელენსკის 2025 წელს ხელისუფლებისათვის ბრძოლა მოუწევს“. დღე არ გადის კიევში ისე, რომ ომმა მოსახლეობას თავი არ შეახსენოს. დაკრძალვის პროცესიები ხშირად მიმდინარეობს დედაქალაქის მთავარ მაგისტრალზეც – კრეშჩატიკზეც. ამ დროს ავტომანქანების მოძრაობა ჩერდება ხოლმე. ჩვეულებრივ დღეებში კი ქალაქი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს: მაღაზიები მუშაობენ, რესტორნებში ხალხმრავლობაა, მრავალნაირი კერძებით, პოლიტიკოსები […]