სამწუხაროა, რომ 34 წლის განმავლობაში, ევროკავშირის მხრიდან რეალური ინვესტირება 100 მილიონზე მეტი არაა – ირაკლი ქადაგიშვილი

Admin Tamuna
0
ამ 100 მილიონის სხვაგან გადასროლა სახელმწიფოს ფუნქციონირებაში არავითარ შეფერხებას არ გამოიწვევს – საქართველოს არაფერი დააკლდება, რადგან მთელი რიგი საკითხებით ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე წინ არის! – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს, რომლის განცხადებით, ევროკავშირის ფინანსური დახმარება სახელმწიფო უწყებების ნაცვლად, შესაძლოა, სამოქალაქო საზოგადოებამ მიიღოს. როგორც […]

თიბისის ტექნოლოგიურმა გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში – Automation STAR 202 მიიღო მონაწილეობა

Admin Tamuna
0
თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე ზრუნვას. ამჯერად, კომპანიამ ვენაში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონფერენციაზე – AutomationSTAR 2024 დასწრების შესაძლებლობა ტესტირების ავტომატიზაციის 10 ინჟინერს მისცა. ტექ ტალანტებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო არაერთს საინტერესო სემინარში, რაც მათი ცოდნისა და გამოცდილების გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. AutomationSTAR 2024, რომელიც მრავალფეროვანი, საინტერესო თემებითა და სპიკერებით […]

ბაიდენმა უფლება მისცა უკრაინის არმიას, რომ რუსეთს ამერიკული შორი მოქმედების რაკეტებით დაარტყას – The New York Times

Admin Tamuna
0
აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა („კოჭლმა იხვმა“) ჯო ბაიდენმა, თავისი უფლებამოსილების ამოწურვამდე ორი თვით ადრე, ნება დართო უკრაინის არმიას გამოიყენოს ამერიკული შორი რადიუსის მქონე რაკეტები რუსეთის ზურგში მდებარე სამხედრო-სამრეწველო ობიექტების დასაბომბად, – ნათქვამია გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 17 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ბაიდენმა უფლება მისცა უკრაინის არმიას, რომ რუსეთს ამერიკული შორი […]

დედაქალაქის მერია საცხოვრებელ ბინას უსახლკარო სტატუსის მქონე 151 ოჯახს გადასცემს

Admin Tamuna
0
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია საცხოვრებელ ბინას უსახლკარო სტატუსის მქონე 151 ოჯახს გადასცემს. მისი თქმით, პრობლემის მოგვარების მიზნით, დამატებით გამოიყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართებიც, რომელიც მუნიციპალიტეტს, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, დეველოპერული კომპანიებისგან აქვს მიღებული. როგორც კალაძე აღნიშნავს, საცხოვრებელი ფართებით, მომავალი წლის ბოლომდე, 400-ვე უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახი დაკმაყოფილდება. „როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლის არჩევნებზე, ჩვენს […]

შეუძლებელია, დაშვებული იყოს მოქმედებების ისეთი სტანდარტი, რაც 16 ნოემბერს სხდომაზე ვიხილეთ – ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე

Admin Tamuna
0
შეუძლებელია, დაშვებული იყოს მოქმედებების ისეთი სტანდარტი, რაც ჩვენ 16 ნოემბერს სხდომაზე ვიხილეთ, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, ასეთი სტანდარტებით საარჩევნო ადმინისტრატორების დამოუკიდებლობის შელახვა გამოიწვევს ელვისებურ შედეგებს და ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდება. „როგორც თქვენთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სხდომაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ყველა შესაბამისი […]

დავინახეთ, რომ უფრო მეტი კარავი იყო, ვიდრე კარვებში შემსვლელი ადამიანები – გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის აქციაზე

Admin Tamuna
0
რადიკალური ოპოზიცია ჩვეულ სტილში არათანმიმდევრულია – ხალხს უთხრეს, აგვირჩიეთ, რომ პარლამენტში შევიდეთო და შემდეგ კარავში შევიდნენ, – ასე ეხმაურება თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე დაწყებულ საპროტესტო აქციას უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი. მაჭარაშვილის მტკიცებით, აქციებს არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია, რადგან „ოპოზიციის ამომრჩეველმაც დაინახა, რომ ეს ხალხი არაფრის გამკეთებელია არც პარლამენტში და არც ქუჩაში“. როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, „ოპოზიციას მხოლოდ […]

მომავალ ორშაბათს საქართველოს პარლამენტს წარედგინება მთავრობის შემადგენლობა ნდობის გამოსაცხადებლად – პრემიერი

Admin Tamuna
0
მომავალ ორშაბათს საქართველოს პარლამენტს წარედგინება მთავრობის შემადგენლობა ნდობის გამოსაცხადებლად, აქედან გამომდინარე, მინდა ვთხოვო ყველა სამინისტროს, დავიწყოთ მუშაობა სამთავრობო პროგრამის საბოლოოდ დაზუსტებაზე, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პარლამენტს წარედგინება როგორც სამთავრობო, ასევე 4-წლიანი პროგრამა. „როგორც მოგეხსენებათ, ორშაბათს, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, ჩვენ უნდა წარვუდგინოთ საქართველოს პარლამენტს სამთავრობო პროგრამაც, 4-წლიანი პროგრამაც […]

რა დგას აფხაზური არეულობების უკან და რა შედეგებს გამოიწვევს უწესრიგობები – რას წერს Страна

Admin Tamuna
0
უკრაინული გამოცემა – ელექტრონული გაზეთი „სტრანა“ (Страна) აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით „რა დგას აფხაზური არეულობების უკან და რა შედეგებს გამოიწვევს უწესრიგობები“, რომელშიც განხილული და გაანალიზებულია სიტუაციის სავარაუდო განვითარება და მისი შედეგები როგორც თვით აფხაზეთისათვის, ასევე საქართველოსა და რუსეთისათვის. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: უკრაინაში ბევრს გაუკვირდა აფხაზეთში დაწყებული პროტესტები რუსეთთან დადებული […]

რუსეთის სიღრმეში სარაკეტო დარტყმაზე ნებართვის გაცემა არის ძალიან დიდი ნაბიჯი მესამე მსოფლიო ომისკენ – ვლადიმერ ჯაბაროვი

Admin Tamuna
0
რუსეთის სიღრმეში სარაკეტო დარტყმაზე ნებართვის გაცემა უპრეცედენტო ნაბიჯია, რომელსაც მესამე მსოფლიო ომის დაწყებამდე მივყავართ. რუსეთის პასუხი მყისიერი იქნება, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ჯაბაროვმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა. „ეს უპრეცედენტო ნაბიჯია. ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი მესამე მსოფლიო ომის დაწყებისკენ და ამერიკელები ამას გააკეთებენ წამსვლელი მოხუცის ხელით, რომელიც ორ […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

Admin Tamuna
0
18 ნოემბერს ქუთაისში +20 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა ფოთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +20 […]

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი ამ დღეს თქვენი შემოქმედებითი უნარები გარშემო მყოფებს გააოცებს. გირჩევთ, უპირატესობა მიანიჭოთ სამუშაოს, რომელიც არასტანდარტულ მიდგომას მოითხოვს და ნუ დანებდებით, თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოდის. მარტოხელა ვერძი შეიძლება განსაკუთრებულ ადამიანს შეხვდეს და სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყოს. კურო ეცადეთ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და ახალი ადამიანები გაიცნოთ. თუ შვილები გყავთ, გირჩევთ მათ პრობლემებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. […]

ეს არ არის ჩვეულებრივი მილოცვა, ეს არის კურთხევა იმისთვის, რომ ოპოზიციამ და უმრავლესობამ გადახედოს არსებულ ვითარებას და ქვეყნის საკეთილდღეოდ გადადგას ნაბიჯები -ვოლსკი

Editor Dali
0
“ეს არ არის ჩვეულებრივი მილოცვა, ეს არის კურთხევა იმისთვის, რომ ოპოზიციამ და უმრავლესობამ გადახედოს არსებულ ვითარებას, და ქვეყნის საკეთილდღეოდ გადადგას ნაბიჯები”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც პატრიარქის მილოცვის წერილს გამოეხმაურა. „დაპირისპირების ეს ხარისხი რასაკვირველია ყველას აღელვებს და პატრიარქისთვისაც საგანგებო თემაა. მიუხედავად ამ მოწოდებისა, კონსტრუქციულ ქმედებებს ჩვენ იმ ადამიანებისგან არ ველოდებით, […]