თუ გვიყვარს ქვეყანა მისთვის უნდა გვინდოდეს მშვიდობა და განვითარება – მეუფე საბა მოსახლეობას არჩევნების შედეგზე

Admin Tamuna
0
მინდა, პირდაპირ მივმართო საქართველოს მოსახლეობას, მეტი წილი მოსახლეობის არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და რომლისთვისაც პატრიარქი არის სულიერი მამა და მოძღვარი. ვინმე გეგულებათ ან საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ, უცხოეთში, პატრიარქზე უფრო მაღალი თანამდებობის, პატრიარქზე უფრო გამოცდილი, პატრიარქზე უფრო ბრძენი, სულიერი და ერის, ჩვენი ქვეყნის მოსიყვარულე ადამიანი. ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რაც უკვე ვთქვი, ეს არის ლოცვა კურთხევა […]

აფხაზეთი – საქართველოს ნაწილი, რომელსაც თბილისი ვერ აკონტროლებს – Süddeutsche Zeitung

Admin Tamuna
0
გერმანული „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ (Süddeutsche Zeitung – „სამხრეთგერმანული გაზეთი“ – ბავარიის მთავარი ბეჭდვითი გამოცემა, რედაქცია მიუნხენში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „კავკასიის პატარა მხარე, რომელიც მფარველ რუსეთს თავნებობით აღიზიანებს // აფხაზეთი – საქართველოს ნაწილი, რომელსაც თბილისი ვერ აკონტროლებს“ (ავტორი – ფრენკ ნინჰეისენი). გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: საქართველოს სეპარატისტული რეგიონის – აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმში, ანტისამთავრობო გამოსვლები თითქმის დასრულდა: გადადგა პრეზიდენტი […]

დიახ, „ტექნიკურ მისიასთან“ ტექნიკური სტაფის წარმომადგენლები ითანამშრომლებენ, მაგრამ ჯერ გავარკვიოთ რა ტექნიკური მისიაა – მამუკა მდინარაძე 

Admin Tamuna
0
დიახ, „ტექნიკურ მისიასთან“ ტექნიკური სტაფის წარმომადგენლები ითანამშრომლებენ, მაგრამ ჯერ გავარკვიოთ რა ტექნიკური მისიაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „ითანამშრომლებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება „ტექნიკურ მისიასთან“. მდინარაძის შეფასებით, „საერთაშორისო გამოძიება, არა თუ მიუღებელი, არამედ შეურაცხმყოფელია“. „დიახ, ტექნიკურ მისიასთან ტექნიკური სტაფის წარმომადგენლები ითანამშრომლებენ, მაგრამ ჯერ გავარკვიოთ რა „ტექნიკური მისია“. […]

“ქართველი მეღვინეები, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობენ, უპირატესობას მაინც დასავლეთს ანიჭებენ”-The New York Times

Editor Dali
0
აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 21 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით: „ქართველი მეღვინეები, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობენ, უპირატესობას მაინც დასავლეთს ანიჭებენ“. პუბლიკაციის ავტორია ამერიკელი ჟურნალისტი, გაზეთის მოსკოველი კორესპონდენტი ივანე ნეჩეპურენკო, რომელიც ოქტომბერში საქართველოში იმყოფებოდა და პუბლიკაციების სერიალი გამოაქვეყნა ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის თაობაზე. ამჯერად იგი ამერიკელ მკითხველს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მდგომარეობას აცნობს (კახეთის […]

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი

Editor Dali
0
ფრაქცია „ქართული ოცნება” პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. ამასთან, მდინარაძის თქმით, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე საბიუჯეტო საკითხები განხილეს. ასევე, როგორც მდინარაძემ განაცხადა, მომდევნო დღეებში პრეზიდენტის არჩევნების თარიღიც ჩაინიშნება. „ასევე ჩვენ გავიარეთ საბიუჯეტო საკითხები. მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ამ მიმართულებით ამბიციური გეგმები და ასევე მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის არჩევნები […]

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება

Editor Dali
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი წესდების თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება, წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი. არ იქნება ალბათ განსაკუთრებული სიურპრიზი, რომ ბიძინა ივანიშვილმა წარმოადგინა პრემიერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე. ბუნებრივია, პოლიტსაბჭოს მხრიდან სრულად იქნა მხარდაჭერილი“, – აღნიშნა […]

“ბარდასი” – საკანცელარიო მაღაზია ბორჯომში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

Editor Dali
0
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ბარდასი“ ადგილობრივების საყვარელი ადგილია. საკანცელარიო ნივთების, წიგნების, სუვენირებისა და აქსესუარების ფართო არჩევანთან ერთად, „ბარდასს“ გამორჩეულს მისი კეთილგანწყობილი თანამშრომლები ხდის. „ბარდასის“ ისტორია თორმეტი წლის წინ დაიწყო, როცა მისმა მეპატრონემ, დავით ბარდაძემ ნაქირავები ფართითა და 700-ლარიანი კაპიტალით საკანცელარიო მაღაზია გახსნა. წარმატების გზა მარტივი არ ყოფილა, ბიზნესი, წლებთან ერთად გაიზარდა, განვითარდა და ფინანსური […]

მზად ვართ, ყირიმი დიპლომატიის გზით დავიბრუნოთ, არ შეგვიძლია, ათასობით ჩვენი ადამიანი გავწიროთ, რათა ისინი ყირიმის დასაბრუნებლად დაიღუპონ -ზელენსკი

Editor Dali
0
მზად ვართ, ყირიმი დიპლომატიის გზით დავიბრუნოთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა მზად უკრაინა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიის დასათმობად, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა კანონიერად ვერ აღიარებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად. „ჩვენ კანონიერად ვერ ვაღიარებთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად. ეს ეხება იმ ტერიტორიებს, რომლებიც პუტინმა დაიკავა 2014 წლიდან, […]

კედელზე წებოვანი ლენტით მიკრული ბანანის კომპოზიცია სოტბის აუქციონზე 6.2 მილიონ დოლარად გაიყიდა

Editor Dali
0
კედელზე წებოვანი ლენტით მიკრული ბანანის კომპოზიცია სოტბის აუქციონზე 6.2 მილიონ დოლარად გაიყიდა. იტალიელი მაურიციო კატელანის პროვოკაციული ნამუშევარი ჩინური წარმოშობის კრიპტოვალუტის სფეროში მოღვაწე ბიზნესმენმა, ჯასტინ სანიამ შეიძინა, რომლის თქმითაც, კომპოზიცია „არ არის მხოლოდ ხელოვნების ნიმუში, ის წარმოადგენს კულტურულ ფენომენს, რომელიც ხელოვნების, მიმებისა და კრიპტოვალუტის სამყაროებს ერთმანეთთან აკავშირებს“. აუქციონზე გამოტანილი ლოტისთვის კიდევ ექვსი მსურველი იბრძოდა, საორიენტაციო საწყისი ფასი […]

 გვახსოვდეს, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ასევე შეიჭრა საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას იმავე გზით, როგორც აგრძელებს უკრაინის ოკუპაციას -მეთიუ მილერი

Editor Dali
0
ვაგრძელებთ კოორდინაციას ნატო-ს მოკავშირეებთან საფრთხეების სხვადასხვა სპექტრთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოებისთვის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ, გახსოვდეთ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც შეიჭრა საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას იმავე გზით, როგორც აგრძელებს უკრაინის ოკუპაციას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. მეთიუ მილერს ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, რომლის თანახმადაც: „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში […]

 23-27 ნოემბერს თიბისის ყველა განვადება მომგებიანია. მთავარი პრიზი 1000 ლარი

Editor Dali
0
23 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ, ფიზიკურ მაღაზიებში და მოიგეთ პრიზები. შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში და მოიგეთ პრიზები. განვადების შემთხვევაში შესაძლებლობა გაქვთ მოიგოთ პარტნიორი კომპანიებისგან, როგორც ფულადი პრიზები და ფასდაკლების ვაუჩერები, ასევე მთავარი პრიზი 1000 ლარის ოდენობით, რომლის მოგებაც 3 მომხმარებელს შეეძლება. საჩუქრის გაცემის პირობები: დასაჩუქრდება ყველა ვინც […]

გაეროს რეზოლუციას ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-მა ვეტო დაადო

Editor Dali
0
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო. ინფორმაცია გაეროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. დოკუმენტი ცეცხლის დაუყოვნებლივ, უპირობო და მუდმივ ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებდა. როგორც გაეროში ამერიკის მუდმივმა წარმომადგენელმა რობერტ ვუდმა განაცხადა, ვაშინგტონი მხარს დაუჭერს მხოლოდ იმ რეზოლუციას, რომელიც გარკვევით მოითხოვს მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში.