2024 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ 1.9 პროცენტი შეადგინა

Editor Dali
0
2024 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ 1.9 პროცენტი შეადგინა, დეკემბრის ინფლაცია კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის განმავლობაში ფასებმა მოიმატა ბოსტნეულზე თითქმის 16 პროცენტით, შაქარსა და სხვა სახის ტკბილეულზე – 7 პროცენტით, უალკოჰოლო სასმელებზე – 5 პროცენტით. თევზეული ასევე 5 […]

ნიკო ლეკიშვილი გარდაიცვალა

Editor Dali
0
თბილისის ყოფილი მერი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და თბილისის საპატიო მოქალაქე, ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ნიკო ლეკიშვილი სხვადასხვა წლებში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.  1993-1995 წლებში იყო თბილისის მერი. 1995-1998 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის […]

ახალი წლის ღამეს, ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში პიროტექნიკით დაშავებული 40 ადამიანი შეიყვანეს, ხოლო კვებითი ინტოქსიკაციით – 131 პაციენტი

Editor Dali
0
ახალი წლის ღამეს თბილისში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავების გამო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში 33 ზარი შევიდა. მათ შორის ჰოსპიტალიზაცია 20 მოქალაქეს დასჭირდა.  რაც შეეხება სხვა ქალაქებსა და რეგიონებს, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო დაფიქსირდა 25 შეტყობინება, აქედან 20 პაციენტი ჰოსპიტალიზებულია. ცენტრის ინფორმაციითვე, ახალი წლის ღამეს თბილისში ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით 208 გამოძახება დაფიქსირდა. ამ მიზეზით ჰოსპიტალიზებულია […]

გოგა ხაინდრავა გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს მიმართავს

Editor Dali
0
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა  საქართველოში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს სოციალურ ქსელში მიმართავს. “ხერ ფიშერ! “შიგ ევროპული” უწყვეტი! გაუნელებელი პროტესტის მონაწილე! აღშფოთებული პროდასავლელი პროტესტანტები! დაჟინებით მოვითხოვთ! სასწრაფოდ გამოუშვით შოლც-ბერბოკის პროპუტინული რუსული რეჟიმის მიერ დაპატიმრებული მშვიდობიანი პიროტექნიკოსი პოლიტპატიმრები! ვგმობთ დემოკრატიის უკუსვლას!”,-  წერს ხაინდრავა პლატფორმა X-ზე.   შეგახსენებთ, ბერლინში, ახალი წლის ღამეს მომხდარი თავდასხმების შედეგად, 30 პოლიციელი და ერთი […]

ევროპაში გაზის ფასმა 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია

Editor Dali
0
2025 წლის პირველ სავაჭრო დღეს, 2 იანვარს ევროპაში გაზის ფასმა 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს. სააგენტო გაზის გაძვირებას სამი ფაქტორის კომბინაციით ხსნის. პირველ მიზეზად ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერება დასახელდა; მეორე მიზეზი არის ის, რომ ნორვეგიის ქალაქ ჰამერფესტში თხევადი ბუნებრივი აირის ქარხანამ კომპრესორის გაუმართაობის გამო მუშაობა 9 იანვრამდე შეაჩერა; […]

დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ომის დასრულებაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს-ზელენსკი

Editor Dali
0
დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ომის დასრულებაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი შესაძლოა, დაეხმაროს მათ რუსეთის დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის შეჩერებაში. „ტრამპი შეიძლება, გახდეს გადამწყვეტი. ჩვენთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მისი თვისებებია მნიშვნელოვანი. მას შეუძლია, შეაჩეროს პუტინი. უფრო სამართლიანი იქნება, ვთქვათ, რომ მას შეუძლია, დაგვეხმაროს ჩვენ პუტინის შეჩერებაში. […]

3 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი ამ დღისთვის არაფერი დაგეგმოთ, რადგან, დიდი ალბათობით, მოვლენების მოულოდნელი განვითარება გეგმების შეცვლას გაიძულებთ. უმჯობესია, რომ ეს დღე მთლიანად გართობას და სასიამოვნო საქმეებს დაუთმოთ. გარშემო მყოფთა კრიტიკულ შენიშვნებს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. ეცადეთ საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ. კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრისთვის. კურო ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახალი ვალდებულებების აღებამდე ძველი დაასრულოთ და ამისთვის ეს ხელსაყრელი […]

2025 წლის მთავარი ევროპული პროგნოზი: რა მოხდება უკრაინასთან მიმართებით – Berliner Zeitung

Admin Tamuna
-1
„რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტა ხომ რთულია, მაგრამ უარესი პრობლემები მაშინ გაჩნდება, როცა საომარი მოქმედებები მართლაც შეწყდება და დღის წესრიგში საზავო პირობების რეალიზაცია დადგება“, – წერს გერმანული გაზეთი „ბერლინერ ცაიტუნგი“ (Berliner Zeitung) სტატიაში სათაურით „2025 წლის მთავარი ევროპული პროგნოზი: რა მოხდება უკრაინასთან მიმართებით?“ (ავტორი – თომას ფესბენდერი). „მოსკოვსა და კიევს შორის მიღწეული შეთანხმების (სავარაუდოდ) კონტროლი აუცილებელია, მაგრამ […]

ვლადიმერ პუტინის ბოდიში: როგორ შეიცვალა აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობა – BBC

Admin Tamuna
0
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვლადიმერ პუტინის ბოდიში: როგორ შეიცვალა აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობა“. პუბლიკაციაში განხილულია ის რეზონანსი და გამოხმაურება, რომელიც რუსეთის საჰარეო სივრცეში დაზიანებული აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფას მოჰყვა. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან: „აზერბაიჯანის ავიახაზების“ (AZAL) თვითმფრინვის ეკიპაჟის დაღუპულ პილოტებს და სტიუარდესას, პრეზიდენტის ბრძანებულებით, აზერბაიჯანის ეროვნული გმირის წოდებები მიენიჭათ. ეკიპაჟის ცოცხლად გადარჩენილი წევრებიც […]

ვულოცავ პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას – სალომე ზურაბიშვილი

Admin Tamuna
0
პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ვულოცავ, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ვულოცავ. ამ მნიშვნელოვან როლში წარმატებებს გისურვებთ. საქართველოდან, ჩვენ მოუთმენლად ველით ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და განვითარების მიმართ თქვენს უწყვეტ მხარდაჭერას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გუშინ გახდა […]

ბევრს საუბრობენ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ეს ილუზიაა – მიხაილო პოდოლიაკი

Admin Tamuna
0
უკრაინის ოფიციალური პირები ამ დრომდე უარყოფენ ზეწოლაზე რაიმე საუბარს, ან ვარაუდს, რომ დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლა აუცილებლად ნიშნავს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, – ამის შესახებ წერს BBC-ი წერს. „ბევრს საუბრობენ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ეს ილუზიაა. არავითარი მოლაპარაკების პროცესი არ შეიძლება განხორციელდეს, რადგან რუსეთი ვერ აიძულეს, ამ ომისთვის საკმარისად მაღალი ფასი გადაეხადა“, – ციტირებს გამოცემა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის […]

ჩვენი ქვეყანა მთელ მსოფლიოში დაცინვის ობიექტი გახდა – ასე ხდება, როდესაც გყავს სუსტი, არაეფექტური და პრაქტიკულად არარსებული ხელმძღვანელობა-ტრამპი

Editor Dali
0
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ახალ ორლეანში მომხდარ ტერორისტულ აქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ „მთელ მსოფლიოში დაცინვის ობიექტი“ გახდა. „ჩვენი ქვეყანა კატასტროფაა, მთელ მსოფლიოში დაცინვის ობიექტი გახდა. ეს არის ის, რაც ხდება, როდესაც თქვენ გაქვთ ღია საზღვრები, სუსტი, არაეფექტური და პრაქტიკულად არარსებული ხელმძღვანელობით“, – აღნიშნა დონალკდ ტრამპმა. მისი თქმით, იუსტიციის დეპარტამენტმა, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ […]