ჩემი სოლიდარობა ტელეკომპანია „იმედს” და მეგი ნარსავიძეს – გამორჩეულ და უწესიერეს ჟურნალისტს! ვნახოთ ვინ და რამდენი დაგმობს ორკების ამ ფაშისტურ თავდასხმას! – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ტელეკომპანია „იმედის” გადამღები ჯგუფის მიმართ რადიკალური ოპოზიციის აქციაზე მყოფების მხრიდან თავდასხმას და უმძიმეს შეურაცხყოფებს, სოციალურ ქსელში ეხმიანება. მდინარაძე სოლიდარობას უცხადებს „იმედს” და ჟურნალისტ მეგი ნარსავიძეს, ასევე აღნიშნავს, რომ საინტერესოა, თუ ვინ დაგმობს ოპოზიციის აქტივისტების ამ ფაშისტურ თავდასხმას. „ჩემი სოლიდარობა ტელეკომპანია “იმედს” და მეგი ნარსავიძეს – გამორჩეულ და უწესიერეს ჟურნალისტს! […]

ლიეტუვის მთავრობა ზეწოლას ახდენდა საქართველოზე, რომ რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა, თუმცა 2023 წელს რუსეთს უფრო მეტი ღვინო მიჰყიდა, ვიდრე საქართველომ – ნიკოლოზ სამხარაძე

ლიეტუვის მთავრობა ზეწოლას ახდენდა საქართველოზე, რომ რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა, თუმცა 2023 წელს რუსეთს უფრო მეტი ღვინო მიჰყიდა, ვიდრე საქართველომ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ. „ორმაგი სტანდარტების შესანიშნავი მაგალითი. ლიეტუვის მთავრობა ზეწოლას ახდენდა საქართველოზე, რომ რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა, თუმცა 2023 წელს რუსეთს უფრო მეტი ღვინო მიჰყიდა, ვიდრე საქართველომ. ფარისევლობის საუკეთესო მაგალითი. […]

საბოლოო ჯამში, ევროკავშირს მოუწევს ურთიერთობა “ქართული ოცნების” მთავრობასთან, რადგან ისინი არიან ერთადერთი რეალური მოთამაშე და ევროკავშირს დიდი არჩევანი არ აქვს -რიკარდ იოზვიაკი

Editor Dali
0
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკის განცხადებით, საბოლოო ჯამში, ევროკავშირს მოუწევს „ქართული ოცნების“ მთავრობასთან ურთიერთობა. როგორც იოზვიაკი საკუთარ სტატიაში აღნიშნავს, მას ჰქონდა საუბარი ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან, რომლებმაც დაადასტურეს, რომ არ აქვთ დიდი არჩევანი, ვინაიდან „ქართული ოცნება“ ერთადერთია ქართულ პოლიტიკურ მოედანზე არსებულ ძალებს შორის. „ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, რომლებსაც ვესაუბრე, ნამდვილად არსებობს აზრი, რომ ისინი [„ქართული […]

დონალდ ტრამპი იღებს ინიციატივას მსოფლიო ასპარეზზე -ავთანდილ წულაძე

Editor Dali
0
დონალდ ტრამპმა კონკურენტზე სრული გამარჯვება მოიპოვა. რესპუბლიკურმა პარტიამ მოიპოვა კონტროლი კონგრესის ორივე პალატაზე. იმის გათვალისწინებით, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობა რესპუბლიკელები არიან, ტრამპი აკონტროლებს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების შტოებს, კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე, მომდევნო ორი წლის განმავლობაში. თითქმის დიქტატორული ძალაუფლება ტრამპს კარტ-ბლანშს აძლევს მისი წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად. თუმცა, საარჩევნო რბოლას თავისი წესები აქვს, სახელმწიფოს მართვას […]

 დღევანდელი აქციის დაშლა მოსალოდნელი იყო – მიხეილ სააკაშვილი

Admin Tamuna
0
დღევანდელი აქციის დაშლა მოსალოდნელი იყო. გამოიყვანეს ქუჩებში იმაზე მეტი პოლიცია ვიდრე საჭირო იყო, მხოლოდ და მხოლოდ დაშინების მიზნით. ამაზე პასუხი არის მეტი ორგანიზება, მეტი ხალხმრავლობა! -ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სააკაშვილი განმარტავს, დარწმუნებულია, რომ ყველაფერი გამოვა. „დღევანდელი აქციის დაშლა მოსალოდნელი იყო. გამოიყვანეს ქუჩებში იმაზე მეტი პოლიცია ვიდრე საჭირო იყო, […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 20 ნოემბერს

Admin Tamuna
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7397 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7397 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7313 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0084 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8942 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8810 ლარს შეადგენდა. […]

მარკ რუტემ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობაზე რადმილა შეკერინსკა დანიშნა

Admin Tamuna
0
მარკ რუტემ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობაზე რადმილა შეკერინსკა დანიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს. „მოხარული ვარ, რომ გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობაზე რადმილა შეკერინსკას დანიშვნის შესახებ გამოვაცხადო. მას ნატო-ს ნამდვილად სჯერა, იცის, რა სამუშაოა საჭირო ალიანსში გაწევრიანებისთვის და რას ნიშნავს იყო სრულუფლებიანი წევრი. მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ […]

უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტიდან გარბიან – მთელი ქვვედანაყოფებით – Berliner Zeitung

Admin Tamuna
0
გერმანულ გაზეთ „ბერლინერ ცაიტუნგში“ (Berliner Zeitung) დაბეჭდილია სტატია სათაურით „უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტიდან გარბიან – მთელი ქვვედანაყოფებით“ (ავტორი – ნიკოლას ბუტლერი), რომელშიც განხილულია დეზერტირობის პრობლემა  უკრაინის შეირაღებულ ძალებში. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: ემზადება თუ არა უკრაინა საბედისწერო გადაწყვეტილების მისაღებად გვიანი შემოდგომისათვის? ჯერ კიდევ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევამდე და გერმანიაში დაწყებულ სამთავრობო კრიზისამდე უკრაინის პრეზიდენტისათვის სამხედრო […]

სად გაქრა საქართველოდან გატანილი 900 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი? – რომან გოცირიძე

Admin Tamuna
0
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე საქართველოდან ყირგიზეთში რეექსპორტის სახით 964 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილის გაყიდვას სანქციების გვერდის ავლად აფასებს. როგორც გოცირიძე განმარტავს, საქართველოდან რეექსპორტის სახით გაყიდული ავტომობილები რუსეთში „ჩარჩა“. „საქართველოს სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის ათ თვეში საქართველოდან ყირგიზეთში რეექსპორტის სახით გაიყიდა 964 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი. ყირგიზეთის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან ამ ქვეყანაში შევიდა […]

“პუტინი, როგორც იქნა, ამერიკული შორი მოქმედების რაკეტების სიმწარეს იგრძნობს: უკრაინამ სწრაფად და ძლიერად უნდა დაარტყას”-The Independent

Editor Dali
0
უკრაინა იმედოვნებს, რომ კრემლს სერიოზული თავის ტკივილი დაემართება, როცა კიევი რუსეთს ამერიკული შორი მოქმედების რაკეტებით დაარტყამს და ზურგში მდებარე სამხედრო ობიექტებს, ცოცხალი ძალის ჩათვლით, გაუნადგურებს, – წერს კრის სტივენსონი დიდი ბრიტანეთის გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში სათაურით: „პუტინი, როგორც იქნა, ამერიკული შორი მოქმედების რაკეტების სიმწარეს იგრძნობს: უკრაინამ სწრაფად და ძლიერად უნდა დაარტყას“. „ამგვარი […]

“საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა “შეცდომას” ევროკავშირი?” -უცხოური პრესა

Editor Dali
0
გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger – იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი – ფლორიან ნაუმანი). გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები […]

დღეს ქვეყანაში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, როგორც კი ვნახავთ კანონის გადაცდომას, ამას შესაბამისი უწყებების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება -კახა კალაძე

Editor Dali
0
ქვეყანაში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მთავარია, იყოს კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, აქციის მონაწილეების მხრიდან კანონის დარღვევას შესაბამისი უწყებისგან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. „დღეს ქვეყანაში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი მოსაზრება სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მთავარია, იყოს კანონის ფარგლებში. როგორც კი ვნახავთ კანონის […]