ჩვენს თანამემამულეებს ახლა უკვე ნათლად ესმით, რასაც ყოველთვის ვამბობდით, რომ არც სააკაშვილი და არც ზურაბიშვილი არ ყოფილან საქართველოს სამსახურში -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მაკკეინის ინსტიტუტში, აშშ-ში სტიპენდია შესთავაზეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილი წერს, რომ თითქმის 12 წლის წინ მსგავსი ჟესტი იყო სხვა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართაც ტაფტსის უნივერსიტეტში. „ორივემ სიამოვნებით მიიღო შეთავაზება. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ საქართველოს ერთგულება დაიფიცეს, სააკაშვილი შემდგომში უკრაინის მოქალაქე გახდა და […]

როგორც პრეზიდენტი, ვეცდები ჩვენი საზოგადოება გავაერთიანო – მიხეილ ყაველაშვილი

Admin Tamuna
0
მინდა აღვნიშნო პატრიარქის ეპისტოლე, რომელიც ყოველთვის ყურადსაღებია და მიესადაგება არსებულ გამოწვევებსა და რეალობას. ეს არის მოყვასის სიყვარული, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. „აუცილებელია, გვიყვარდეს ერთმანეთი ქრისტეს სიყვარულით, რომ ჩვენი საზოგადოება გაერთიანდეს, ეს ხელოვნურად შემოტანილი პოლარიზაციის თემები დავამარცხოთ და დავამარცხოთ ჩვენი სიყვარულით. ეს არის გზავნილი პატრიარქის ეპისტოლედან, გვიყვარდეს ერთმანეთი, გვიყვარდეს მოყვასი ქრისტეს სიყვარულით, რაც ძალიან კარგი იქნება. როგორც […]

იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგების 61% მხარს უჭერს პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას, ახალი არჩევნები, შეიძლება, პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იყოს – შალვა პაპუაშვილი

Admin Tamuna
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ახალი არჩევნები, შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი საფრანგეთისთვის იყოს. „არა ის, რომ საფრანგეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევას ვაპირებ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგების 61% მხარს უჭერს პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას და 50% სურს ეროვნული ასამბლეის დაშლა, ახალი არჩევნები, […]

ევროპა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე რუსეთის ლიდერები ფიქრობენ და რუსეთი გაცილებით სუსტია, ვიდრე ბევრი ევროპელი ფიქრობს – რადოსლავ სიკორსკი

Admin Tamuna
0
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ევროპა და უკრაინა, შესაძლოა, მალე აღმოჩნდნენ ზეწოლის ქვეშ რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით, მაგრამ არ შეიძლება დათანხმება შეთანხმებაზე, რომელიც მოსკოვს ძალების აღდგენის შესაძლებლობას მისცემს, – ინფორმაციას უკრაინული მედია RMF24-ზე დაყრდნობით ავრცელებს. „რა სახის გარიგებაზე შეიძლება დათანხმდეს გონივრული ევროპა? რა თქმა უნდა, არა გარიგებაზე, რომელიც მოსკოვს მოღონიერების საშუალებას მისცემს. ევროპა […]

ყველას ურჩევნია, მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის – ირაკლი კობახიძე

Admin Tamuna
0
თუ სადმე ერევა რუსეთი, როდესაც მეზობელ ქვეყნებზეა საუბარი, ის ერევა უკრაინაში და ყველას ურჩევნია, მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეალური პრობლემა, რომელიც დღეს ყველას წინაშე დგას, არის განადგურებული უკრაინა. „საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის. […]

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების ტაძრამდე „ალილოს“ მონაწილეთა მსვლელობა გაიმართება

Admin Tamuna
0
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში „ალილოს“ მონაწილეთა მსვლელობა 14:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც შობის პარაკლისი შესრულდება. შეგროვებული სურსათი კი მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებს გადაეცემა. „ალილოს“ მსვლელობის ტრადიცია 2000 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა. მსვლელობის დროს „ალილოს“ მონაწილეებს ხვდებიან პრეზიდენტი, პარლამენტის, საკრებულოს წევრები.

 დაცემული ადამიანის თვისებაა სიკვდილის შიშიც, ამიტომაც ეძებდა და ეძებს სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს, იგონებს სხვადასხვა მეთოდს, რომ შეიქმნას კეთილდღეობის ილუზია, მაგრამ ამაოდ -ილია მეორე

Editor Dali
0
დაცემული ადამიანის თვისებაა სიკვდილის შიშიც, ამიტომაც ეძებდა და კვლავაც ეძებს იგი სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს, იგონებს სხვადასხვა მეთოდს, რომ შეიქმნას კეთილდღეობის ილუზია, მაგრამ ამაოდ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი. როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, ყოველივე ეს უფრო დიდი შეცდომების მიზეზი ხდება და „აღრმავებს ჩვენში ისედაც არსებულ სულიერ კრიზისს“. „ასეთი პიროვნება ვერ აცნობიერებს, რომ […]

გარემოს ეროვნული სააგენტო 7-9 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

Admin Tamuna
0
გარემოს ეროვნული სააგენტო 7-9 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 7–9 იანვარს თბილისში მოსალოდენლია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 7 და 8 ინავარს +5,+7, ხოლო 9 იანვარს +12 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 7– 9 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ […]

ამპარტავნება და ეგოიზმი არის უფლისგან განდგომილი ადამიანის მკვეთრი მახასიათებელი, ღმერთზე მინდობა საკუთარ თავზე მინდობამ და ეგოცენტრიზმა შეცვალა -ილია მეორე

Editor Dali
0
ამპარტავნება და ეგოიზმი არის უფლისგან განდგომილი ადამიანის მკვეთრი მახასიათებელი, დაცემის შემდეგ ჩვენს პირველმშობლებში თავდაპირველად სწორედ ეს მიდრეკილებები გაჩნდა და მათი პირადი ურთიერთობებიც მყისიერად დაამახინჯა, ერთმანეთზე და გარემოზე ზრუნვა, ღმერთზე მინდობა, საკუთარ თავზე მინდობამ და ეგოცენტრიზმა შეცვალა, – ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი. როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, ბოროტი ძალისგან თავსმოხვეული ეს […]

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

Editor Dali
0
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე: საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან“ (რომაელთა 8,2) ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო, ქრისტე იშვა! ჭეშმარიტად იშვა სიტყვა ღვთისა,-  უფალი ჩვენი იესო […]

7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი ამ დღეს შეგიძლიათ განსაკუთრებით მომხიბვლელი იყოთ, ამიტომ შესაფერისი დროა რომანტიკული ნაცნობობისა და პაემნებისთვის. გაუთვალისწინებელი შემთხვევა გაიძულებთ, ადამიანზე ან მოვლენაზე აზრი შეიცვალოთ. გირჩევთ, დღის ჩვეული განრიგი არ შეცვალოთ და კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედოთ. კურო მშვენიერი დღეა მეგობრებთან შეხვედრებისა და საერთო საქმის დაწყებისთვის. ამ დღეს ნებისმიერ კამათში და დისკუსიაში გულწრფელობა უნდა გამოიჩინოთ და სიმართლე თქვათ. შეიძლება, […]

ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

Editor Dali
0
ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან და მმართველი ლიბერალური პარტიის ლიდერის პოსტიდან გადადგა. ტრუდო პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით ახალი ლიდერის არჩევამდე შეინარჩუნებს. „მე ვაპირებ, დავტოვო პარტიის ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის პოსტი მას შემდეგ, რაც პარტია ახალ ლიდერს აირჩევს“, – განაცხადა პოლიტიკოსმა ოტავაში გამართულ პრესკონფერენციაზე. ჯასტინ ტრუდომ აღნიშნა, რომ 2015 წლიდან, რაც პრემიერ-მინისტრი გახდა, იბრძოდა კანადისა და მისი მოსახლეობისთვის, საშუალო […]