ვაცლავ ჰაველის სახელობის სკვერში, მისი ალტერ ეგოს – ფერდინანდ ვანეკის სკამის ანალოგი დამონტაჟდა

Editor Dali
0
ვაკის რაიონში, ვაცლავ ჰაველის სახელობის სკვერში, სადაც ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ძეგლია განთავსებული, მისი ალტერ ეგოსა და მისი ერთ-ერთი პიესის „აუდიენცია“ პერსონაჟის, ფერდინანდ ვანეკის სკამის ანალოგი დამონტაჟდა, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „დღესვე, ჩეხ პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად აღინიშნა მათთვის მნიშვნელოვანი თარიღი – ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავი, რომლითაც ჩეხოსლოვაკიაში მშვიდობიანი გზით დაემხო […]

“გამოდით ქუჩაში ყველა!” – ხატია დეკანოიძე

Editor Dali
-1
“ეს არის 24-საათიანი პროტესტი. ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი და გადამწყვეტი ნაბიჯები კიდევ მრავლად იქნება”, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ აქციაზე განაცხადა. დეკანოიძემ ყველას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა. „მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდო, რომელიც ახლა არის ტელევიზორთან და გვიყურებს, ჩვენი გასაკეთებელი საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ, თითოეულმა ჩვენგანმა, ამიტომ, მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ, […]

ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას, ეს ქვეყანა ჩვენია -ნიკა გვარამია

Editor Dali
-1
ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას, ეს ქვეყანა ჩვენია, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან არ წავა. „24 საათი ეს აქცია იდგება აქ, ვინ არის თანახმა თქვენს შორის, არ შეუშინდეს დაჭერას, არ შეუშინდეს სიცივეს, არ შეუშინდეს რუსულ რეჟიმს, რადგან ეს სამშობლო […]

პუტინს სატელეფონო ზარებით ვერ შეაჩერებ -დონალდ ტუსკი

Editor Dali
0
პუტინს სატელეფონო ზარებით ვერ შეაჩერებ, – ასე გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი რამდენიმე დღის წინ ოლაფ შოლცსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს. „გუშინ ღამით უკრაინაზე განხორციელებულმა ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა თავდასხმამ აჩვენა, რომ სატელეფონო დიპლომატია ვერ შეცვლის უკრაინის ნამდვილ მხარდაჭერას მთელი დასავლეთის მხრიდან. მომდევნო კვირები გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ ომისთვის, არამედ ჩვენი მომავლისთვისაც“, – ამბობს ტუსკი. შეგახსენებთ, 15 ნოემბერს ცნობილი […]

 ოპოზიციას მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული აქვს მობილიზება დიდი ტყუილის გასატანად, ტყუილები აღარ გადის და ეს არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი -მამუკა მდინარაძე

Editor Dali
0
ოპოზიციას მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული აქვს მობილიზება დიდი ტყუილის გასატანად და ასეთი ტყუილები აღარ გადის ამ ქვეყანაში. ვინც არ უნდა გარედან დაარტყას ამ ქვეყანას, როგორმა ძალებმაც არ უნდა შემოგვიტიონ, საბედნიეროდ, ტყუილები აღარ გადის და ეს არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. […]

ცესკო-ს თავმჯდომარეზე თავდასხმა ლიბერალური ფაშიზმის კიდევ ერთი გამოხატულებაა -მამუკა მდინარაძე

Editor Dali
0
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეზე თავდასხმა ლიბერალური ფაშიზმის კიდევ ერთი გამოხატულებაა. მდინარაძის შეფასებით, პროტესტის ეს ფორმა მიუღებელია. „შავი ლაქა გაიხადეს საკუთარ ბრენდად. მართლები არიან ამ შემთხვევაში. ქვეცნობიერი მათ აძლევს ნიშანს, რომ დიახ, მათ ასე უნდა იმოქმედონ. ეს მათი მოქმედების წყარო, საფუძველია, რადგან სხვანაირად არ შეიძლება, შავი ლაქის სამკლაური გაიკეთო ხელზე, […]

დავით კეზერაშვილი რუსეთში მისთვის დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შევიტყვე ჩემი რუსეთში დაუსწრებლად „დაპატიმრების” ამბავი – ე.წ. საქმის” დეტალები არც ვიცი და არც აქვს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა, რა შეთხზეს ამჯერად ჩემი დევნისა და დისკრედიტაციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საყურადღებოა, რომ ეს ბოლო ქმედება რუსეთის მხრიდან, საეჭვოდ ემთხვევა „ქართული ოცნების“ მიერ 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების […]

ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით უწმინდესს და უნეტარესს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო მილოცვისთვის, თითოეული გზავნილი ძალიან ყურადსაღებია და ვიმოქმედებთ შესაბამისად – პრემიერი

ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით უწმინდესს და უნეტარესს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო მილოცვისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა ილია მეორეს განცხადებასთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ძალიან ყურადსაღებია განცხადებაში წარმოდგენილი თითოეული გზავნილი.   „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით. თითოეული გზავნილი, რომელიც იყო წარმოდგენილი განცხადებაში, […]

დავით კეზერაშვილი რუსეთში დაუსწრებლად დააპატიმრეს – რუსული მედია

რუსმა სამართალდამცავებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზერაშვილზე, რომელსაც ბრალი ფართომასშტაბიანი თაღლითობისთვის დაუსწრებლად აქვს წაყენებული, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.   მათივე ინფორმაციით, მოსკოვის სასამართლომ ის დაუსწრებლად დააპატიმრა.   „კეზერაშვილი დავითი შეყვანილია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაში, ის საერთაშორისო ძებნაშია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული […]

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი ეცადეთ, ეს დღე ძალიან აქტიურად გაატაროთ – სპორტით დაკავდით ან სუფთა ჰაერზე ისეირნეთ. სრული უფლება გაქვთ, ცოტა ხნით მუშაობის შესახებ დაივიწყოთ და მხოლოდ ის აკეთოთ, რაც გსიამოვნებთ. ძველი იდეის განხორციელებამ შეიძლება მოულოდნელი შემოსავალი მოგიტანოთ და კარიერულ ზრდაში დაგეხმაროთ. ეცადეთ, ყველა შენიშვნა გულთან ახლოს არ მიიტანოთ – ეს განსაკუთრებით ქალებს ეხებათ. კურო ამ დღეს ახლობელ […]

საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია

Editor Dali
0
საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია. ანდრია ფუტკარაძემ საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე მეოთხე გამარჯვება მოუტანა. ამ შედეგით საქართველო კონკურსის რეკორდსმენია. საქართველომ 12 ქულა მიიღო იტალიისგან, ესტონეთისგან, ალბანეთისგან, სომხეთისგან, კვიპროსისგან, ესპანეთისგან, ნიდერლანდებისგან, სან მარინოსგან, უკრაინისგან, პორტუგალიისგან, ისლანდიისგან, მალტასგან. ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე სიმღერით To My Mom წარდგა, რომელიც გიგა კუხიანიძემ დაწერა, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა. ვიდეორგოლი […]

ფაშისტია ყველა, ვინც გიორგი კალანდარიშვილს, უკვე მეორედ, სახლში მიუვარდა, პრობლემა იმ “ევროპელ პოლიტიკოსებშია”, ვინც ევროპის სახელით, ამ ფაშისტებს ძალადობისკენ უბიძგა -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
ყველა, ვინც გიორგი კალანდარიშვილს, უკვე მეორედ, სახლში მიუვარდა, არის ფაშისტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, პრობლემა იმ „ევროპელ პოლიტიკოსებშია“, ვინც რამდენიმე დღის წინ, პარლამენტთან, ევროპის სახელით, ამ ფაშისტებს ძალადობისკენ უბიძგა. „რა თქმა უნდა, ყველა, ვინც გიორგი კალანდარიშვილს, უკვე მეორედ, სახლში მიუვარდა, არის ფაშისტი. თუმცა, ეს არ […]