ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს

Admin Tamuna
0
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმოქმედა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ვალდებულებით და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყო არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობების დამზადება.   შესაბამისად, ადმინისტრაციის მხრიდან მოხდება დაკავშირება  ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან, ახალარჩეული საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომამდე მათთვის საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ დროებითი მოწმობების გადაცემის მიზნით.  

 ჩვენს გუნდს თურმე ეძებენ და ვერ პოულობენ პროტესტში, ვიღაცების დავალებით ის ადამიანები “დაგვეძებენ”, თან “თვალთხარიას” რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს -ბერდია სიჭინავა

Editor Dali
0
ჩვენს გუნდს თურმე ეძებენ და ვერ პოულობენ პროტესტში. ჩვენს პარტიას ანგარიშვალდებულება აქვს მხოლოდ სახელმწიფოს, მოქალაქეების საერთო ეროვნული ინტერესების და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. ვიღაცების დავალებით ის ადამიანები „დაგვეძებენ“ თურმე, თან „თვალთხარიას“ რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს. როგორც ბერდია სიჭინავა აღნიშნავს, ბრძოლის ყველა მშვიდობიან ფორმას პატივს სცემენ, […]

ოპოზიციამ მოღვაწეობა მელიქიშვილის გამზირზე პრაქტიკულად დაასრულა – გურამ მაჭარაშვილი

Admin Tamuna
0
ოპოზიციამ მოღვაწეობა მელიქიშვილის გამზირზე პრაქტიკულად დაასრულა – თქვეს, სულ რაღაც რამდენიმე ათეული დავრჩით და მელიქიშვილის გამზირზე გმირულად დავეცითო! – ასე ეხმაურება მელიქიშვილის გამზირზე აქციის დასრულებას უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი. მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ასეთი დასასრული მოსალოდნელი იყო და მათ ვეღარც საკონსტიტუციო სარჩელი უშველით. „შეტყობინება საკუთარ მომხრეებს ჯაფარიძის სახით გაუგზავნეს – ახლა დავისვენოთო! ეს არის დასასრული! ოპოზიციამ […]

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საგადასახადო საკითხების შესახებ, დავით პაპიაშვილის ტრენინგი ჩატარდა

Admin Tamuna
0
თიბისი ბიზნესი აგრძელებს ბიზნესების წარმომადგენლებისთვის განათლების ხელშეწყობას. ამჯერად, ბიზნესებისთვის, საგადასახადო საკითხების შესახებ, დავით პაპიაშვილის ონლაინ ტრენინგი გაიმართა. კურსის ფარგლებში, ტრენერმა საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითადი პრინციპების შესახებ ისაუბრა და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითები განიხილა. ტრენინგზე ასევე განხილული იყო შემდეგი საკითხები: საგადასახადო კანონმდებლობაში ბოლო 1 წლის განმავლობაში შესული ცვლილებები; სხვადასხვა პრაქტიკული მნიშვნელობის სიახლეები და […]

რატომ დუმს და არაფერს არ ამბობს დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის სარაკეტო დარტყმაზე? – The Daily Telegraph

Admin Tamuna
0
ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურიოთ „რატომ დუმს და არაფერს არ ამბობს დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის სარაკეტო დარტყმაზე? რაზე ილაპარაკეს წამსვლელმა და მომსვლელმა პრეზიდენტებმა ბუხრის წინ?“ (ავტორი – ჯო ბარნსი). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: როცა გასულ კვირას ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბუხართან საუბრობდნენ, წამსვლელმა [„კოჭლმა იხვმა“] პრეზიდენტმა მომსვლელს […]

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, კლდოვან ფერდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

Admin Tamuna
0
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, კლდოვან ფერდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების გამოყენებით. „ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, კლდოვან ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 21 და 22 ნოემბერს, […]

საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა – ჯანმო

Admin Tamuna
0
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსთან ერთად ფორუმი „პოლიტიკის დიალოგი: სიმსუქნის პრობლემის დაძლევა საქართველოში – მტკიცებულებებიდან ქმედებამდე“ ჩაატარა, რომელსაც ექსპერტები და პოლიტიკის შემქმნელები მრავალი სექტორიდან დაესწრნენ, სიმსუქნის მზარდი პრობლემის გადასაჭრელად. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიებაზე მონაწილეებს სილვიუ დომენტემ – ჯანმოს წარმომადგენელმა საქართველოში, თამარ გაბუნიამ – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, […]

საქართველოში ახალგაზრდები საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან – ევროკავშირის წარმომადგენლობა

Admin Tamuna
0
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს, შექმნას უსაფრთხო გარემო თითოეული ბავშვისა და ახალგაზრდისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სადაც ორგანიზაცია მსოფლიო ბავშვთა დღეს ეხმაურება. ამასთან, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოში ახალგაზრდები საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან. „მსოფლიო ბავშვთა დღეს, გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ბავშვები და ახალგაზრდები […]

პროკურორები ტრამპის საქმეზე განაჩენის გამოცხადების გადავადებას ითხოვენ – BBC

Admin Tamuna
0
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საქმის პროკურორები განაჩენის გამოცხადების გადავადებას მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ითხოვენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. საქმე ეხება 2016 წლის მოვლენებს, როცა, პროკურატურის მტკიცებით, ტრამპმა პორნოვარსკვლავს სტორმი დენიელს ფული გადაუხადა, რათა ის გაჩუმებულიყო. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ტრამპმა ამით 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების წესები დაარღვია. ტრამპის ადვოკატები საქმის შეწყვეტას მოითხოვენ, თუმცა პროკურორები ამის […]

18-19 ნოემბერს თსუ-ში განთავსებული არ ყოფილა სპეციალური შტაბი, უნივერსიტეტის ეზოში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა- შსს

Editor Dali
0
საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური შტაბი ჰქონდა გაკეთებული და უნივერსიტეტის შენობაში იმყოფებოდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, – ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შსს-ს განმარტებით, თსუ-ს არც შენობაში და არც ეზოში განთავსებული არ […]

დღევანდელი დღე ასევე ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, ახლა გვჭირდება ძალების მოკრება და ინფრასტრუქტურულად მომზადება -გიორგი ვაშაძე

Editor Dali
0
დღევანდელი დღე ასევე ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.  მისი თქმით, ახლა ძალების მოკრება და ინფრასტრუქტურულად მომზადება სჭირდებათ. ამასთან, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. „ჩვენ შევძელით, დავიბრუნეთ ის ლოკაცია, საიდანაც პოლიციამ გუშინ იძულებით გაგვიყვანა. მადლობა ყველას, ვინც მთელი ღამე იდგა. დღევანდელი ღამეც გავათენეთ ჩვენი ქვეყნისთვის. […]

შემდეგ ნაბიჯს დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, უფრო ხვალ მოვიფიქრებთ და შეგატყობინებთ რამე ისეთს, რაც სიურპრიზი იქნება, მათ მწყობრიდან გამოიყვანს -ზურაბ ჯაფარიძე

Editor Dali
0
მეორე დღეს კიდევ აქ დგომა და მელიქიშვილის გადაკეტვა შინაარს არის მოკლებული, რადგან მათთვის დისკომფორტი ეს არ არის, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მან აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში ან სავარაუდოდ, ხვალ მოიფიქრებენ რამე ისეთს, რაც სიურპრიზი იქნება. „პოლიციამ ახლა შეცვალა სტრატეგია, სტრატეგია […]