გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო

Editor Dali
0
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანების, ჯგუფური ძალადობების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა ნია იმნაძისაგან შეიტყო, რომ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან, რომელიც მისივე […]

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

Editor Dali
0
CyberSecurity Excellence Awards 2026-ში, ნომინაციაში – წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი (Best Risk and Complience Program) თიბისიმ საუკეთესოს ტიტული დაიმსახურა. ეს თიბისის ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის მნიშვნელოვანი, საერთაშორისო მასშტაბის წარმატება და აღიარებაა. თიბისის მასშტაბის კომპანიაში, რისკისა და შესაბამისობის მართვა არ არის უბრალოდ დამხმარე ფუნქცია – ესაა სისტემა, რომელიც იცავს მომხმარებელს, უზრუნველყოფს პროცესების უწყვეტობას და ნდობას. ბანკმა დანერგა კიბერუსაფრთხოების […]

მიგრაციის დეპარტამენტმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე დააკავა

Editor Dali
0
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე, მათ შორის ბანგლადეშის, ინდოეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, უზბეკეთის, თურქეთის, ერაყის, ჩინეთის, ბურკინა ფასოს, ფილიპინების, იორდანიის, რუსეთის, ტაილანდის, სუდანისა და ნეპალის მოქალაქეები. ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა […]

ირანმა უარი თქვა 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე

Editor Dali
0
ირანმა უარი თქვა აშშ-ის წინადადებაზე 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ „როიტერი” ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს. როგორც მედიას ანონიმურმა წყარომ განუცხადა, ირანს წინადადება პირველ აპრილს მესამე ქვეყანამ წარუდგინა, თუმცა წყარომ არ დაასახელა, თუ რომელმა ქვეყანამ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ს განცხადება არ გაუვრცელებია. ამასთან, როგორც „სქაი ნიუსი” წერს, ირანმა ოფიციალურად აცნობა შუამავლებს, რომ არ სურს […]

“მთავარი პრობლემა ვიქტორ ორბანი არ არის: რატომ ვერ იღებს კიევი ევროკავშირის კრედიტს და რა ბედი ელოდება უკრაინას”

Editor Dali
-1
უკრაინულ გამოცემა „ტელეგრაფში“ (Телеграф) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მთავარი პრობლემა ვიქტორ ორბანი არ არის: რატომ ვერ იღებს კიევი ევროკავშირის კრედიტს და რა ბედი ელოდება უკრაინას“ (ავტორი – ელენა რუდენკო და იგორ ტიმოფეევი). როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, „ევროკავშირში არ არიან დარწმუნებულები, რომ უკრაინა 90 მილიარდი ევროს კრედიტს მიიღებს. არსებობს ზოგიერთი პრობლემა, რომლებიც მხოლოდ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის დაბლოკვით არ გამოიხატება“. […]

“დონალდ ტრამპის გამოსავალი ირანთან ომში”-The New York Times

Editor Dali
0
„დონალდ ტრამპის გამოსავალი ირანთან ომში“ – ამ სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times). მისი ავტორი თომას ფრიდმანი აღნიშნავს, ირანთან ომის გამო დონალდ ტრამპი არასასიამოვნო მდგომარეობაშია ჩავარდნილი, მაგრამ მას მაინც აქვს შესაძლებლობა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები ირანისათვის მისაღები გარკვეული პირობების საფუძველზე. გთავაზობთ ვრცელი სტატიის შემოკლებულ ვარიანტს: აშშ-ის პრეზიდენტმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა […]

“დონალდ ტრამპის ომი ირანთან წარუმატებელია და მან ეს თვითონაც კარგად იცის. პრეზიდენტი თავის შეცდომის შედეგებს ნატოელ მოკავშირეებს აბრალებს”-The Daily Telegraph

Editor Dali
0
„დონალდ ტრამპის ომი ირანთან წარუმატებელია და მან ეს თვითონაც კარგად იცის. პრეზიდენტი თავის შეცდომის შედეგებს ნატოელ მოკავშირეებს აბრალებს“ – ასეთი სათაურით აქვს ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორის, სამხედრო ექსპერტის ჰემიშ ბრეტონ-გორდონის აზრით, აშშ-ისა და ისრაელის ლიდერების მიერ ირანის წინააღმდეგ ერთი თვის წინ დაწყებული ომი თეთრი სახლის მოლოდინებს არ ამართლებს, […]

ტერიტორიული პრინციპით პირველკლასელთა რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება

Editor Dali
0
პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ტერიტორიული პრინციპი საპილოტე რეჟიმში 12 ქალაქში ამოქმედდება. „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი განისაზღვრა, რომელიც […]

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა ახლო აღმოსავლეთის ესკალაცია: უახლესი ინდიკატორები, მესამე განახლება

Editor Dali
0
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების ფონზე, თიბისი კაპიტალი განაგრძობს საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის რეალურ დროში შეფასებას, რაც გულისხმობს დაკვირვებას ომის დასრულების ალბათობის ცვლილებაზე, დეპოზიტების კონვერტაციებზე, ფრენების სიხშირეზე, Google-ის სისტემაში ძიებებზე, უნაღდო დანახარჯებზე, საერთაშორისო სასაქონლო პროდუქტების ფასებზე, საპროცენტო განაკვეთებსა და რისკის პრემიებზე. გლობალურ ბაზრებზე განწყობები ცვალებადი რჩება, მხოლოდ ხანმოკლე გაუმჯობესებითა და შემდეგ კვლავ გაუარესებით, რა მხრივაც გამონაკლისი არც […]

“Wellbeing Magazine-რატომ არის საქართველო ევროპაში საუკეთესო და ხელმისაწვდომი ველნეს მიმართულება”

Editor Dali
0
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ცნობილმა ბრიტანულმა სამოგზაურო გამოცემამ Wellbeing Magazine საქართველოს შესახებ სტატია მოამზადა, რომელიც Microsoft-ის პორტალითაც MSN გავრცელდა. Wellbeing Magazine-ის ჟურნალისტმა შებს ალომმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მედია ტურის ფარგლებში იმოგზაურა და მკითხველს საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა. ჟურნალისტმა დედაქალაქთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოინახულა. „საქართველოში არასდროს […]

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

Editor Dali
0
საქართველოში ტექნოლოგიური განათლების განვითარებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა 2025 წელს ბოლოს, თიბისისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) პარტნიორობით, ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა. ჰაბი აერთიანებს ქვეყანაში არსებულ საოლიმპიადო ეკოსისტემას და ქმნის ერთიან, სისტემურ პლატფორმას მომავალი ტექ ტალანტების აღმოსაჩენად და მხარდასაჭერად. საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადები ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან ტარდება. მიუხედავად იმ პერიოდის სირთულეებისა, ქართველი მოსწავლეები […]

ინტერვიუ საქართველოში ყაზახეთის ელჩთან, მალიკ მურზალინი – “Georgian Times”-ის გადაცემაში “რეალური პოლიტიკა”

Editor Dali
0
საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი, მალიკ მურზალინი, მალხაზ გულაშვილი-ის გადაცემაში „რეალური პოლიტიკა“ ყაზახეთში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის მნიშვნელობაზე, ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და საქართველო–ყაზახეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დინამიკაზე საუბრობს. მისი შეფასებით, თანამშრომლობა სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს და მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებს. დღეს ჩვენს სტუდიაში საინტერესო სტუმარია — ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი მალიკ მურზალინი. – […]