ვულოცავ ჩვენს პატრიარქს იუბილეს, თქვენო უწმინდესობავ, ფასდაუდებელია თქვენი ღვაწლი მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში -მიხეილ ყაველაშვილი

Editor Dali
0
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. „ვულოცავ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს იუბილეს. თქვენო უწმინდესობავ, ფასდაუდებელია თქვენი ღვაწლი მართლმადიდებელი ეკლესიის და ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და აღორძინებაში. სამაგალითოა თქვენი ცხოვრების გზა ქართველი ერისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით დღეს, როცა ქვეყნის გადარჩენის გზა ცდება პოლიტიკას და ხსნა სულიერებასა და სწორ ღირებულებებშია. […]

“თქვენი ბრძნული წინამძღოლობა, სულიერი ძალით და სიყვარულით განმსჭვალული მოღვაწეობა იქცა სინათლედ, რომელმაც ჩვენი ხალხი ურთულეს, გამოწვევებით აღსავსე ათწლეულებში გამოატარა” – პრემიერი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

Editor Dali
0
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. “თქვენო უწმინდესობავ, დიდი სიყვარულით და პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენი ბრძნული წინამძღოლობა, სულიერი ძალითა და სიყვარულით განმსჭვალული მოღვაწეობა იქცა იმ სინათლედ, რომელმაც ჩვენი ხალხი ურთულეს, გამოწვევებით აღსავსე ათწლეულებში გამოატარა. დაე, კვლავ დიდხანს არ მოგვაკლდეს თქვენი ლოცვა-კურთხევა. გისურვებთ დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის […]

“პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავთ მის უწმინდესობას დაბადების დღეს. ვუსურვებთ საქართველოს ეკლესიის მესაჭედ მრავალი წელი ყოფნას ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ” – ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები

Editor Dali
0
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავენ. „დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს 92 წელი შეუსრულდა. განუზომელია მისი უწმინდესობის ღვაწლი ქართული საზოგადოების სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში. ფასდაუდებელია მისი შრომა და თავდადება – აღსაყდრებიდან 47-ე წელია, რაც […]

პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძე განმარტებას ავრცელებს

Editor Dali
0
საქართველოს პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე განმარტებას აკეთებს. როგორც ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, მას და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პატრიარქის მილოცვასთან არაფერი აკავშირებთ და მიიჩნევს, რომ ვიდეოზე, სულ მცირე, მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ მონტაჟია. „პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით ზოგი ადამიანი „საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს“ იხსენიებს აუგად. დეტალურ ახსნებს ვერ დავიწყებ […]

დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეა – ილია მეორეს 92 წელი შეუსრულდა

Editor Dali
0
დღეს, 4 იანვარს, სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის დაბადების დღეა. ილია მეორეს 92 წელი შეუსრულდა. ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს […]

4 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

Admin Tamuna
0
ვერ­ძი დღე ხელ­საყ­რე­ლია საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის, რომ­ლებ­საც ბოლო დროს თქვე­ნი მხრი­დან უყუ­რა­დღე­ბო­ბა აწუ­ხებთ. აგ­რძნო­ბი­ნეთ, რომ თქვენ გჭირ­დე­ბათ ისი­ნი. კურო ზედ­მე­ტი ფუ­ლის ხარ­ჯვა დღეს არ არის მი­სა­სალ­მე­ბე­ლი: შე­გიძ­ლი­ათ მარ­ტი­ვად იყი­დოთ აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი. ტყუ­პი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ იმ მი­ნიშ­ნე­ბებს, რომ­ლებ­საც სამ­ყა­რო დღეს გა­მო­გიგ­ზავ­ნით. მი­ი­ღებთ პა­სუხს კი­თხვა­ზე, რომ­ლის ამოხ­სნა­საც ბოლო დროს ცდი­ლობთ. კირჩხი­ბი უხე­ში სი­ტყვე­ბი, ქმე­დე­ბე­ბი და თუნ­დაც […]

ინფლაციის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჩვენ უკვე ორწელიწადნახევარზე მეტია, რაც გვაქვს – სოსო არჩვაძე

Admin Tamuna
0
2022 წლის ივნისიდან ინფლაცია 1%-ზე დაბალია, მაშინ როცა გაცილებით განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც არის აშშ ან ევროკავშირის ქვეყნები, თვის ინფლაცია წინა თვესთან შედარებით 3%-ის ფარგლებშია, – განაცხადა ექსპერტმა სოსო არჩვაძემ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკურ მონაცემების კომენტირებისას. „ინფლაციის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჩვენ უკვე ორწელიწადნახევარზე მეტია, რაც გვაქვს. 2022 წლის ივნისიდან ინფლაცია 1%-ზე დაბალია, მაშინ როცა გაცილებით განვითარებულ […]

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება

Admin Tamuna
0
თბილისში, სამ ლოკაციაზე, საახალწლო ღონისძიებები დილიდან იმართება. „დედაენის ბაღში“ ამ წუთებში კონცერტს ანსამბლი „ურსა“ მართავს. ადგილზე ასევე მოწყობილია გასტრონომიული სივრცეები, საახალწლო სოფელი, სანტას სახლი, პატარების განწყობაზე კი ანიმატორები და ზღაპრის გმირები ზრუნავენ. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საახალწლო ღონისძიებები 7 იანვრიდან 14 იანვრამდე გახანგრძლივდა.

პრემიერ-მინისტრი ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

Admin Tamuna
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ნიკო ლეკიშვილმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა როგორც თბილისის, ისე მთელი საქართველოს განვითარებაში. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბატონი ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო. ბატონი ნიკო გამორჩეული ერთგულებითა და პროფესიონალიზმით ემსახურა ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა როგორც თბილისის, ისე მთელი საქართველოს განვითარებაში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს […]

ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8158 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8138 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8955 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9292 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0337 ლარი შეადგინა.

,,წელს პიროტექნიკით სერიოზული დამწვრობის შემთხვევა არ ყოფილა”- გუგა ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ახალი წლის ღამეს კლინიკაში ათამდე დაშავებული შეიყვანეს, საიდანაც სამი ბავშვი იყო. მისივე თქმით, წელს პიროტექნიკით სერიოზული დამწვრობის შემთხვევა არ ყოფილა და არც ქირურგიული ჩარევა გამხდარა საჭირო. „ახალი წლის ღამეს ათამდე პაციენტი მივიღეთ, აქედან სამი ბავშვი იყო, დანარჩენი მოზრდილი. წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ციფრი გაცილებით შემცირებულია. საბედნიეროდ, სერიოზული შემთხვევები არ […]

“უკრაინის ენდშპილი -როგორ შეიძლება ომის დასრულება 2025 წელს” -BBC

Editor Dali
0
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “უკრაინის ენდშპილი: როგორ შეიძლება ომის დასრულება 2025 წელს“ (ავტორი – პოლ ადამსი). გთავაზობთ მცირე შემოკლებით: ორიოდე თვის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომის მესამე წელი დასრულდება. დაღუპულებისა და დაჭრილების რაოდენობამ, მიახლოებითი შეფასებებით, ერთ მილიონს გადააჭარბა. ფრონტზე არსებულ სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, რომ უკრაინა ომს აგებს. რუსეთის სამხედრო მანქანა ნელა, მაგრამ განუხრელად წინ მიდის – […]