„საახალწლო სოფელი“ 21 დეკემბერს გაიხსნება და 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს

Admin Tamuna
0
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „საახალწლო სოფელი“ 21 დეკემბერს გაიხსნება და 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ქალაქში რაც კეთდება, ყველასთვის კეთდება, რადგან საზოგადოება არ უნდა იყოს დაყოფილი პოლიტიკური ნიშნით. „ახალი წელი მოდის და დედაქალაქიც ემზადება საახალწლოდ, რათა მოსახლეობას და ჩამოსულ სტუმრებს ვაჩუქოთ ლამაზი დღეები. ორი […]

თქვენ მიერ წახალისებული ოპოზიცია მობილიზებას უწევს მხარდამჭერებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ – ტიერი მარიანი ევროპარლამენტარებს

Admin Tamuna
0
საქართველოში, ისევე როგორც რუმინეთში, ევროკავშირი უარყოფს ხალხის არჩევანს. საქართველო იქცა დესტაბილიზაციის სურნელით გაჟღენთილი, ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ უცხოეთიდან ორკესტრირებული მცოცავი აჯანყების თეატრად, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. მან ევროპარლამენტის წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ ოპოზიცია მაიდანის სტილში ესკალაციას და პროვოკაციებს აწყობს სწორედ ევროპარლამენტარების წახალისებით, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველო და მისი ინსტიტუციები მტკიცედ დგანან. […]

18-19 დეკემბრის ამინდის პროგნოზი

Admin Tamuna
0
სინოპტიკოსები 18-დან 19 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს უმეტეს რეგიონში, მათ შორის დედაქალაქში, ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ, მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ხოლო ზღვაზე ოთხბალიანი შტორმია ნავარაუდები. უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით ამინდი საქართველოს ტერიტორიაზე 20 დეკემბრიდან გაუმჯობესდება.

 სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოუკლავთ, მაგრამ მთავრობის “ბანდიტების” ხელით თუ სიკვდილი მოხდება, პოლიტიკური გარემო უფრო არასტაბილური გახდება -მაკკეინის ინსტიტუტის მისიის განცხადება საქართველოს შესახებ

Editor Dali
0
მისია შეშფოთებულია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ოფიციალური ძალადობის მასშტაბით და სიმძიმით, – ამის შესახებ აღნიშნულია მაკკეინის ინსტიტუტის მისიის განცხადებაში. როგორც მისიის შეფასებაშია ნათქვამი, „სასწაულია, რომ ჯერ კიდევ არავინ მოუკლავთ, მაგრამ ეს რისკი გაიზრდება, თუ წამება გაგრძელდება, მთავრობის „ბანდიტების“ ხელით სიკვდილი თუ მოხდება, პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო არასტაბილური გახდება“. „ჩვენ ბევრი მოსაუბრისგან მოვისმინეთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების წინ […]

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი საკმაოდ დაძაბული დღეა. გირჩევთ, მშვიდად იმუშაოთ, რადგან აჩქარება შეცდომებს გამოიწვევს და ძველ პრობლემებს ახლები დაემატება. შესაძლოა, რაღაც საკითხთან დაკავშირებით აზრი შეიცვალოთ, რაც იდეის განხორციელების შანსს მოგცემთ. გაუფრთხილდით საყვარელ ადამიანებს, მხოლოდ მათ შეუძლიათ მიზნის მიღწევაში დაგეხმაროთ. კურო სწავლისა და მუშაობისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ სარისკო მოქმედებებზე და ექსპერიმენტებზე უარი უნდა თქვათ. მოერიდეთ მტკივნეულ თემებზე კამათს – […]

იტალიამ კაია კალასის მიერ შემოთავაზებული ზომების, მათ შორის სანქციების შესახებ ინიციატივებზე მხარდაჭერა გამოხატა -იტალიის საგარეო უწყება

Editor Dali
0
იტალიამ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ შემოთავაზებული ზომების, მათ შორის სანქციების შესახებ ინიციატივებზე მხარდაჭერა გამოხატა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის საგარეო უწყება ავრცელებს. “საქართველოში არსებულ ვითარებაზე საგარეო საქმეთა საბჭოს დისკუსიის დროს, იტალიამ, რომელმაც ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში მომხდარი ძალადობის უმკაცრესად დაგმობა გაიმეორა, ასევე, უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის მიერ შემოთავაზებული ზომების მხარდაჭერა გამოხატა, მათ შორის სანქციების შესახებ ინიციატივებზე […]

სრულად დავუჭირეთ მხარი საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს – დეზინფორმაცია საფრთხეა ჩვენი დემოკრატიებისთვის -ესპანეთის საგარეო უწყება

Editor Dali
0
ესპანეთმა სრულიად დაუჭირა მხარი საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. ესპანეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ დეზინფორმაცია საფრთხეა დემოკრატიებისთვის, რასაც ყოველთვის შეეწინააღმდეგება. “ესპანეთი ძალიან მკაფიოდ გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში სამოქალაქო უფლებებსა და დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე. ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. დეზინფორმაცია […]

აქციაზე გიორგი ვაშაძეს თავს დაესხნენ

Editor Dali
0
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მას აქციაზე თავს დაესხნენ. ვაშაძემ მედიას აჩვენა სახრახნისი რომლითაც, მისივე განმარტებით, კონკრეტული პიროვნება თავს დაესხა და ყელის არეში სურდა დარტყმა. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და მცირედი დაზიანება აქვს. „კარგად ვარ. ვსაუბრობდი უბრალოდ და თავს დამესხა კონკრეტული პიროვნება, არსებობს ვიდეოკადრები, დააფიქსირა ხალხმა, ვინ არის […]

ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ ლიდერებს მიანიჭა

Editor Dali
0
ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ ლიდერებს მიანიჭა. დაჯილდოების ცერემონია სტრასბურგში გაიმართა. „აზრის თავისუფლებისთვის“ ჯილდო გადაეცა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერ ედმუნდო გონსალესს, რომელიც სტრასბურგში იმყოფებოდა. მისი თანამებრძოლი მარია მაჩადო, რომელიც ვენესუელაშია, ცერემონიაში დისტანციურად მონაწილეობდა. „ეს ადამიანები უშიშრად იცავდნენ ღირებულებებს, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ვენესუელის მილიონობით მოქალაქისთვის და ევროპარლამენტისთვის – სამართლიანობა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ. […]

არასდროს ვიკარებდი ხალხს, ვინც თვლიდა, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ფულის შოვნას ნიშნავს, ამიტომ არაფერი დამრჩა საქართველოში, გარდა ყვარლის ვენახისა და პატარა სახლისა, რომელიც უკვე იშლება-სააკაშვილი

Editor Dali
0
ყველა თავისი საზომით ზომავს. არასდროს ვიკარებდი იმ ხალხს, ვინც თვლიდა, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ფულის შოვნას ნიშნავს. სწორედ ამიტომ, პრაქტიკულად არაფერი დამრჩა საქართველში, გარდა ყვარლის 1.5 ჰექტარი ვენახისა და პატარა სახლისა, რომელიც უკვე იშლება. ამერიკაში და უკრაინაში არასდროს თავზე არ გადამდიოდა, მაგრამ არც მშიოდა და უკრაინაში პირველად ნორმალური სახლიც გამიჩნდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი […]

ევროკავშირის დონეზე გამართული შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოჩენის არჩევანით იმედგაცრუებული ვართ-რუმინეთის საგარეო უწყება

Editor Dali
0
იმედგაცრუებული ვართ ევროკავშირის დონეზე გამართული შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოჩენის არჩევანით, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე წერს. რუმინეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ „შეშფოთებული არიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ევროკავშირთან დიალოგის შესახებ და ქართველების ლეგიტიმური საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი ჩახშობის გამო“. „ღრმად იმედგაცრუებული ვართ ევროკავშირის დონეზე გამართული შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოჩენის არჩევანით. ჩვენ ამ შესაძლებლობას […]

როტერდამის კინოფესტივალზე ქართული კინოკლასიკის – “სხვისი შვილების” – აღდგენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება

Editor Dali
0
წელს ვენეციის კინოფესტივალზე საქართველოს ეროვნული კინოცენტრსა და როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, როტერდამის რიგით 54-ე კინოფესტივალზე თენგიზ აბულაძის კინოკლასიკის – „სხვისი შვილების“ – აღდგენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება. კინოფესტივალი 2025 წლის 30 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. ქართული კინოშედევრის ჩვენება ფესტივალის ერთ-ერთი სექციის – Cinema Regained-ის ფარგლებში მოეწყობა. ფილმის რესტავრირებული ვერსია 2023 წელს […]