“ურსულა ფონ დერ ლაიენის მუდმივი სახელისუფლებო თამაშები ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებს აღიზიანებს”-Politico

Editor Dali
0
„ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს, მათ შორის ევროკომისიის მეთაურის ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელისუფლებასაც“, – წერს ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბრიუსელში, ბელგია) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ურსულა ფონ დერ ლაიენის მუდმივი სახელისუფლებო თამაშები ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებს აღიზიანებს“ (ავტორები – ბარბარა მუნსი და ჯაკობო ბარიგაცი). „ზოგიერთი ევროპელი ლიდერი აღშფოთებულია ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითნებური მოქმედებით და სურთ, რომ მას „ერთი ადგილი“ მიუჩინონ“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში. გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით: ევროკავშირის მაღალჩინოსან დიპლომატებს […]

სამწუხაროა, რომ აშშ-ის დამარცხებული ადმინისტრაცია ბოლო დღეებს იყენებს, რათა თავს დაესხას ქართველ ხალხს და ხელისუფლებას -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
სამწუხაროა, რომ აშშ-ის დამარცხებული ადმინისტრაცია ბოლო დღეებს იყენებს, რათა თავს დაესხას ქართველ ხალხს და ხელისუფლებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აშშ-ის სანქციები არასწორ დამოკიდებულებას აჩვენებს ქართველი ხალხის მიმართ. „უპირველეს ყოვლისა, ეს არის კიდევ ერთი თავდასხმა აშშ-ის წარმავალი ადმინისტრაციისა ქართველ ხალხზე. სამწუხაროა, რომ არჩევნებში დამარცხებული ადმინისტრაცია მის ბოლო დღეებს იყენებს, რათა […]

 ეუთო/ოდირის ანგარიშით სრულად განადგურდა რადიკალური პარტიების, „ენჯეოების“ და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ბრალდება 300 000 ხმის გაყალბების, სიების დუბლირების შესახებ -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს წარმავალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდი ამ დარღვევაზე საჯაროდ მიუთითებდა, თუმცა ეს  სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ანგარიშებში არ ასახეს. „მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს წარმავალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, რომელმაც, […]

ეუთო/ოდირმა ოპოზიციის ხუთი მთავარი ტყუილი ამხილა-შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
ეუთო/ოდირის მიერ მომზადებული საბოლოო ანგარიშის ძირითადი დასკვნები, როგორც მოსალოდნელი იყო, შეესაბამება „ქართული ოცნების“ შეფასებებსა და კონკურენტული და თავისუფალი არჩევნების კრიტერიუმებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეუთო/ოდირის დასკვნა არის ის წყალგამოყოფი, სადაც უნდა დასრულდეს ყველანაირი დამაზიანებელი სპეკულაცია არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. „მინდა, გაგაცნოთ საპარლამენტო არჩევნების შესახებ […]

ეუთო/ოდირის დასკვნა ხელახალი არჩევნების საფუძველია -ოთხი ოპოზიციური გაერთიანება ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

Editor Dali
0
„ძლიერი საქართველოსთვის,“ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც ოპოზიციური გაერთიანებების განცხადებაშია აღნიშნული, ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნებმა ვერ უზრუნველყო მოქალაქეების კონსტიტუციური საარჩევნო უფლების რეალიზაცია. „ეუთო/ოდირი უკვე მრავალი წელია, აკვირდება საარჩევნო პროცესს საქართველოში. 2024 წლის არჩევნების შეფასება ისტორიულად ყველაზე ნეგატიური დასკვნაა, რომელიც ამ ორგანიზაციას ოდესმე […]

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Admin Tamuna
0
21 დეკემბერი ასტროლოგიურად აქტიური და მოვლენებით დატვირთული დღეა. მთვარე ვერძის ნიშანში იმყოფება, რაც ხელს უწყობს ახალი საქმეების დაწყებასა და ფინანსური საკითხების მოგვარებას. ზოგადი რეკომენდაციები: ახალი წამოწყებები: დღე ხელსაყრელია ახალი პროექტების დასაწყებად, უძრავი ქონების შესაძენად და ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. სწავლა და გამოცდები: სწავლისა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. ურთიერთობები: მოერიდეთ კამათსა და სასამართლო საქმეებს. სასურველია საოჯახო კონფლიქტების მოგვარება და […]

ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო – ცესკო

Admin Tamuna
0
26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო – ამ ფაქტს ადასტურებს ეუთო/ოდირის მიერ დღეს გამოქვეყნებული დასკვნა, რომლითაც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში (90% და მეტი) საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა შეფასდა დადებითად. ხაზგასმულია, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატების 99%-მა იმუშავა გამართულად, ხმის მთვლელი აპარატის შედეგები კი ემთხვეოდა ხელით დათვლილ შედეგებს. ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა რომ ამის ვალდებულება […]

მთლიანობაში, ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული – ირაკლი კობახიძე

Admin Tamuna
0
პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული. როგორც პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, დღევანდელი დასკვნა იმეორებს იმ დასკვნას, რაც ეუთო/ოდირმა არჩევნების შემდეგ გამოაქვეყნა. კობახიძის თქმით, მოსალოდნელია ოპოზიციის მხრიდან ეუთო/ოდირის მიმართ თავდასხმები. „მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული. ეს იკითხება ეუთო/ოდირის დასკვნის საერთო შინაარსიდან. მინდა მადლობა გადავუხადო […]

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში OSCE/ODIHR წინასწარ დასკვნებს ადასტურებს – ეუთო/ოდირი

Admin Tamuna
0
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში OSCE/ODIHR წინასწარ დასკვნებს ადასტურებს, – ამის შესახებ ნათქვამია ეუთო/ოდირის არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში. “აღინიშნება, რომ იყო ნაბიჯები, რომლებიც საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ამცირებდნენ, ისევე როგორც ამომრჩევლებზე ზეწოლა, რამაც საარჩევნო დღის პრაქტიკებთან კომბინაციაში ზოგ ამომრჩეველს შურისძიების შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მისცა“. „არჩევნების შემდგომი მოვლენებისა და საჩივრების შეფასების დროს ODIHR-მა […]

სოროსმა დაკარგა ვაშინგტონი პრეზიდენტ ტრამპის ხელახლა არჩევის შედეგად, თუმცა ბრიუსელი კვლავ მის ხელშია – ორბანი

Admin Tamuna
0
სოროსმა დაკარგა ვაშინგტონი პრეზიდენტ ტრამპის ხელახლა არჩევის შედეგად, თუმცა ბრიუსელი კვლავ მის ხელშია, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. „სოროსის ქსელს ორი შტაბ-ბინა ჰქონდა, მაგრამ სოროსის ქსელმა დაკარგა ამერიკა. ახლა ის კონცენტრირდება ბრიუსელში. ასე რომ, ჩვენი მომავლის გასაღებია, შეძლებენ თუ არა „პატრიოტები“ [ევროპული პოლიტიკური გაერთიანება] უმრავლესობის მოპოვებას და სოროსისგან ბრიუსელის დაბრუნებას. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და […]

მთელ ოპოზიციაში არ გამოინახა კომპეტენტური ადამიანი, რომელიც პრემიერის მოწოდებას გამოეხმაურებოდა – გივი ჩხარტიშვილი

Admin Tamuna
-1
მთელ ოპოზიციაში არ გამოინახა კომპეტენტური ადამიანი, რომელიც პრემიერის მოწოდებას გამოეხმაურებოდა და მიმდინარე პროცესებს კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანდა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, გივი ჩხარტიშვილმა განაცხადა. მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა და მათ ქვეყნის გამყიდველები უწოდა. „თქვენ რომ ქვეყანა გიყვარდეთ, თქვენ რომ ღირსება გაგაჩნდეთ, მოსახლეობას შეცდომაში არ შეიყვანდით, […]

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ადამიანი ჩვეულებრივი თაღლითია – მაჭარაშვილი გვარამიაზე

Admin Tamuna
0
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „მთა­ვა­რი არ­ხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის განცხადება მედიასთან შეაფასა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნიკა გვარამია თაღლითია. „როდესაც გვარამია „რუსთავი2“-ში მუშაობდა და სასამართლომ ის გაამტყუნა თანხის მითვისებაში, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ატყდა ჟრიამული, რომ როგორ შეიძლებოდა მედია მენეჯერის დაკავება, ეს იყო ტყუილი და ა.შ. ახლა, კიდევ ერთხელ, ხომ დადასტურდა, […]