აფეთქების მომზადების ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აფეთქების მომზადების ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული დ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა თავდაპირველად ბრალდებული საპროტესტო აქციაზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. დ.ხ.-ს პირადი […]

ჩვენ გვთხოვეს, არ ვაღიაროთ არჩევნები, ეს თხოვნა იყო პრეზიდენტისგანაც -ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი

Editor Dali
0
ჩვენ გვთხოვეს, არ ვაღიაროთ არჩევნები, ეს თხოვნა იყო პრეზიდენტისგანაც კი, – ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბატელმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ისურვებდა ანგარიშის ნახვას, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი. მისივე თქმით, თუ ეს ქართველი ხალხის ნებაა, პატივი უნდა სცენ. „საქართველოში მიმდინარე მოვლენები არ არის კარგი. ჩვენ როდესაც ვუთხარით საქართველოს, რომ არიან უფრო ახლოს […]

ჰიტლერი, ლენინი და სააკაშვილი – მეტი გახსენდებათ სადმე ბავშვების პოლიტიკაში გამოყენება? ახლა ცდილობენ ჩართვას ვითომ პატრიოტული, ტყუილზე დაფუძნებული მესიჯებით, მათ მომხრეებს მივმართავ, მეტი რა უნდა ქნან, რომ მიხვდეთ, ფაშისტები რომ არიან?!-მამუკა მდინარაძე

Editor Dali
0
„სკამის დაკარგვის შიშით ასეთი ემოციური ფონი თუ ექნებოდა [სალომე ზურაბიშვილს], ასეთ გამოცდილ ადამიანს, პატარა ბავშვი ხომ არ არის, ასე თუ დააკარგვინებდა სახეს, ნამდვილად არ მეგონა. ყველაფერს თავი დავანებოთ, ბავშვებს, სკოლის მოსწავლეების პოლიტიკაში ჩართვაზე დაიწყებდა ლაპარაკს და მერე, ვიღაცები აჰყვნენ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ჰიტლერის, ლენინის, სააკაშვილის […]

პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 3 პირს პოლიციელებზე თავდასხმის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა პიროტექნიკა ესროლა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს. […]

დღეს მიმდინარე აქციაზე უკვე გამოვლინდა აქციის რამდენიმე მოძალადე ჯგუფი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ახორციელებს -ალექსანდრე დარახველიძე

Editor Dali
0
დღეს მიმდინარე აქციაზე უკვე გამოვლინდა აქციის რამდენიმე მოძალადე ჯგუფი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ახორციელებს. აგრესიული მომიტინგეები პარლამენტის შენობის ეზოში, სადაც საპოლიციო ძალები იყვნენ განთავსებულები, ისვრიან ქვებს, ბლაგვს საგნებს, რკინის საგნებს და ცეცხლმოკიდებული ნივთებს, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აღნიშნული ძალადობრივი და აგრესიული ქმედებების შედეგია, რომ სხვადასხვა სახის მძიმე […]

პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს – დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები, მეხუთე დღეა უწყვეტად ხვდებიან აქციაზე დაკავებულ და დაზიანებულ მოქალაქეებს, რომელთა უმრავლესობა პოლიციის მხრიდან უმძიმეს მოპყრობაზე მიუთითებს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს და დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს. „მძიმე დაზიანებები, უმრავლეს შემთხვევაში, სახის, თვალის და […]

ვაგრძელებ მუშაობას “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება -ირაკლი ღარიბაშვილი

Editor Dali
0
ვაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, – ნათქვამია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომლითაც იგი დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. „დღეს, რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ტყუილი, თითქოს დავტოვე „ქართული ოცნება“. ამ დეზინფორმაციას აქვს ერთადერთი მიზანი – საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და […]

ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, 4 დეკემბერს მე და შალვა პაპუაშვილს დაგვითმოს ეთერი მიხეილ ჯანელიძესთან და თინათინ ხიდაშელთან საჯარო დისკუსიისთვის -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 28 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი გამოთქვეს ყოფილმა პოლიტიკოსებმა, მიხეილ ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა.  შესაბამისი განცხადება მთავრობის „ფეისბუქის“ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილთან ერთად, სთავაზობს საზოგადოებრივ მაუწყებელს, 4 დეკემბერს, დაუთმოს ეთერი მიხეილ ჯანელიძესთან და თინათინ ხიდაშელთან საჯარო დისკუსიისთვის. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, […]

“დასავლეთი პროვოკაციებს აწყობს, მაგრამ თბილისში კიევური მაიდანი” არ განმეორდება”- თურქული პრესა

Editor Dali
0
აშშ და ევროკავშირი, კიევური „მაიდნის“ მსგავსად, თბილისში ანტისამთავრობო პროტესტებს აღვივებენ, – ნათქვამია თურქულ ჟურნალ „აიდინლიკში“ (Aydınlık – იბეჭდება 1921 წლიდან) გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში სათაურით: “დასავლეთი პროვოკაციებს აწყობს, მაგრამ თბილისში კიევური მაიდანი” არ განმეორდება”. მასალაში აღნიშნულია, რომ საქართველო უკრაინა არ არის და როგორც ჩანს, კიევური სცენარი ვერ განხორციელდება, კანონიერად არჩეული პარლამენტი ზეწოლას არ დაემორჩილება. გთავაზობთ პუბლიკაციას […]

მინდა დავამშვიდო ყველა, თუ პაციენტის სამკურნალოდ, უცხოეთში გადაყვანის საჭიროება იქნება, სახელმწიფო, სრულად აიღებს პასუხისმგებლობას – მიხეილ სარჯველაძე

„მინდა, დავამშვიდო ყველა, უპირველეს ყოვლისა პაციენტის გულშემატკივრები და  ახლობლები, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს აქციაზე დაშავებული ბიჭის სამკურნალოდ. თუ უცხოეთში გადაყვანის  საჭიროება იქნება,  სახელმწიფო, აღნიშნულზე, სრულად აიღებს პასუხისმგებლობას“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე, პაციენტის გადაყვანის საჭიროება არ დგას, დღეს, ქართული ჯანდაცვის სისტემა სათანადო სიმაღლეზეა, ამიტომ არცერთ პაციენტს არავის  დახმარება არ […]

საკონსტიტუციოში არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება პარტიული სიმპათიებით -ირინა იმერლიშვილი

Editor Dali
0
საკონსტიტუციოში არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება პარტიული სიმპათიებით -ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ირინე იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, განსახილველად არ მიიღოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის მიერ შეტანილი სარჩელები 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ. ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინა იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. „საქართველო ევროპაა! ევროპული ღირებულებები, უპირველესად, განსხვავებული […]

საფრანგეთის პარლამენტში დღეს მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს

Editor Dali
0
საფრანგეთის პარლამენტი ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანებისა“ და მემარცხენე „ახალი სახალხო ფრონტის“ მიერ ინიცირებულ მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადებას უყრის კენჭს. ხმის მიცემა 19:00 საათზეა დაგეგმილი. უნდობლობის გამოსაცხადებლად 289 ხმაა საჭირო, ამ შემთხვევაში მიშელ ბარნიეს მთავრობას გადადგომა მოუწევს. მემარცხენე კოალიცია და ულტრამემარჯვენე ეროვნული ფრონტი ამბობენ, რომ ხმას მთავრობის წინააღმდეგ მისცემენ, ეს ორი ოპოზიციური პარტია კი, პარლამენტში უმრავლესობას ფლობს. პარლამენტი […]