პოლიციამ მესტიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი – 1986 წელს დაბადებული რ.პ. და 1992 წელს დაბადებული ბ.ჭ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „გამოძიებით […]

იმედია, ნელ-ნელა ბევრი გააცნობიერებს, რომ ქართულ არჩევნებში უხეში, უკანონო ჩარევით იმ დემოკრატიის, სუვერენიტეტის ტოტს ჭრიან, რომელზეც თავად სხედან -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
როთის ლუაზოს ხელისუფლებები რომ რამეს იტყვიან სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევაზე, იმედია, ნელ-ნელა ბევრი გააცნობიერებს, რომ ქართულ არჩევნებში ასეთი უხეში ჩარევით, იმ დემოკრატიის, სუვერენიტეტის ტოტს ჭრიან, რომელზეც თავად სხედან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „რამხელა ირონიაა გერმანიის და საფრანგეთის ხელისუფლებების წუწუნში ილონ მასკის განცხადებების გამო და მის მიმართ არჩევნებში ჩარევის […]

გვინდა, შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია, უნდა შეიქმნას ენების შემსწავლელი ჯგუფი, ბევრი საქმეა გასაკეთებელი – ილია მეორე

Admin Tamuna
0
ჩვენ გვინდა, შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია. უნდა შეიქმნას ენების შემსწავლელი ჯგუფი. ბევრი საქმეა გასაკეთებელი; უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ჩვენით, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ. საქართველოს საპატრიარქომ „ფეისბუქის“ გვერდზე 2024 წლის 25 დეკემბრით დათარიღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სინოდის წევრები ილია მეორესთან აღსაყდრების 47 წლისთავის აღსანიშნად შეიკრიბნენ. „ძალიან […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 7 იანვარს

Admin Tamuna
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8185 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8185 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8158 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9152 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.8955 კურსი ლარს შეადგენდა. […]

პია კაუმას ვიზიტის გაუქმება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეუთო/ოდირი არჩევნების კიდევ ერთი აღიარების დემონსტრირებას ახდენდა და მას თავს დაესხნენ -დიმიტრი ხუნდაძე

Admin Tamuna
0
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებას პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა” ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ საზოგადოებას ომის საფრთხის არსებობის დანახვა გაუადვილდება თუ პროცესებს კარგად დააკვირდება. „პია კაუმას ვიზიტის, დაბულინგების შემდეგ, გაუქმება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეუთო ოდირი არჩევნების კიდევ ერთი აღიარების დემონსტრირებას ახდენდა და მას […]

თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ ქვეყანაში გააჟღერა

Admin Tamuna
0
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს მოუწოდა, მობაილბანკით გაეზიარებინათ სურვილები, რომლებსაც ისინი საქართველოს 2025 წელს უსურვებდნენ. საახალწლო სურვილები თიბისიმ საქართველოს ყველა კუთხიდან, მათ შორის აფხაზეთიდან და მსოფლიოს 111 ქვეყნიდან მიიღო. ქვეყანაში მიმდინარე […]

საბჭოთა საახალწლო კლასიკური ფილმი, რომელსაც თვით კრემლის მიმართ ნეგატიურად განწყობილი ადამიანებიც კი უყურებენ – The New York Times

Admin Tamuna
0
ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით „საბჭოთა საახალწლო კლასიკური ფილმი, რომელსაც თვით კრემლის მიმართ ნეგატიურად განწყობილი ადამიანებიც კი უყურებენ“ (ავტორი – ვალერია საფრონოვა). ვრცელ პუბლიკაციაში განხილულია ერთ-ერთი საბჭოთა საახალწლო კინოსურათი, რომელსაც გადაღებიდან თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ბევრი დღესაც სიამოვნებით უყურებს. გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით: საკმაოდ ბევრია ფილმები, რომელთა ბევრჯერ ნახვა […]

ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში, გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

Admin Tamuna
0
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 იანვარს, ალილოს მსვლელობა გაიმართება და სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება გარკვეულ ქუჩებზე ეტაპობრივად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, 14:00 საათზე დაიწყება, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ ტერიტორიაზე დროებით შეფერხდება და ავტომობილები მოძრაობას ალტერნატიული ქუჩების გამოყენებით შეძლებენ. „კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებებისთვის კოსტავას ქუჩიდან ახვლედიანისა და ქიაჩელის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება […]

“დონალდ ტრამპი კრემლის მეგობარი არ იქნება: როგორც ჩანს, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს უფრო მეტად სურს რუსული ეკონომიკის მოხრჩობა, ვიდრე ჯო ბაიდენს უნდოდა”-The Daily Telegraph

Editor Dali
0
ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია ვრცელია ანალიტიკური სტატია სათაურით „დონალდ ტრამპი კრემლის მეგობარი არ იქნება: როგორც ჩანს, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს უფრო მეტად სურს რუსული ეკონომიკის მოხრჩობა, ვიდრე ჯო ბაიდენს უნდოდა“ (ავტორი – ემბროუზ ევანს-პრიტჩარდი, გაზეთის ეკონომიკური განყოფილების რედაქტორი). გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: ვლადიმერ პუტინი, რომელიც ჯო ბაიდენის მმართველობის ვადის დასრულებას ელოდება ევროპის გაწამებული ყოფის ფონზე, როგორც ჩანს, უსიამოვნო სიურპრიზის წინაშე […]

“როგორ გახდა “მანჩესტერ-სითის” ყოფილი თავდამსხმელი საქართველოს პრეზიდენტი და რატომ აღმოჩნდა იგი ქვეყნის მომავლისათვის ბრძოლის ცენტრში იმ განცხადებების ფონზე, რომ იგი პრორუსი მარიონეტია”-Daily Mail

Editor Dali
0
ბრიტანული გაზეთის „დეილი მეილის” (Daily Mail) საკვირაო ნომერში გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „როგორ გახდა „მანჩესტერ-სითის“ ყოფილი თავდამსხმელი საქართველოს პრეზიდენტი და რატომ აღმოჩნდა იგი ქვეყნის მომავლისათვის ბრძოლის ცენტრში იმ განცხადებების ფონზე, რომ იგი პრორუსი მარიონეტია“ (ავტორი – ეიდან რედნეჯი). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: როცა მიხეილ ყაველაშვილმა „მანჩესტერ-სითის“ შემადგენლობაში გოლი გაიტანა და „მანჩესტერ იუნაითედთან“ მატჩში ანგარიში გაათანაბრა, „სქაი ნიუსის“ სპორტულმა კომენტატორმა მარტინ ტაილერმა წამოიძახა: „ღმერთო ჩემო, ეს რა ისტორიას მოვესწარი!“. მაგრამ ექს-ფეხბურთელი ახლა […]

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა აცხადებს, რომ საქართველოში ვიზიტი გადადო

Editor Dali
0
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა აცხადებს, რომ საქართველოში ვიზიტი გადადო. ამის შესახებ კაუმა სოციალურ ქსელში წერს. „მსჯელობისა და საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე, საქართველოში ვიზიტი გადავდო იმ დრომდე, ვიდრე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება. ჩვენ კვლავ მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა ხმას და დახმარება გავუწიოთ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“, – აცხადებს პია კაუმა. ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რიჰარდ […]

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები შედგა და ეუთო/ოდირი ქართველი ხალხის ნებას პატივს სცემს -არჩილ გორდულაძე

Editor Dali
0
მნიშვნელოვანია, როდესაც არჩევნების შემფასებელი მთავარი ორგანიზაციის და უმაღლესი რეპუტაციის მქონე მთავარი ორგანიზაციის საპარლამენტო დელეგაცია, ხელმძღვანელის მეთაურობით, ჩამოდის საქართველოში და შეხვდება არჩეული, ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა ისევ და ისევ იმსჯელონ რეკომენდაციის შესრულებასა და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა. გორდულაძის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ 26 […]