სახელმწიფო დეპარტამენტი დგამს შემდგომ ნაბიჯებს სავიზო შეზღუდვების დაწესებისთვის ქართველი სამართალდამცველების, უსაფრთხოების სისტემისა და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ-მეთიუ მილერი

Editor Dali
0
სახელმწიფო დეპარტამენტი დგამს შემდგომ ნაბიჯებს სავიზო შეზღუდვების დაწესებისთვის ქართველი სამართალდამცველების, უსაფრთხოების სისტემის წარმომადგენლებისა და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში, რომელიც აშშ-ის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მეთიუ მილერის თქმით, სანქციები გათვალისწინებული იქნება იმ სამართალდამცველების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში და მუნიციპალური ხელისუფლების იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც „ბოროტად […]

ხაზს ვუსვამთ ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს გზას გაწევრიანების მიმართულებით, ხელისუფლების მიერ დღევანდელი კურსის შეცვლის შემთხვევაში – ევროპული საბჭო

Editor Dali
0
ევროპული საბჭო ლიდერების სამიტის შედეგებს აქვეყნებს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. სამიტის პირველი დღის შემდეგ, ევროკავშირის საბჭომ შემაჯამებელი დოკუმენტი გამოაქვეყნა, სათაურით „ევროკავშირი მსოფლიოში, მდგრადობა, მზადყოფნა, კრიზისების პრევენცია და რეაგირება, მიგრაცია და სხვა საკითხები“, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საბჭო იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. „საბჭო წუხილს […]

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ახლობელ ადამიანთან უთანხმოება და კამათი. შეეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ და ემოციები აკონტროლოთ. უმჯობესია ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ და საქმეს შეუდგეთ. ნუ გადადებთ ხვალამდე იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ, მაგრამ თავი შეიკავეთ სამსახურში დამატებითი პასუხისმგებლობის აღებისგან, თორემ შეიძლება, ვერც ძირითად საქმეს გაუმკლავდეთ და ვერც დამატებითს. კურო მზად ხართ, ადამიანებს უანგაროდ დაეხმაროთ, მაგრამ ნურც […]

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაურსა და მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა

Editor Dali
0
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა. დეპარტამენტის განცხადების თანახმად, გომელაური და კეზევაძე განისაზღვრენ, როგორც უცხოელი პირები, რომლებიც არიან ან იყვნენ უწყების ლიდერები ან თანამდებობის პირები, მათ შორის ნებისმიერი სამთავრობო უწყების, რომელიც ჩაერთო ან რომლის წევრებიც ჩაერთნენ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში. ეს სანქციები მაგნიტსკის გლობალური […]

თბილისში მოქმედი მთავრობა უარს ამბობს ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, მოგიწოდებთ, მოახდინოთ ზეწოლა-ზელენსკიმ ევროკავშირის სამიტის მონაწილეებს მიმართა

Editor Dali
0
საქართველოში რუსეთის კონტროლს დაქვემდებარებული მაფია მუშაობს, რომ ქვეყანა პუტინის გავლენის ქვეშ მოაქციოს და ის ევროპულ გზას ჩამოაშოროს,- ამის შესახებ ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის გამოსვლის ტექსტს უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყველა ევროპული ქვეყნის ევროკავშირის სტრუქტურებში და ნატო-ში გაწევრიანებით არის შესაძლებელი. „მადლობელი ვარ ყველასი, […]

ეუთო-ს 17 ქვეყანა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

Editor Dali
0
ეუთო-ს 17 ქვეყანა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადება ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე ნიდერლანდების წარმომადგენელმა წარადგინა. განცხადების ხელმომწერები არიან ნიდერლანდები, ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო და აშშ. „ჩვენი ქვეყნები სამ ათეულ წელზე მეტია, საქართველოსა და ქართველ ხალხთან პარტნიორობის ერთგულნი არიან. ჩვენ […]

დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

Editor Dali
0
გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და კიდევ ოთხ პირს სანქციების დაუწესა. შესაბამისი ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სანქციები ასევე დაუწესდათ სულხან თამაზაშვილს, მილერი ლაგაზაურს, ზვიად ხარაზიშვილსა და ალექსანდრე დარახველიძეს. სანქციები მოიცავს აქტივების დაყადაღებასა და სამოგზაურო შეზღუდვებს. როგორც დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ეს პირები პასუხისმგებელი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე. კერძოდ, ევროკავშირში […]

უცხოური ვალუტის კურსი 20 დეკემბრისთვის

Admin Tamuna
-1
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8091 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8091 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8023 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0068 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9248 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9416 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის ერთობა, მშვიდობა და კეთილდღეობა – ილია მეორე

Admin Tamuna
0
საქართველოს საპატრიარქო წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღესთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მილოცვას ავრცელებს. „ყველას გილოცავთ მსოფლიო დიდი წმინდანის და საქართველოს ეკლესიის გამორჩეული მფარველის, წმ. ნიკოლოზის ხსენებას. მისი მეოხება და მეოხება წმ. იოანე დამასკელის, წმ. ბარბარესი და ღირსი საბა განწმენდილისა, რომელთა ხსენებაც გუშინ და გუშინწინ ვიზეიმეთ, არ მოკლებოდეს თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს. ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის […]

როგორ დაკარგა ემანუელ მაკრონმა აფრიკა – Le Point

Admin Tamuna
0
აფრიკის კონტინენტიდან საფრანგეთის გაძევებას, რუსეთისა და ჩინეთის გავლენების გაფართოების ფონზე, შორს მიმავალი შედეგები ექნება როგორც ევროკავშირისათვის, ასევე მსოფლიო გეოპოლიტიკისათვის“, – წერს ფრანგული ყოველკვირეული ჟურნალი „პუენი“ (Le Point) სტატიაში სათაურით „როგორ დაკარგა ემანუელ მაკრონმა აფრიკა“ (ავტორი – ნიკოლა ბავერე). გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს: სენეგალის პრეზიდენტმა ბასირუ დიომამ ამ სამიოდე კვირის წინათ, 28 ნოემბერს,  ქვეყნიდან ფრანგული სამხედრო კონტინგენტის […]

უკრაინა ნატოს წინაშე გამოცდას აბარებს – DikGazete

Admin Tamuna
0
თურქული პოპულარული გამოცემა „დიკგაზეტე“ (DikGazete) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინა ნატოს წინაშე გამოცდას აბარებს: მიზანი – გერმანიის პრეცედენტის გამეორება“ (ავტორი – ჰასან ენეს კარახანი). უკრაინა ნატოში გაწევრიანებისაკენ ისწრაფვის, თუნდაც „ნაწილობრივად“, როგორც ეს თავის დროზე დასავლეთ გერმანიამ მოახერხა. ამას წინათ ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ დასავლეთი გერმანია, საბჭოთა კავშირის კრიტიკის მიუხედავად, ნატოს მაინც შეურთდა და, ალბათ, […]

ჩვენ ვლადიმერ პუტინს „ერთი ადგილი“ უნდა მივუჩინოთ – Le Parisien

Admin Tamuna
0
„უკრაინა უარს არ იტყვის ნატოს წევრად მიღებაზე და არავის დაუთმობს თავის ტერიტორიებს“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი ფრანგული გაზეთის „ლე პაღიზიენის“ (Le Parisien) მკითხველებთან ვიდეოკონფერენციის დროს, როცა მსოფლიოს ლიდერები პარიზში შეიკრიბნენ და ნოტრდამის აღდგენილი ტაძარი მოინახულეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ნათქვამიდან გამომდინარეობს, რომ კიევი ომს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და უკანასკნელ ჯარისკაცამდე აგრძელებს. „ჩვენ ვლადიმერ პუტინს „ერთი ადგილი“ […]