,,ვამზადებთ დამატებით ზომებს, მათ შორის, სანქციებს”- ვედანტ პატელი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს ევროატლანტიკურ მისწრაფებებში, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა. მისივე თქმით, აშშ ამზადებს დამატებით ზომებს, მათ შორის, სანქციებს. „ამ ადმინისტრაციას კვლავ საკმაოდ დიდი სამოქმედო არეალი აქვს. ჩემი თვალსაზრისით, ოთხი-ხუთი კვირა დიდი დროა. ამ პერიოდში ბევრი რამ შეიძლება, მოხდეს. საბოლოოდ, საქმე ეხება იმას, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს […]

,,ჩვენ არ გვაქვს ძალა ყირიმისა და დონბასის დასაბრუნებლად ”- ზელენსკი

ჩვენ არ გვაქვს ძალა ყირიმისა და დონბასის დასაბრუნებლად, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ გაზეთ Le Parisien-თან ინტერვიუში. კითხვაზე – თქვენ ისაუბრეთ დიპლომატიურ გადაწყვეტაზე ამ ომის შესაჩერებლად. რა კომპრომისებისთვის იქნებით მზად? დათმობთ, თუნდაც დროებით, ყირიმს ან დონბასს? – უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა: ჩვენ არ შეგვიძლია დავთმოთ ჩვენი ტერიტორიები. სწორედ უკრაინის კონსტიტუცია გვიკრძალავს ამას. დე ფაქტო ამ ტერიტორიებს დღეს რუსები აკონტროლებენ. […]

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს გზებზე არსებული ვითარების შესახებ აფრთხილებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს გზებზე არსებული ვითარების შესახებ აფრთხილებს. უწყების ცნობით, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში. ზვავსაშიშროების საფრთხის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა

TRT World: სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირს მოუწოდა, დაამხოს ქვეყნის ახლად არჩეული მთავრობა

თეა მოსაშვილი
-2
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირს მოუწოდა, დაამხოს ქვეყნის ახლად არჩეული მთავრობა და ჩაატაროს ახალი არჩევნები, – წერს ინგლისურენოვანი თურქული მაუწყებელი TRT World-ი. თურქული გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს აჩენს შეშფოთებას პოტენციურ საგარეო პოლიტიკურ ჩარევასთან დაკავშირებით. „ევროპამ უნდა გამონახოს ბერკეტი, რომ იმოქმედოს. თუ ევროპას არ შეუძლია ბერკეტის გამოყენება 3.7-მილიონიან ქვეყანაზე, როგორ უნდა მოველოდოთ იმას, რომ [ევროპა] კონკურენციას გაუწევს 21-ე საუკუნის […]

ინსტიტუციური განვითარების ფარგლებში დაწყებული რეორგანიზაციის თაობაზე ცსკ განცხადებას ავრცელებს

ინსტიტუციური განვითარების ფარგლებში დაწყებული რეორგანიზაციის თაობაზე ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს. „17 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დაწესებულებაში დაწყებულ რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ეს ნაბიჯი პირდაპირ არის დაკავშირებული ინსტიტუციური განვითარების შემდეგ ფაზასთან და მიზნად ისახავს ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფას. დროთა განმავლობაში და განსაკუთრებით საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებები ვითარდება, რაც ხშირად საჭიროებს სტრუქტურულ და […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 19 დეკემბერს

Editor Dali
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8023 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8023 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8117 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0094 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9416 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9483 ლარს შეადგენდა. […]

ცენტრალური საარჩევნო კომისია დაწყებულ რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Editor Dali
0
17 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დაწესებულებაში დაწყებულ რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ეს ნაბიჯი პირდაპირ არის დაკავშირებული ინსტიტუციური განვითარების შემდეგ ფაზასთან და მიზნად ისახავს ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფას. დროთა განმავლობაში და განსაკუთრებით საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებები ვითარდება, რაც ხშირად საჭიროებს სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს. 17 დეკემბერს, 12:00 საათზე, გაიმართა ცესკოს სხდომა და დამტკიცდა ახალი […]

“ქართულმა ოცნებამ” საკანონმდებლო ცვლილებებით საჯარო მოხელე მძევლად აიყვანა, მივმართავ საჯარო სექტორის მოხელეებს, გააკეთეთ სწორი არჩევანი, ამოიღეთ ხმა -გიორგი გახარია

Editor Dali
-1
„ქართულმა ოცნებამ“ ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომლებიც ყველანაირი საფუძვლის გარეშეც რიგითი საჯარო მოხელის სამსახურიდან გაგდების შესაძლებლობას აძლევს, ამ ცვლილებებით „ოცნებამ“ საჯარო მოხელე მძევლად აიყვანა, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საჯარო სექტორის საშუალო რგოლი ყოველთვის იყო ის ფუნდამენტი და ბაზა, რომელიც პირველ რიგში იბრძოდა ქვეყნის […]

დისკუსია არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ერთად დავიცვათ ეროვნული ინტერესები – პრემიერი

Admin Tamuna
0
ორი კვირაა, ვადასტურებთ მზაობას დიალოგისთვის, ნებისმიერ გულწრფელ ადამიანს შეუძლია, მოვიდეს და გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დიალოგზე შეთავაზებას გამოხმაურება ამ დრომდე არ მოჰყოლია. „გუშინ გამოვეხმაურე მაგალითად შოთა არველაძის განცხადებას, მასაც შეუძლია, წამოიყვანოს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ენდობა, მათ შორის კომპეტენციის კუთხით, გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველა […]

მოხდება თუ არა რევოლუცია საქართველოში – Der Standard

Admin Tamuna
0
„ავტოკრატიულ სახელმწიფოების მმართველებისათვის აუცილებელი არ არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ისინი, როგორც წესი, თვითონ წყვეტენ, თუ რა არის სწორი და რა არის, თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ხედვით. კრიზისულ სიტუაციებში მათ იმედი აქვთ, რომ წესრიგს არასამხედრო სპეცრაზმების მეშვეობით დაამყარებენ. ასე ხდება, მაგალითად, ირანში, სადაც ამ მიზნით „ისლამური რევოლუციის გუშაგები“ გამოიყენებიან და რომლებიც „სახელმწიფოს მტრებზე“ თავდასხმებს აწყობენ. ასე ხდება […]

დამიბრუნე ჩემი ხმა, რადგან მოპარული არჩევნები ჩატარდა და რაც მთავარია, ჩემი ევროპული მომავალი – სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარებს

Admin Tamuna
0
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა მასობრივად გამოდის ქუჩაში არა სოციალური პრობლემების გამო, არამედ როდესაც აღიქვამს თავისუფლებასთან, ევროპულობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საფრთხეს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „საქართველოს პროტესტი ახასიათებდა მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა გრძნობდა, აღიქვამდა საფრთხეს ევროპულობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. საქართველოში არასდროს ყოფილა მასობრივი პროტესტი სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, ამის ბევრი მიზეზია, არადა, ამასთან […]

“საბა” 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია

Admin Tamuna
0
ორ ათწლეულზე მეტია, “საბა” ყოველწლიურად აჯამებს და აფასებს თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ პროცესს. ლიტერატურული წლის ერთგვარი კულმინაციაა საზეიმო დაჯილდოება, რომელიც გამოავლენს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს. ტრადიციულად, წელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა ლიტერატურულმა ჟიურიმ და გამარჯვებული ავტორები გამოავლინა. საქართველოში შექმნილი ვითარების ფონზე, წელს “საბას“ საზეიმო დაჯილდოება არ ჩატარდება. იმედი გვაქვს, რომ მომავალი, 23-ე “საბას“ გამარჯვებულებს საზეიმო დაჯილდოებაზე […]